თუ ტროპიკულ კუნძულზე გსურთ დასვენება, ჰავაი თეთრ ქვიშიანი სანაპიროებით, ლამაზი მზის ჩასვლებით და პალმის ხეებით გეპატიჟებათ. ის მშვენიერი მიმართულებაა მრავალფეროვანი ლანდშაფტით და გემრიელი ტროპიკული ხილით, რომლებსაც ფერმერები ბაზრობებზე ყიდიან. იცურავეთ კლდეებს შორის და გამოსცადეთ სერფინგი ამ სპორტის დაბადების ადგილას.

1. სერფინგი

სერფინგი ჰავაის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ მისი შესრულების ტექნიკა. დამწყებთათვის შედარებით პატარა ტალღები კიჰეიშია.

2. ცურვა სკაროსებთან ერთად

ჰავაის დაივინგის და სნორკელინგის შესაძლებლობები ფენომენალურია. აქ ფერად ტროპიკულ რიფებს და მწვანე წყლის კუებს იხილავთ. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავია სკაროსები, რომლებსაც ჰავაის დიდ კუნძულზე იხილავთ.

3. წყლის კუები კაუიზე

ყოველ საღამოს მზის ჩასვლისას, კაუიზე მწვანე წყლის კუებს აღმოაჩენთ. ღამით აქ ასობით კუს ითვლიან. რეკომენდირებულია მათთან 3 მ დისტანციის დაცვა.

4. მაუიზე კანოეთი გაცურვა

ჰავაიზე აუცილებლად უნდა გაისეირნოთ კანოეთი, მისი მართვის გამოცდილება აუცილებელი არაა. წყალში ყოფნისას უბრალოდ მოუსმინეთ ინსტრუქტორს და გზად დაინახავთ წყლის კუებს, დელფინებს, ფერად თევზებს და შესაძლოა ზვიგენებსაც კი.

5. ჰავაის ბრწყინვალე სანაპიროები

ჰავაის ბევრი ისეთი ლამაზი სანაპირო აქვს, სადაც ყოფნა არ მოგწყინდებათ. უმრავლესობა ნაკლებადაა დატვირთული, შეგხვდებათ საპიკნიკო მაგიდები პალმების ჩრდილში და ბუნებრივი აუზები.

6. “სადილი ფერმიდან მაგიდაზე”

ჰავაიზე სხვადასხვა მოსავლისთვის იდილიური პირობებია შექმნილი. მაგალითად, აქ ხარობს ყავა და ტროპიკული ხილი, კაკაო და ლავანდა. ჰავაის მშვენიერი ფერმები ახალ კერძებს პირდაპირ თქვენ მაგიდაზე გამოგზავნიან. ადგილობრივი რესტორნები იყენებენ ადგილობრივ ინგრედიენტებს.

7. ჰონოლულუს ჩაინათაუნი და ბოტანიკური ბაღები

ჰონოლულუს ისტორიული კომერციული უბანი შესანიშნავ რესტორნებს და ხელოვნების ატმოსფეროს წარმოგვიდგენს. მოინახულეთ მე-19 საუკუნის ბოტანიკური ბაღიც. გირჩევთ ჰავაის თეატრში პერფორმანსზე დასწრებასაც.

8. ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში ორი აქტიური ვულკანია: კილაუეა და მაუნა ლოა. ვულკანური აქტივობების შესახებ ინფორმაციას მათ ოფიციალურ ვებსაიტზე შეიტყობთ. მაგრამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ამ დაცულ ტერიტორიაზე უფრო მეტ რამეს ნახავთ, ვიდრე ამოფრქვევებია.

9. ლაშქრობა მაუიში

შეუერთდით ადგილობრივ გიდებს მაუის გამოსაკვლევად. მოინახულეთ ჩანჩქერები, ბამბუკის ტყეები და ტროპიკული ჯუნგლები ჰალეაკალას ეროვნულ პარკში. გიდები გაგაცნობენ ჰავაის კულტურას, ისტორიას და ტრადიციულ ჰავაურ გაჯანსაღებას.