გლამურული კაზინოები, საოცარი ლაივ შოუები, ლამაზი ლანდშაფტები – ლას ვეგასში ბევრი თავშესაქცევი და გასართობია. შენი მეგზური რამდენიმე საუკეთესო აქტივობას გირჩევთ:

დატკბით ხელოვნების უბნის კრეატიულობით

ქალაქში, სადაც კრეატიულობა ყვავის, ლას ვეგასის ხელოვნების უბანი მთავარი ჰაბია. აქ ტალანტები ბრწყინავენ. აღმოაჩინეთ ხელოვნების ქარხანა, მასიური შენობა რამდენიმე გალერეით, თეატრით და ბარებით. თუ აქ თვის პირველ პარასკევს ხართ, ქუჩის ფესტივალს გამოცდით, ადგილობრივი მუსიკოსებით და გემრიელი საკვებით.

აღმოაჩინეთ უნიკალური ისტორია მის რომელიმე მუზეუმში

ლას-ვეგასში მდებარეობს ატომური მუზეუმი, ეროტიკული მემკვიდრეობის მუზეუმი და რაც მთავარია ნეონის მუზეუმი, სადაც დაახლოებით 200 განათებული ნეონია, რომლებიც ქალაქის ისტორიას გვიყვებიან.

გაერთეთ ილუმინაციებით და ქუჩის შემსრულებლებით ფრემონტის ქუჩაზე

ფრემონტი ძველი ვეგასის ცოცხალი არტერიაა, ნეონებით და ვიდეო-ინსტალაციებით. აქ ლას-ვეგასის პირველი კაზინო გაიხსნა “ოქროს კარიბჭე” რომელიც ისევ აქაა. ქუჩის სხვადასხვა კუთხეში ქუჩის პერფორმერები შეგხვდებიან და ფოტოს გადაღებისთვის ბევრ ლამაზ ადგილს აღმოაჩენთ.

ჩაინათაუნი

ჩაინათაუნი რაღაც უნიკალურს და განსხვავებულს გთავაზობთ. აქ საოჯახო რესტორნები, სუპერმარკეტები და სპა დაწესებულებებია ჩამწკრივებული. გირჩევთ აქ გემრიელად მირთმევას.

ეწვიეთ ადგილობრივ კაზინოს

ლას ვეგასის დაუნთაუნში შედარებით იაფი კაზინოებია, სადაც სხვა თავშესაქცევებსაც შეხვდებით. მათ შორისაა უზარმაზარი აკვარიუმი და ქალთევზების შოუ. გირჩევთ სილვერტონ კაზინოს და დურანგოს.

გადით ქალაქიდან ლამაზი ლანდშაფტებისთვის

ლას ვეგასში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება წითელი ქვის კანიონის ხილვაა. მზად იყავით კილომეტრნახევრიანი სალაშქრო გზისთვის, რომლის დროსაც შთამბეჭდავ წითელ ქვის ფორმაციებს დაათვალიერებთ.

იხილეთ უდაბნო

კაზინოებამდე, ვეგასში მილიონ ვიზიტორს სწორედ ეს ადგილი იზიდავდა. Springs Preserve ნამდვილი უდაბნოს ბაღის ოაზისია, სადაც განსაკუთრებულ გამოცდილებას შეიძენთ.

გადმოხედეთ ვეგასს ჩიტის სიმაღლიდან

თუ სიმაღლის არ გეშინიათ, ან მზად ხართ ეს ფობია დაძლიოთ, ადით ლას ვეგასის ეშმაკის ბორბალზე, რომელიც აშშ-ს უდიდესი გადმოსახედი ბორბალია. თვალწინ 360 გრადუსიანი ხედები გადაგეშლებათ.

ისიამოვნეთ შადრევნის ცეკვით ბელაჯიოში

ლას ვეგასის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობაა ბელაჯიოს შადრევნები. წყლის შოუ აქ წლის მანძილზე ყოველდღეა წარმოდგენილი. ეს ვეგასის ყველაზე ცნობილი უფასო აქტივობაა, ამასთან საკმაოდ შთამბეჭდავი.