აღმოაჩინეთ საპორტო ქალაქი ტრაპანი, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი იყო და დღეს სიცილიის დასავლეთში გამორჩეულ სანაპირო მიმართულებად იქცა. მართალია ვიზიტორების უმეტესობა აქ მეზობელი კუნძულებიდან მხოლოდ 1 დღის გასატარებლად ჩამოდის, მაგრამ ამ ქალაქში ბევრი ფანტასტიკური სანაპირო და საყვარელი ძველი ცენტრია სავსე ტაძრებით, სახლებით და რესტორნებით. სიცილიური ცხოვრების ეს მშვიდი ადგილმდებარეობა სარელაქსაციოდ საუკეთესო მიმართულებაა. ბორნები ახლომდებარე ღირსშესანიშნაობებთან აქტიურად დადიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ აქ ბევრი საუცხოო თევზის რესტორანია.

1. გაისეირნეთ ტრაპანის ისტორიული ცენტრში

Centro Storico Trapani – ვიწრო ქუჩების ერთობლიობაა იტალიური ტრადიციული სახლებით. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ეს ისტორიული უბანი ტურისტულად დატვირთული არაა, რადგანაც აქ ხალხის უმეტესობა უბრლოდ ბორანზე გადასაჯდომად ან სანაპიროზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ დატკბებით ავთენტური ატმოსფეროთი ხალხმრავლობის გარეშე.

რას მოინახულებთ ტრაპანის ისტორიულ ცენტრში:

  • Chiesa delle Anime Sante del Purgatorio – ეს შთამბეჭდავი ეკლესია ბაროკოს ფასადით და ულამაზესი გუმბათით აუცილებლად მოსანახულებელია. ის ცნობილია მისტიკური პროცესებით, მაგალითად რელიგიური ფესტივალით, რომელიც აღდგომაზე ტარდებოდა. ამ დროს სკულპტურებს მთელ ქალაქში ჩამოატარებდნენ და შემდეგ ეკლესიაში მიჰქონდათ.

  • სან ლორენცოს კათედრალი – ეწვიეთ ამ მორიგ ულამაზეს ტაძარს თავისი მომხიბვლელი ფასადით და გიგანტური თაღებით.
  • Palazzo della Giudecca – ეს ანტიკური სასახლე მე-14 საუკუნეში აშენდა. იხილეთ მისი უნიკალური კოშკურა და მწვანე ეზო.
  • Bastione Conca – ეს გრძელი ბულვარია სანაპიროს გასწვრივ და მშვენიერი ადგილია მზის ჩასვლის სანახავად.

  • სატურნის შადრევანი – ეს ულამაზესი შადრევანი ტერაკოტას შენობებითაა გარშემორტყმული. მითიური ლეგენდის თანახმად, სწორედ ღმერთი სატურნია ტრაპანის დამაარსებელი.
  • ვია გარიბალდი – ეს ისტორიული ცენტრის მთავარი ქუჩაა, სადაც იტალიურ ხელოვნებას შეაფასებთ და ბარ-რესტორნებში დასხდებით.
  • Piazza Mercato del Pesce – ეს ადგილობრივი თევზის ბაზრობა ქალაქის პორტთან მდებარეობს. მიდით დილით და დააგემოვნეთ ახალდაჭერილი თევზი.

2. ეწვიეთ მარილის ჭაობს

ტრაპანიში რომაული პერიოდის გასაოცარ მარილის დაბლობს აღმოაჩენთ, საიდანაც მარილს ძალიან დიდი ხანია რაც მოიპოვებდნენ. თუ გიდის ტურებს შეუერთდებით, პროცესის შესახებ მეტს შეიტყობთ. ეს ულამაზესი ფერადი ველი თეთრ, ვარდისფერ და ნარინჯისფერ ფერებში ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. აქ ასევე უნიკალური ჯიშის ჩიტებიც ბინადრობენ. ნავის ტურების ღირებულებაა 16 ევრო. ისინი ყოველ ნახევარ საათში დადიან.

Salt Marshes, province of Trapani, Sicily.

3. გამოიკვლიეთ ეგადის კუნძულები

ბევრი ადამიანი სტუმრობს ტრაპანის იმ მიზეზით, რომ მის სამოთხის მსგავს ეგადის კუნძულები მოინახულოს. ეს იტალიის კარგად შენახული საიდუმლოებაა. აქ სამი მთავარი კუნძულია: ფავინანა (Favignana), ლევანზო (Levanzo) და მარეტიმო (Marettimo). თითოეულ მათგანს ამშვენებს დრამატული კლდეები, მთის ლანდშაფტი და ცისფერი, კრისტალივით სუფთა წყალი.

