დუბაის საუკეთესო სანაპიროები ქალაქის გასწვრივ მდებარეობენ და ზოგიერთი ხელოვნურ კუნძულებს იკავებენ. დედამიწაზე ცოტა ადგილმა თუ განიცადა ამგვარი ტრანსფორმაცია უახლოესი ისტორიის მანძილზე. ეს საოცარი სანაპიროები საკულტო შენობებთან თანამედროვე სატრანსპორტო ხაზებით არიან დაკავშირებულები.

Al Mamzar Beach Park – ალ მამზარის სანაპირო პარკი

ეს დუბაის ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის სანაპიროა. სანაპირო პარკში შესასვლელად მცირე გადასახადია დაწესებული, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. აქ უამრავი თავშესაქცევია, მათ შორის სანაპირო და წყლის სპორტის მრავალფეროვნება. ორშაბათი და ოთხშაბათი აქ “ქალების დღეა” და ამ დროს სანაპიროზე მხოლოდ ქალები და 4 წლამდე ბავშვები არიან.

White Beach – თეთრი სანაპირო

ეს რბილი ქვიშის სანაპირო ხელოვნურ კუნძულთან, პალმ ჯუმეირასთან მდებარეობს. მის მდდირულ კლუბში დაგხვდებათ აუზი და ქოლგები. აქედან გადაშლილი ხედები ნამდვილად განსაკუთრებულია.

Jumeirah Beach – ჯუმეირას სანაპირო

ჯუმეირა ხელოვნურად მოწყობილი სანაპიროა დუბაის დაუნთაუნში. აქ ოკეანე თითქოს კუნძულის მიერაა დატყვევებული და მშვიდი არაბული ყურე უსაფრთხო ადგილს ქმნის მცირეწლოვანი დამსვენებლებისთვისაც. უიქენდებზე სანაპირო საკმაოდ დატვირთულია.

Sunset Beach – სანსეტ სანაპირო

ამ სანაპიროს სახელიც მეტყველებს იმაზე, რომ აქ საღამოსკენ უნდა მოხვიდეთ და მზის ჩასვლის ყურებით დატკბეთ. ამ დროს მზის ჩასვლის ფერები არაბულ ყურეში საოცარი გრადაციით იცვლებიან.

JBR Beach – ჯბრ სანაპირო

ეს არის სანაპირო ქალაქის ცენტრში, დუბაის ბულვართან. ის საფეხმავლო დისტანციაზეა დუბაის პოპულარული ღირსშესანიშნაობებიდან. თუ სანაპიროს ხელსაყრელი მდებარეობა თქვენთვის პრიორიტეტია, ეს სანაპირო თქვენთვისაა. მეტროს სადგურიდან რამდენიმე წუთში აქ ამოყოფთ თავს.

Kite Beach – კიტის სანაპირო

ეს სანაპირო საუკეთესოა თუ კიტსერფინგის სწავლა გსურთ დუბაიში. აქ შეგიძლიათ შეუერთდეთ დამწყებთა კლასებს და შეისწავლოთ ეს სპორტის სახეობა.

Al Sufouh Black Palace Beach/ალ სუფუს შავი სანაპირო

ეს სანაპირო სამეფო სასახლეებითაა გარშემორტყმული და მას სასახლის სანაპიროსაც უწოდებენ. ის მაინც საჯარო სივრცეა და აქ უფასოდ მოხვდებით. ალ სუფუზე რბილი ოქროსფერი ქვიშაა, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ დაგხვდებათ. თუ დდიხანს აპირებთ ყოფნას, საგზალი თან წაიღეთ. მზის ჩასვლა ბურჯ ალ არაბის ხედებზე გასაოცრად ლამაზია.

Mercato Beach/მერკატოს სანაპირო

ეს სანაპირო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე სხვა სანაპირო ზოლები დუბაიში. ამიტომაც, მას სიმშვიდისთვის მოაკითხეთ. გამოსაცვლელი ოთახები აქ უფასოა. სარელაქსაციო ატმოსფეროს გაგიუმჯობესებთ კაფე-ბარებიც.

La Mer Beach/ ლა მერი

ამ ხელოვნური სანაპიროს გარშემო ბევრი ღირსშესანიშნაობაა. ლა მერი დუბაის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა ხეებით, რომლებიც ჩრდილს ქმნიან. აქ დაგხვდებათ საბავშვო გასართობი სივრცე, კატერების ქირაობა, სავაჭრო ცენტრი და კინოთეატრი.