სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე, ეს ბალტიის ქვეყანა – ლატვია გემრიელი კულინარიით გამოირჩევა. მასზე დიდი გავლენა აქვს მეზობელ ქვეყნებს, თუმცა გაჯერებულია ტრადიციული ელემენტებით. ლატვიური სამზარეულო ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

კიტრის და კომბოსტოს მწნილი

რიგის გასაოცარ გიგანტურ ცენტრალურ ბაზარში გადააწყდებით ხილის და ბოსტნეულის დახლებს. აუცილებლად შეარჩიეთ მჟავე კიტრი და კომბოსტო. ასევე, Sauerkraut – ლატვიის მთავარი ნაწარმია და დამპლინგებს და სუპებს აქ მას ხშირად აყოლებენ.

ჭვავის პურის პუდინგი: Maizes Zupa

ეს გემრიელ და აუცილებელ ლატვიურ დესერტად აღიარებული პუდინგი შეიცავს ჭვავის პურს, ვაშლს, დარიჩინს, კენკრას, კრემს და ქიშმიშს. შავ ჭვავის პურს გაზქურაში აშრობენ იქამდე, სანამ მოხარშავენ და პუდინგის ფორმას მისცემენ.

ბარდა და ბეკონი: Grey Peas

ეს ჯანსაღი და მსუყე ეროვნული კერძი ლატვიაში როგორც წესი, შობაზე მზადდება, რადგანაც ლატვიელებს სწამთ, რომ ბარდის მირთმევას იღბალი და ფული მოაქვს. თუმცა, კაფე-რესტორნების მენიუებში მას ყველგან გადააწყდებით. მას მიირთმევენ ბეკონთან ერთად.

შავი ჭვავის პური

ამბობენ, რომ საშუალოდ ლატვიელები წლის მანძილზე 50 კილოგრამ შავ ჭვავის პურს მოიხმარენ. ტრადიციის მიხედვით, თუ პური შემთხვევით ძირს დავარდა, ის სწრაფად უნდა აიღონ და აკოცონ მას. Rupjmaize – ამ მუქ შავ პურს კარაქთან ერთად მიირთმევენ ხოლმე.

შავი ბალზამი

მართალია ეს კერძი არაა, მაგრამ რიგა არ უნდა დატოვოთ ლატვიური ეროვნული სასმლის დაგემოვნების გარეშე. შავი ბალზამი არაყზე დაფუძნებული ლიქიორია, რომელსაც სხვადასხვა მცენარეული დანამატი აქვს. მათ შორის: წიწაკა, კოჭა, ცაცხვის ყვავილი, მოცვი და ჟოლო. ეს ლეგენდარული სასმელი პირველად ეკატერინე დიდის მუცლის ტკივილის განსაკურნად მოხარშეს, მაშინ როცა ის დროს რიგაში ატარებდა. ის მწარეცაა და ტკბილიც ერთდროულად.

კარტოფილის სალათა: Rasol

რასოლი ლატვიური კატროფილის სალათაა, რომელიც რამდენიმე ფენად მზადდება და ძირითადად, კარტოფილს, ხორცს ან თევზს, მაგრად მოხარშულ კვერცხს და ბოსტნეულს მოიცავს. მას კმაზავენ მაიონეზში ან არაჟანში. სალათა გარკვეულწილად ოლივიეს წააგავს, მაგრამ ლატვიაში მის სხვადასხვა ვარიაციას ამზადებენ.

დამპლინგები

მართალია ეს კერძი ლატვიაში არ შეუქმნიათ, მაგრამ პელმენი რიგაში და ქვეყნის სხვა ქალაქებში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ეს პატარა დამპლინგები უსაფუარო ცომისგან მზადდება და შიგნით ავსებენ ბოსტნეულით, ხორცით ან ყველით. ისინი შეგიძლიათ მიირთვათ ქოთანშიც და შემწვარ მდგომარეობაშიც. დამპლინგებს რიგის ცენტრალურ ბაზარშიც დააგემოვნებთ.

შემწვარი ღორის ხორცის კოტლეტი: Karbonade

ლატვიის ნაციონალური კერძების მენიუში კარბონადე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ის საკმაოდ პოპულარულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. შნიცელის მსგავსად, ღორის ხორცს აბრტყელებენ და შემდეგ წვავენ. როგორც წესი, მიირთმევენ კარტოფილთან და სოკოსთან ერთად.