ჯიმბარანში ულამაზესი კლდეები, ბალის საუკეთესო სერფინგ ლოკაციები და თვალუწვდენელი სანაპირო ზოლები ერთიანდება. ის სათავგადასავლო მოგზაურებისთვის ნამდვილი სამოთხეა. შენი მეგზური ბალიზე დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.

შენი მეგზური:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18

გარუდა ვიშნუ/Garuda Wisnu Kencana

ეს კულტურული პარკი უნგასანის მთებზეა გაშენებული და მასზე გიგანტური ჰინდუს ღმერთის, ვიშნუს ქანდაკება მდებარეობს. 121 მ. სიმაღლის მონუმენტი სამხრეთ აზიის ერთ-ერთი უმაღლესი ძეგლია.

ბალანგანის სანაპირო/Balangan Beach

ბალანგანი სერფინგის მოყვარულებს ძალიან უყვართ. აქ შეგიძლიათ საკვებ-სასმელიც შეიძინოთ. ცნობილია ულამაზესი მზის ჩასვლებით. მთის ბილიკით მაღალ გადმოსახედზე თუ ახვალთ, ბალანგანის სანაპიროს ზემოდან დახედავთ.

ბინგინის სანაპირო/Bingin Beach

ბინგინი ბალის კიდევ ერთი გამორჩეული სერფინგის ადგილია, სადაც მშვიდი და სარელაქსაციო ატმოსფეროთი დატკბებით. თეთრი ქვიშის სანაპირო ზოლის სილამაზით მოხიბლულებს შეგიძლიათ მთიან ტერასებზე ახვიდეთ და ჩიტის სიმაღლიდან გადმოიხედოთ.

დრიმლენდის სანაპირო/Dreamland Beach

დრიმლენდი პირველი ფარული სანაპირო იყო ბალიზედ, რომელმაც ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა. ყოველ წელს აქ “ტალღებთან მოთამაშეები” ჩამოდიან.

მწვანე სანაპირო/Green Bowl Beach

ეს ბალის კიდევ ერთი ფარული მარგალიტია. ეს 30 მეტრიალი სანაპირო ზოლი თეთრი ქვიშით 75 მ. სიმაღლის კლდის ქვეშ მდებარეობს. სანაპიროზე მოსახვედრად კლდიდან უნდა დაეშვათ.

ჯენგალა კერამიკი/Jenggala Keramik

ჯენგალა კერამიკი ბალის ლეგენდარული კერამიკის მწარმოებელია. აქ კერამიკული ხელოვნების მდიდარ კოლექციას ნახავთ და გალერეაში კერამიკის გამოფენას დაათვალიერებთ. ღიაა დილის 8-დან საღამოს 8-მდე.

აკვაპარკი/New Kuta Green Park

კუტას მწვანე პარკი დრიმლენდის სანაპიროდან 15 წუთის ფეხით სავალ გზაზეა. ეს უნიკალური რეკრეაციული ზონა უამრავ გასართობს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ საბავშვო სივრცეები და წყლის ატრაქციონები. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ტეგალ ვანგის სანაპირო/Tegal Wangi Beach

ამ სანაპიროზე ყოფნისთვის დღის საუკეთესო დროა მზის ჩასვლის წინ, საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე. ამ ულამაზეს ნაპირზე დაგხვდებათ პატარა აუზებიც.

კედონგანანის თევზის ბაზრობა/Kedonganan Fish Market

ამ თევზის ბაზარში ახლად დაჭერილი თევზები სამხრეთ ბალიდან მოჰყავთ. ის ბალის ერთ-ერთი უდიდესი ზღვის პროდუქტების ბაზრობაა. ღიაა გამთენიიდან საღამოს 9 საათამდე.