ჩრდილოეთ მაკედონია ანტიკური ქალაქების, ლამაზი მთების და მდიდრული ტყეების სამშობლოა. ეს ქვეყანა ევროპის შთამბეჭდავი მთაგრეხილების და ტბების არეალში მდებარეობს და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა.

ოჰრიდი

ეს მაკედონიის ცნობილი ულამაზესი ტურისტული მიმართულებაა. ის მოგზაურების აღტაცებას მთელი მსოფლიოდან იწვევს. ალბანეთის საზღვართან მდებარე ქალაქში წყნარი ოჰრიდის ტბა მდებარეობს, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა თავისი მრავალფეროვანი ეკოსისტემის წყალობით. ეს ისტორიული, თუმცა ამავდროულად თანამედროვე ქალაქი, ბრწყინვალე არქიტექტურით და დიდი ციხესიმაგრითაც დაიკვეხნის, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება. ოჰრიდში წვრილი ქვაფენილიანი ქუჩები დაგხვდებათ ფორთოხლისფერი სახურავებიანი სახლებით, მყუდრო რესტორნებით და ბარებით. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ ანტიკური ეკლესიები და თეატრი.

ბეროვო

ეს პატარა, ულამაზესი ქალაქი მალესევოს მთების ქვეშ მდებარეობს, ბეროვოს ტბასთან. ბუნების მოყვარულთათვის და მოლაშქრეებისთვის ეს ულამაზესი მიმართულებაა. სიმწვანის და სიმშვიდის მსურველებს ბეროვო ნამდვილად ასიამოვნებს და სარელაქსაციო დასვენებას მოუწყობს. ის პატარა ქალაქია თუმცა ბევრი სანახავით გამოირჩევა: უძველესი მონასტრით, ბეროვოს მუზეუმით, საინტერესო არტეფაქტებით. გაიყოლეთ თან ან დააგემოვნეთ მაინც ბეროვოს ავთენტური თეთრი ყველი.

სკოპიე

მაკედონიის დედაქალაქი  სკოპიე ეკლექტური სტილით და ურბანული სილამაზით გამოირჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონი ჩვენი წელთაღრიცხვიდან დასახლებულია, სკოპიეს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ შეხვდებით არქიტექტურას ოტომანების პერიოდიდან და 200 სკულპტურას მიმოფანტულს მთელ ქალაქში. ქალაქის ძველი ბაზარი ვარდარის მდინარეზე, სკოპიეს კომერციული ჰაბია, სავაჭრო ცენტრი. დაათვალიერეთ პატარა მაღაზიები, სადაც უამრავ სხვადასხვა ნივთს იხილავთ.

გალიჩნიკი

ისტორიის მოყვარულებს ჩრ. მაკედონიის ეს ქალაქიც დააინტერესებთ. ის შუასაუკუნეებით თარიღდება და საინტერესო კულტურას და ტრადიციულ სასოფლო ცხოვრებას აერთიანებს. ეს მთის სოფელი ცნობილია ორიგინალური არქიტექტურით და ანტიკური ამფითეატრით. ყოველწლიურად აქ საქორწილო ფესტივალი ეწყობა, რომელიც ამ ცერემონიის ადგილობრივ ტრადიციებს წარმოგვიდგენს.

სტრუგა

ეს მყუდრო ქალაქი ტბის სიახლოვეს მდებარეობს და ტურისტები მას ნაკლებად სტუმრობენ. სტრუგა უძველესი დროიდან ქვეყნის კომერციული ჰაბია. ქალაქს მდინარისპირა ატმოსფერო აქვს ამსტერდამის მსგავსად, რადგანაც მდინარე დრინი სტრუგას ორ ნაწილად ყოფს. მის სანაპიროებზე ბევრი სასიამოვნო კაფე-ბარი მდებარეობს.

შტობი

ეს ანტიკური სოფელი დიდი ხანია დასახლებული არაა, მაგრამ მაკედონიაში ჩამსვლელი ვიზიტორებისთვის საინტერესო მიმართულებაა. ის ჩვ. წ-მდე რომაული პროვინცია იყო, მდიდრული და საუკეთესოდ განვითარებული ქალაქი ქვეყანაში. დღეს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნასახლარია, სასახლეების, ქუჩების და ეკლესიების ნანგრევებით. შემონახულია ათასობით წლის მოზაიკის კედელიც. გამოიკვლიეთ წარსულის საიდუმლოებები და ისადილეთ ადგილობრივ რესტორნებში.

კრატოვო

ვულკანის კრატერის სიახლოვეს მდებარე ეს პატარა ქალაქი მთებით და ლამაზი ქვის შენობებითაა გარშემორტყმული. მისი ქუჩები მაკედონიის შარმს წარმოგვიდგენენ. აქ ბევრი ანტიკური ხიდი და შთამბეჭდავი ლანდშაფტია. ქალაქის მთავარი მოედნიდან პანორამული ხედებით დატკბებით.

მავროვო

მავროვოც ცნობილია ამავე სახელწოდების ტბით და მავროვოს ეროვნული პარკით, რომელიც ქვეყნის უდიდესი პარკია. აქ ბევრი ჩანჩქერი, ტყეები და მთეებია. ბუნებაში ლაშქრობის მოყვარულებს ეს მიმართულება ნამდვილად მოეწონებათ. ზამთარში ის სათხილამურო კურორტად იქცევა. შეგიძლიათ მას ერთი დღით ეწვიოთ, დასხდეთ კაფეტერიებში და დატკბეთ ბუნებით.

ტეტოვო

ბრინჯაოს ხანაში ჩამოყალიბებული ეს ქალაქი მაკედონიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. ტეტოვო ესთეტიკური აღქმისთვის ძალიან ლამაზი დასახლებაა, უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურით. აქ საუბრობენ ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად.