ეს მშვიდი შვეიცარიული სოფელი, სუნთქვაშემკვრელ სილამაზეს წარმოგვიდგენს, რომელიც მოგზაურებს და არტისტებს საუკუნეების მანძილზე შთააგონებდა. ის ქვეყნის ჯუნგფრაუს რეგიონში მდებარეობს. ტოლკიენის ლეგენდარული შემოქმედება სწორედ მისითაა შთაგონებული. მწერალი წერს: “რივენდალი ბეჭდების მბრძანებელში ჩემი მოგზაურობითაა ინსპირირებული, რომელიც 1911 წელს შვეიცარიაში გავატარე”. ეს ქალაქია ლოტერბრანენი (Lauterbrunnen). ტურისტები და ფანები სწორედ აქ ჩამოდიან საყვარელი ნაწარმოების საკუთარ ფანტაზიებში გასაცოცხლებლად.

19 წლის ტოლკიენი შვეიცარიაში სალაშქროდ იმყოფებოდა და იქ გადახდენილმა თავგადასავლებმა და ნანახმა ლანდშაფტმა უბიძგა მომავალში თავისი უკვდავი ნაწარმოები შეექმნა. როდესაც ულამაზეს ლოტერბრანენში ჩახვალთ, მიხვდებით თუ როგორ გავს ის გამოგონილ რივენდელს.

ტოლკიენის სამყაროში რივენდელი უსაფრთხო სამოთხეა. მისი მაგიური ატმოსფერო მწვანე მთიან ლანდშაფტებში, ქვის ფორმაციებსა და საოცარ არქიტექტურაშია აღბეჭდილი. ლოტერბრანენში 2000-მდე მოსახლეა, რომელიც მთებსა და ველებს შორის ცხოვრობს.

ქალაქს კლდეები თითქოს სამყაროსგან იცავს. აქ 72 ჩანჩქერია, მათ შორის ერთ-ერთი 300 მეტრია სიმაღლეში. ბუნების სილამაზის გარდა, ლოტერბრანენი ვიზიტორებს ბევრ აქტივობას სთავაზობს. მაგალითად, ადრენალინის მოყვარულებს პარადიგლინგს, სალაშქრო ბილიკებს, ზამთარში სრიალს და აშ.

ლოტერბრანენიდან მოინახულებთ შვეიცარიულ სოფლებს: ვენგენს და მურენს. მიიღეთ ავთენტური ალპური გამოცდილება ტრადიციული არქიტექტურით და თბილი სტუმართ-მასპინძლობით. ამ მშვიდ სამოთხეში გონდოლებით მოხვდებით.