ბულგარეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი მრავალფეროვან ნაპირებს გვთავაზობს ყველა გემოვნების ადამიანისთვის. აქ პიკი სეზონი ივლისიდან აგვისტომდეა, როცა ტემპერატურა 35 გრადუსამდე მერყეობს. ივნისი მშვენიერი ალტერნატივაა აქ დასასვენებლად, ასევე სექტემბერიც. ამ ორი თვის მანძილზე სანაპიროები სავსე არაა და ბიუჯეტურად დასვენებასაც შეძლებთ.

1. Krapets Beach/კრაპეტსის სანაპირო

საუკეთესო ბიუჯეტური კემპინგისთვის

ეს სანაპირო მშვიდი ზღვისპირა გასაქცევია. აქ ქვიშიანი ნაპირი ბუნებითაა გარშემორტყმული. კრაპეტსის სანაპიროზე კარვებითაც აქტუალურია დარჩენა და ბიუჯეტურ მიმართულებად ითვლება.

2. Bolata Beach/ბოლატას სანაპირო

საუკეთესო მზის ჩასვლის საყურებლად

ბოლატა კალიაკრას ეროვნული პარკის ნაწილია, აქ იშვიათი სახეობის ფლორა და ფაუნა დაგხვდებათ, ასევე, კუების დაცული ჯიშები. დააკვირდით მიგრირებულ ჩიტებს ტბაზე და გადახედეთ წითელი კლდეებიდან სანაპიროს.

3. Golden Sands/ოქროს ქვიშები

საუკეთესო ოჯახური დასვენებისთვის

ეს სანაპირო ბევრ კურორტს და გასართობს გთავაზობთ. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და მაღაზიაა. უსაფრთხო ცურვას მაშველები აკონტროლებენ, ხოლო სათამაშო სივრცეები მშვენიერია ბავშვების გასართობად.

4. Kara Dere/კარა დერე

საუკეთესო ბუნების მოყვარულებისთვის

შავი ზღვის სანაპიროზე ჩამალული ეს გრძელი ქვიშიანი სანაპირო ბულგარეთის ხელშეუხებელი ადგილია და ის ადგილობრივებს ძალიან უყვართ. მისი რელიეფი გამორჩეულია, რაც იმის საშუალებას იძლევა მზის ჩასვლას ტყიდანაც უყუროთ.

5. Gradina Beach/გრადინას სანაპირო

საუკეთესო ბარ-რესტორნებისთვის და წყლისპირა გართობისთვის

ბულგარელებისა და უცხოელების ეს საყვარელი ადგილი სავსეა სანაპირო ბარებით და გართობის შესაძლებლობებით. ამ მიზეზით, აქ ახალგაზრდა დამსვენებლები ჭარბობენ.

6. Drivers’ Beach/დრაივერის სანაპირო

საუკეთესო ხალხმრავლობას რომ გაექცეთ

ეს ქვიშიანი სანაპირო საერთოდ არაა დატვირთული და უზარმაზარ სივრცეს გთავაზობთ განსატვირთად. მისი წყლისპირა დასახლებები იდეალური არჩევანია განმარტოებისთვის.

7. Primorsko North Beach/პრიმორსკოს ჩრდილოეთ სანაპირო

საუკეთესო სერფინგისთვის

ივლისსა და აგვისტოში ამ სანაპიროზე სერფინგით და წყლის სპორტით დაკავების საშუალება მოგეცემათ. აქ თქვენს სანაპირო დასვენებას დაუვიწყარ მოგონებად აქცევთ. შეგიძლიათ აიღოთ გაკვეთილები სერფინგისა და სხვა სპორტის მიმართულებით.

8. Varvara Central Beach/ვარვარას ცენტრალური სანაპირო

საუკეთესო პატარა სანაპირო

ვარვარა უნიკალური გასაქცევია დიდი სასტუმროების და რესტორნების გარეშე. ის ულამაზეს სოფელ ვარვარაში მდებარეობს და საკმაოდ მყუდრო სანაპიროა თქვენი საუკეთესო რელაქსაციისთვის.

9. Veleka/ველეკა

საუკეთესო ჩიტებზე დასაკვირვებლად

ველეკა ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. აქ მდინარე ხვდება ზღვას და ქალაქის ინფრასტრუქტურას მარტივად უკავშირდება. იდეალურია ოჯახებისა და ბუნების ენთუზიასტებისთვის, რადგანაც ის ველეკას ეროვნული პარკის ნაწილია. ის ასევე ბულგარეთის პოპულარული ადგილია ჩიტებზე დასაკვირვებლად. მდინარეზე შეგიძლიათ აიღოთ ნავის ტური და დაათვალიეროთ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა.

10. Lipite/ლიპიტე

საუკეთესო მშვიდი სანაპირო

ლიპიტემდე ქალაქ სინემორეტიდან 20 წუთის ფეხით სავალი გზაა. ეს ფართო ქვიშიანი სანაპირო კლდეებს შორისაა მოქცეული ბარებისა და მაღაზიების გარეშე. გარშემო ბევრი პოპულარული სანაპიროა, ამიტომაც აქ ხშირად მარტივად გადმოდიან სიმშვიდის მოსაპოვებლად.

11. Silistar/სილისტარი

საუკეთესო სანაპირო დიდი ქალაქების მოშორებით

ეს სანაპირო ქვებსა და ტყეებს შორის მდებარეობს და პოპულარული მიმართულებაა ადგილობრივებში. ზაფხულობით აქ საკვები ობიექტები ღიაა. სილისტარს შეგიძლიათ დიდი ქალაქებიდან ეწვიოთ.