კატარში ხელოვნება უყვართ. ფაქტობრივად, ის მსოფლიოს უდიდესი თანამედროვე ხელოვნების შემსყიდველია. კატარის საუკეთესო გალერეები და მუზეუმები ქვეყნის მდიდარ ისტორიაზე გვიყვებიან. ამ ქვეყნის ხელოვნება შთაგონებულია როგორც ტრადიციებით, ასევე უცხოური კულტურებით. შედეგად, კატარი შუა აღმოსავლეთის კულტურულ ცენტრად ყალიბდება.
1. მშეირების მუზეუმი/Msheireb Museums
ეს მუზეუმი დოჰას ისტორიას პატარა სათევზაო სოფლად წარმოგვიდგენს. დედაქალაქის ძველ ნაწილში 3 ისტორიული შენობა მდებარეობს, რომელიც ერთად მშეირებს ქმნიან. თითოეული ნაგებობა კატარის ისტორიის სხვადასხვა ასპექტზე ფოკუსირდება: ანტიკური არტეფაქტები, ტრადიციები, ნავთობის აღმოჩენა თუ არაბული ყურის ქვეყნების განვითარება. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.
2. კატარის ეროვნული მუზეუმი
კატარის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის შთამბეჭდავ ისტორიას გვიზიარებს. წყლის ნაპირებთან მდებარე ეს არქეოლოგიური საოცრება ცოცხალი ადგილია ბრწყინვალე ხედებით სანაპიროზე. ის წარმოგვიდგენს კატარის ისტორიის დასაწყისს, ცხოვრებას და თანამედროვე ისტორიას. მის პარკში კატარის გადაშენების პირას მყოფ მცენარეებსაც გაეცნობით.
3. ისლამური ხელოვნების მუზეუმი
ამ მუზეუმში ისლამური კულტურის 1400 წელია თავმოყრილი. აქ ტრადიცია თანამედროვეობას ხვდება. დოჰას ეს საკულტო შენობა წყლის პირას მდებარეობს და ხელოვნების და ისლამის კავშირს წარმოგვიდგენს. აქ ასევე მდებარეობს ბიბლიოთეკა 15000-მდე იშვიათი მანუსკრუპტით.
4. მატჰაბი/Mathaf
თანამედროვე ხელოვნების არაბული მუზეუმი არაბული ხელოვნების მსოფლიო დონის კოლექციებს წარმოგვიდგენს. გიდის ტური უფასოა. ასევე, უფასოა მუზეუმის კერძო ავტობუსები.
5. კატარას ხელოვნების ცენტრი/Katara
კატარას ხელოვნების ცენტრი კულტურული ჰაბია, რომელიც შეისწავლის ხელოვნებას მისი ტრადიციული ფორმის მიღმა. კატარას კულტურის სოფელი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს წარმოგვიდგენს. ღონისძიებებითა და პროექტებით ის ეხმარება არაბულ რეგიონში მცხოვრებ არტირტებს საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაციაში. დაკეტილია პარასკეობით.
6. შეიხ ფაისალ ბინ ქასიმის მუზეუმი/Sheikh Faisal Bin Qassim Al Thani Museum
ეს მუზეუმი კატარის გავლენიანი ბიზნესმენის პირად ხელოვნების კოლექციებს წარმოგვიდგენს. უნიკალური ექსტერიერის მიღმა უდიდესი ისტორია იმალება. აქ ნახავთ ისლამური ხელოვნების ნივთებს, მონეტებს, ავტომობილებს და სხვა საგანძურს. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.
7. ვირჯინიას უნივერსიტეტის კატარის გალერეა/Virginia Commonwealth University Qatar Gallery
ეს პრესტიჟული გალერეა უნივერსიტეტის კამპუსში მდებარეობს. ის მოიცავს საერთაშორისო არტისტების და სტუდენტების ხელოვნების ნიმუშებს. ღიაა ყოველდღე პარასკევის გარდა.
8. Fire Station Artist in Residence
კატარის ეს მუხეუმი დოჰას ერთ-ერთი მთავარი ხელოვნების ჰაბია. აქ ავანგარდული ნამუშევრებია წარმოდგენილი. წყნარი ხედების ფონზე ისიამოვნებთ მისი კაფის სივრცითაც.
9. ანიმა გალერეა.Anima Gallery
ეს კატარის მორიგი თანამედროვე გამოფენაა, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს და წარმოგვიდგენს მხატვრობას, სკულპტურებს და პრინტს. აქვს ასევე დასასვენებელი და საკვები სივრცე – ანიმა ლაუნჯი.