კატარში გასართობი პარკების დიდი არჩევანია. თუ ამ ქვეყანაში ოჯახთან ერთად მხიარული დროის გატარება გსურთ, ეს აქ აუცილებლად გამოგივათ.

1. გონდოლანია / Gondolania

ევროპის გემო შუა აღმოსავლეთში

გონდოლანია ვილაჯიო მოლში მდებარეობს და გთავაზობთ ვენეციური სტილის გონდოლით გასეირნებას ხელოვნურ არხში. აქ, შუა აღმოსავლეთში იტალიის ატმოსფეროს შეიგრძნობთ. დაგხვდებათ ასევე სხვადასხვა ატრაქციონები. ღიაა ყოველდღე დილიდან ღამის 1 საათამდე.

2. მერიალის წყლის პარკი / Meryal Waterpark

მსოფლიოს უმაღლესი წყლის პარკი

ეს პარკი მშვენიერი ადგილია კატარის სიცხეს რომ გაექცეთ. ის დოჰას ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და კატარის უზარმაზარ წყლის პარკს წარმოადგენს. ღიაა სამშაბათი-კვირა 10-დან 6-მდე.

3. კატარის სათამაშო მექა: Virtuocity

რეგიონის ეს გამორჩეული სათამაშო ჰაბი დოჰაში ყველა თამაშის მოყვარულს იზიდავს. მისი მთავარი თავშესაქცევია ფუტურისტული კოლიზეუმის არენა. გირჩევთ ენიგმას გასაქცევ ოთახს, სადაც ჯგუფს მოსაფიქრებლად 60 წუთი გექნებათ. ღიაა ღამის 12 საათამდე.

4. ცირკის სამყარო/Circus Land

 

ეს ცირკის თემატიკის პარკი ყველა ასაკის ბავშვისთვის აქვს ატრაქციონი. ზრდასრულები კი ვიდეო თამაშებით და სიმულატორებითაც გაერთობიან. ღიაა ყოველდღე საღამოს 10-11 საათამდე.

5. Angry Birds World

ეს პარკი ამ თამაშის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. აქ დაგხვდებათ გარე და შიდა სათამაშო სივრცეები, ასევე კვების ობიექტები.

6. Snow Dunes

ეს არაბული ზამთრის საოცრებათა სამყაროაა. ის კატარის პირველი დახურული თოვლის ცენტრია. შუა აღმოსავლეთისთვის თოვლი ბუნებრივად უცხოა, ამიტომაც ეს ცენტრი საშუალებას მოგცემთ ზამთრის სპორტით მაქსიმალურად რეალისტურად დაკავდეთ.

7. KidZania

ეს თემატური პარკი ძირითადად 1-14 წლის ბავშვების გასართობებს გვთავაზობს. ის მათ განათლებაზეც ზრუნავს და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მათ ენაზე აწვდის. აქ ბავშვები სხვადასხვა პროფესიების შესახებ შეიტყობენ, ასევე ისეთი აქტივობების შესახებ, რაც მათ როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს მომავალში გამოადგებათ. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

8. Bounce Inc

ეს თემატური პარკი ჯანსაღი ცხოვრების წესზე ფოკუსირდება. მთავარი თავშესაქცევია ბატუტების დარბაზი, სადაც ზრდასრულებიც სიამოვნებით ერთობიან.

9. პარკი ბალადნა

ბალადნას პარკში კატარის ერთ0ერთი უდიდესი ფერმა მდებარეობს და ბავშვებს საშუალებას აძლევს ფერმაში ცხოველებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესი გამოსცადონ.