ინსბრუკი მშვიდი სამთო ქალაქია ალპური ლანდშაფტით და მას ზამთრის დასასვენებელ ადგილად წარმოიდგენენ, რადგანაც ზამთრის სპორტის მოყვარულებს იზიდავს. ზაფხული აქ ისეთივე დაფასებული არაა და სულ ტყუილად! ინსბრუკს ბევრი სალაშქრო ბილიკე, ცოცხალი ბარი და ძველი უბნები აქვს. საბაგიროთი შეგიძლიათ ეწვიოთ ციხესიმაგრებს, ბუნებას, გაეცნოთ კულტურას, მიირთვათ გემრიელი კერძები და დაკავდეთ უამრავი აქტივობით, მათ შორის გაისეირნოთ ველოსიპედით. ინსბრუკის მოსახლეობის მესამედი სტუდენტებს შეადგენენ. ახალგაზრდები განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენენ ქალაქს. ჩვენ გირჩევთ ავსტრიის ამ ქალაქში მოგზაურობა ზაფხულშიც განიხილოთ:

1. გაისეირნეთ ინსბრუკის ზღაპრულ ძველ ქალაქში, ალტშტადში
ინსბრუკის ძველ ქალაქში პასტელური შეფერილობის სახლებია ჩამწკრივებული გიგანტური მთების ფონზე. აქ თავს მართლაც ზღაპარში იგრძნობთ. ქალაქი არც ისე დიდია და შეგიძლიათ 15-20 წუთში მოიაროთ. აუცილებლად სანახავი ადგილებია: სან ჯეიმსის კათედრალი, სადაც შესვლა უფასოა; “ოქროს ჭერი” (Goldenes Dachl); საათის კოშკი (Stadtturm) ხედებისთვის ძველ ქალაქზე, სადაც 4.5 ევროდ შეძლებთ მოხვედრას და საქალაქო ეკლესია (Court Church) რომელიც ისტორიული ფარული მარგალიტია.

2. საკულტო მდინარის ხედები ინსბრუკის ხიდიდან
ქალაქს სწრაფი მდინარე ჭრის, რომელიც ცოცხალი ქალაქის მჩქეფარე გულია. მართალია დინარეში ცურაობა არ შეიძლება, მაგრამ შეგიძლიათ გაისეირნოთ მის სასიამოვნო სანაპიროზე ფეხით ან ველოსიპედით. აუცილებლად მიდით ინბრუკის ხიდამდე (Innbrücke). სწორედ მისი სახელი ეწოდა ქალაქს. შთამბეჭდავია არქიტექტურა ალპების ფონზე.

3. ადით საბაგიროთი და ილაშქრეთ
მთები ინსბრუკის განსაკუთრებული ნაწილია. აქ აუცილებლად უნდა გაყვეთ ფუნიკულიურს და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გადაინაცვლოთ. ჯერ გაყევით ჰანგერბარგანის ფუნიკულიორს (Hungerburgbahn), 8 წუთში მოხვდებით პირველ გაჩერებაზე, შემდეგ გამოიცვალეთ საბაგირო სიგრუბემდე (Seegrube), შემდეგ დალაშქრეთ “პერსპექტივების ბილიკი”, რომელიც 2.5 კმ სიგრძისაა. გააგრძელეთ საბაგიროს გზა ჰაფელეკარის მწვერვალამდე (Hafelekar). იქ ორი სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ.

4. დალაშქრეთ ზირბენვეგის ბილიკი (Zirbenweg) – ინსბრუკის სალაშქრო გზა
ერთი საბაგიროდან მეორე საბაგირომდე 7კმ-ს დაფარვა მოგიწევთ, დრო დაახლოებით 2.5 სთ დაგჭირდებათ. საბაგიროების ბილეთების ცალკე ყიდვას, გირჩევთ შეიძინოთ ინსბრუკის ბარათი. შეგიძლიათ შეამოწმოთ ლაივ კამერები ამინდის დასადგენად.

5. ეწვიეთ ამბრასის ციხესიმაგრეს (Schloss Ambras)
ეს ციხესიმაგრე ულამაზეს ბაღებშია მოქცეული შთამბეჭდავი ფასადით. ის ცნობილი მიუზიკლის “მუსიკის ჰანგების” გადასაღებ ლოკაციას წააგავს. სასახლეში დაათვალიერებთ რენესანსის ხელოვნებას, მოხატულ ჭერებს, თაღოვან ტერასებს და ეწვევით პატარა კაფეს. ცენტრალური სადგურიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ 15 წუთში მოხვდებით.

საუკეთესო კაფე-რესტორნები:
- Restaurant Blum: ტრადიციული ავსტრიული რესტორანი მდინარის გადაღმა.
- Weisses Rössl
- Woosabi: აზიური კერძები
- Das Brahms: იტალიური და ავსტრიული მიქსი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ინსბრუკის ბარათი საშუალებას მოგცემთ იხილოთ ქალაქის 22 ღირსშესანიშნაობა, ისარგებლოთ საბაგიროთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. არსებობს 24; 48 და 72 საათიანი ვარიანტები, გააჩნია რამდენი ხნით ხართ ქალაქში. ასევე, გაითვალისწინეთ რომ ინსბრუკში ქუჩის წყალი ალპური წყაროებიდანაა და შეგიძლიათ მაღაზიის წყალი აღარ იყიდოთ.











