ხეობებით, მწვერვალებით და მყინვარებით გამორჩეული ვალე შვეიცარიის საკულტო ადგილია. შენი მეგზური გირჩევთ 9 აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს ვალეში და სურვილის შემთხვევაში ტურს სრულიად დაგიგემავთ.
1. ზერმატი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთა ყველა სეზონზე შეძლებს თქვენს მოხიბვლას, როგორც ზაფხულში, ასევე თოვლიან ზამთარში. აუცილებლად იმგზავრეთ სბაგიროთი 360 გრადუსიანი ხედებისთვის.

2. სიონი
ფრანგულენოვანი სიონი შუასაუკუნოვან დრამას აჟღერებს. მოინახულეთ შატოები, დააგემოვნეთ ადგილობრივი თეთრი ღვინო და ილაშქრეთ. მინიატურული არხებით გაიკვალავთ გზებს ვენახებში. ვიზიტის საუკეთესო დროა სექტემბერი, რთველის პერიოდი. ამ დროს გემრიელ კერძებსაც მიირთმევთ.

3. ვერბიერი
ვალეს მორიგი ცნობილი სათხილამურო ქალაქი პატარაა, მაგრამადრენალინის მოყვარულების სამოთხეს წარმოადგენს. აქ დაგხვდებათ საველოსიპედო პარკიც და საბაგირო, რომელიც უმაღლეს მწვერვალზე აგიყვანთ.

4. ვალ დანივიე/Val d’Anniviers
მშვიდ ალპურ სოფლებში სეირნობა, სადაც ლანჩს მატერჰორნის ხედზე მიირთმევთ, ერთი დიდი შვეიცარიული სიამოვნებაა. აქ შეძლებთ თავად გამოაცხოთ პური, დალიოთ ღვინო პირდაპირ მარნიდან და იცურაოთ ტალახის აბაზანებსა თუ მყინვარის წყალში.

5. ალეჩის მყინვარი/Aletsch Glacier
ბუნების ეს საოცრება ალპების ყველაზე გრძელი მყინვარია. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია პოპულარული მიმართულებაა იმ მოგზაურებში, ვისაც მყინვარის დიდებულების ნახვა სურს. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებს, ლაშქრობის დიდი გამოცდილება საჭირო სულაც არაა.

6. ბეთმერალპი/Bettmeralp
აქ მხოლოდ და მხოლოდ საბაგიროთია მოხვედრა შეძლებელი, რონის ველიდან. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე თოვლიან ქუჩებში აღმოჩნდებით და სრიალი დამწყებებსაც და პროფესიონალებსაც შეეძლებათ.

7. ფურკა/Furka Pass
ფურკას უღელტეხილი ჯეიმს ბონდის ფილმით კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ეს გზა შვეიცარიის გამორჩეული ადგილია. გზატკეცილის საკვანძო ადგილია სასტუმრო ბელვედერე, რომელიც ახლა დაკეტილია.

8. მარტინი/Martigny
ეს ვალეს უძველესი ქალაქია, შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილის ცენტრი. აქ ნახავთ რომაულ ამფითეატრს, ტერასულ ვენახებს და შუასაუკუნოვან ცენტრს. მუზეუმში გამოფენილია როდენის და სხვა ოსტატების ნამუშევრები.

9. სიერე
პატარა ქალაქ სიერეს ბევრი ვენახი, ღვინის მუზეუმები და ტბები აქვს. აქ 630 სხვადასხვა სახეობის ღვინოს და მრავალფეროვან ყველის ასორტიმენტს დააგემოვნებთ.











