რთულია, რომ ნანტში ყოფნისას მასთან განშორება და ქალაქიდან გასვლა მოგინდეს, თუმცა მისი ხელსაყრელი მატარებლის სადგურის დამსახურებით, მარტივად შეგიძლიათ ახლომდებარე სოფლები, შუასაუკუნოვანი ქალაქები, პრეისტორიული ხელოვნება და მომხიბვლელი კუნძულები სულ რაღაც 2 საათის გზაზე გამოიკვლიოთ.
1. Noirmoutier/ნუარმუტიერი
სამოგზაურო დრო: 1 სთ და 45წთ.
ოცამდე სანაპიროთი, 80 კმ სიგრძის საველოსიპედო ბილიკით და 5 კარგად მონიშნული სალაშქრო გზით, ნუარმუტიერში ყველასთვის გამოინახება რაღაც. ავტობუსები (Ligne 13) ისტორიული ცენტრის სიახლოვეს ჩერდებიან.
2. Pornic/პორნიჩი
სამოგზაურო დრო: 1 სთ და 15 წთ
მიირთვით თბილი ბაგეტი და გაისეირნეთ ქვიან სანაპიროზე ისტორიული ხის სათევზაო სახლებით. ზღაპრული პორნიჩის შატოს ულამაზესი სანაპირო ცვლის ანტიკური ქარის წისქვილებით. ეწვიეთ ციხესი, პორტს და ქალაქის ცენტრს.
3. Le Croisic/კრუასიჩი
სამოგზაურო დრო: 1 სთ და 30 წთ
პარიზელებში პოპულარული ეს ადგილი გუერანდის ნახევარკუნძულის ბოლოში მდებარეობს. მისი ულამაზესი და კოხტა პორტი მოიცავს მაღაზიებს და გემრიელ თევზის თუ კრეპების რესტორნებს. მე-19 საუკუნის შუქურა შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს სანაპიროზე. ნანტიდან აქ მატარებლები პირდაპირ მიდიან.
4. მდინარე ლუარის ტური/The Loire River
სამოგზაურო დრო: 1სთ და 30წთ წრიული ტური ან მთელი დღე
ნანტიდან გამავალი კრუიზები გაგაცნობენ ქალაქის საზღვაო წარსულს და მის ინდუსტრიულ ლანდშაფტებს. თუ დრო გაქვთ აიღეთ მთელი დღის ტური და ეწვიეთ წყლისქვეშა ნავს, ცნობილ გემს და აშ. ნანტიდან კრუიზები გადიან ერნესტ რენოს (Quai Ernest Renaud) ნავსადგურიდან.
5. ვენსი/Vannes
სამოგზაურო დრო: 1 სთ და 30 წთ.
ვენსი მე-15 საუკუნის სახლებით და ავთენტური შუასაუკუნოვანი პორტით იწონებს თავს. მიირთვით ბიუჯეტური ლანჩი ქალაქის კედლების ხედით, რომელიც ნავსადგურს და სანაპიროს გადაჰყურებს. მოინახულეთ ელეგანტური ბაღები და საჭმლის ბაზრობა. ნანტიდან შეგიძლიათ გაყვეთ მატარებელს ან ავტობუსს.
6. Clisson/კლისონი
სამოგზაურო დრო: 30წთ
ნანტიდან კლისონში პირდაპირი მატარებლით ძალიან მალე აღმოჩნდებით და ეგრევე დაივიწყებთ თანამედროვე სამყაროს არსებობას მის ატმოსფეროში ჩაძირვისას. ეს პატარა სოფელი ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. დატკბით ულამაზესი ბაღების და ვილების თვალიერებით.