ეგადის კუნძულებზე მოსახვედრად გაყევით ბორანს ტრაპანიდან, რომელსაც სულ რაღაც 30 წთ სჭირდება, ან შეუერთდით ორგანიზებულ ტურებს. იცოდეთ, რომ თუ ზაფხული არაა, ბევრი სასტუმრო და რესტორანი დაკეტილი იქნება.

4. ლო ზინგაროს ბუნების ნაკრძალი

Lo Zingaro Nature Reserve – აქ სუნთქვაშემკვრელი ბუნების სილამაზე დაგხვდებათ. შეგიძლიათ დალაშქროთ მისი ბილიკები და სანაპიროები. საუკეთესო მათგანებია: Cala dell Uzzo, Cala Marinella, და Cala Capreria. მათ გამოქვაბულებს კიბეებით გამოიკვლევთ. აქაც ნავის ტურებით შეგძლებთ მოხვედრას. პარკში შესვლის ღირებულებაა 5 ევრო. ოქტომბრიდან მარტამდე ღიაა მხოლოდ დღის 4 საათამდე, აპრილიდან სექტემბრამდე კი დილის 7-დან საღამოს 7-მდე.

5. დაათვალიერეთ სკოპელო

Scopello – ანტიკური წყლისპირა სოფელია, სიცილიის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. აქ საოცრად სუფთა წყალი, ქვის ლამაზი ფორმაციები და ღია ცის ქვეშ მუზეუმი მდებარეობს. სკოპელო ცნობილია თინუსზე თევზაობით და მუზეუმშიც სპეციალურ სათევზაო ნავებს და მეთევზეების ისტორიებს შეიტყობთ. ეწვიეთ სკოპელოს სანაპიროსაც, სადაც სრულ რელაქსაციას შეძლებთ. ზაფხულში დატკბებით სასიამოვნო წყლით და განსხვავებული ხედებით.

6. გაისეირნეთ სან ვიტო ლო კაპოზე

San Vito Lo Capo – სათევზაო სოფელია, რომელიც ცნობილი თეთრი ნაპირების გამო კურორტადაც იქცა და დღეს იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. ეს ადგილი ზაფხულში ცურვისთვის ნამდვილი სამოთხეა და სიციალიაში გამორჩეული ხედებითაც გამოირჩევა.

7. იხილეთ საგესტას საყდარი

Temple of Segesta – ანტიკური ბერძნული საყდარია, რომელიც დღეს საუკეთესოდაა შემონახული და მთიდან ველურ ბუნებას გადმოჰყურებს. უცნაურია იტალიაში ბერძნული საყდრის აღმოჩენა, თუმცა ის ბერძენმა არქიტექტორმა დააპროექტა. შესვლის ღირებულებაა 8 ევრო.

8. ადით ერიჩიზე

Erice – შუასაუკუნოვანი სოფელია, რომელიც ერიჩის მთიდან გადმოჰყურებს. ის ერთ დროს სიცილიაზე ძალიან პოპულარული ქალაქი იყო, ცნობილი მისი მაგიური სასახლით და ბაღებით. იქ საბაგიროთი მოხვდებით სულ რაღაც 10 წუთში და ფანტასტიკურ ხედებს იხილავთ.

9. იმოგზაურეთ სან კატალდოზე

Bunker de San Cataldo – სიცილიაზე კიდევ ერთი უნიკალური ადგილია ტრაპანისთან ახლოს. ეს ანტიკური მიტოვებული ბუნკერი მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა. დღეს მშვენიერი ადგილია სარელაქსაციოდ. აქ მოსახვედრად ტრაპანიში შეგიძლიათ მანქანა იქირაოთ. ახლოს მდებარეობს სანაპირო სახელად: Caletta di Paternella.

საუკეთესო კაფე-რესტორნები

ტრაპანი ცნობილია ზღვის პროდუქტების კერძებით. ჩვენ აქ რამდენიმე საკვებ ობიექტს გირჩევთ:

  • La Bettolaccia
  • Taverna dei corsari
  • Botteghelle Enoteca
  • Antichi Sapori
  • Al Vicoletto
  • II Brucaliffo
  • La Santa Muerte
  • La Tavernetta
  • La Pergola
  • Al Solito Posto