კითხეთ ნებისმიერს, ვისაც ტოსკანაში უმოგზაურია, თუ რომელმა ქალაქმა მოხიბლათ ამ რეგიონში ყველაზე მეტად. მათი უმეტესობა სიენას გიპასუხებთ. ამ ფაქტს ბევრი მიზეზი ხსნის: ის რომანტიკული, შუასაუკუნოვანი შენობებით სავსე და ტურისტებით ნაკლებად დატვირთული ქალაქია. ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ მას აუცილებლად:
-
იმიტომ, რომ შეისწავლოთ ძველი ქალაქი
სიენას დიდი ისტორია აქვს. ეტრუსკების პერიოდიდან მოყოლებული, შუასაუკუნეების მანძილზე მუდამ ვითარდებოდა. ეწვიეთ ქალაქის გარშემო არსებულ მთებს, თუ გსურთ ყველაფერი ერთბაშად დაინახოთ. აქედან უნიკალური ქალაქის ხედები მოსჩანს, მონუმენტებით, სასახლეებითა და ტაძრებით. სიენა იტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

-
იმიტომ, რომ ისიამოვნოთ პიაცა დელ კამპოთი
პიაცა დელ კამპო სიენას გულია – უზარმაზარი სივრცე, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უდიდესი შუასაუკუნეების დროინდელი მოედანია. დალიეთ ყავა რომელიმე კაფეში და დატკბით აქაური გარემოთი.

-
იმიტომ, რომ ეწვიოთ გასაოცარ კათედრალს
იტალია ბევრი შთამბეჭდავი ეკლესიის ქვეყანაა, მაგრამ დუომო დი სიენა მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. გარედან ბრწყინვალე გოთიკური ექსტერიერი მოგხიბლავთ, ინტერიერში კი მოზაიკით გაფორმებული იატაკი.

-
იმიტომ, რომ ახვიდეთ ტორე დელ მანგიაზე
ის შეიძლება არაა ისეთივე ცნობილი, როგორც პიზას კოშკი, მაგრამ ტორე დელ მანგია ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. მასზე ასასვლელად 400 კიბის ავლაა საჭრო, მაგრამ ხედი ამად ნამდვილად ღირს.

-
იმიტომ, რომ დაესწროთ პალიოს
ვენეციას კარნავალი აქვს, სიენას კი პალიო – ცხენების შეჯიბრი, რომელიც წელიწადში ორჯერ, ივლისსა და აგვისტოში იმარდება. ამ დროს პიაცა დელ კამპო სრულ ტრანსფორმაციას განიცდის და დიდ ვნებათაღელვაში გამყოფებთ.

-
იმიტომ, რომ გასინჯოთ სიენური საჭმელი
როგორც კი სიენას ტრადიციულ კერძებს გასინჯავთ, ამ ქალაქის სამზარეულო მაშინვე შეგიყვარდებათ. სცადეთ პასტა პილპილით, ყველით და ტომატის სოუსით. მას აქ Pici-ს უწოდებენ. სიენა დესერტებითაც ცნობილია. გასინჯეთ ტრადიციული ბისკვიტი ნუშით, სახელად ricciarelli.

-
იმიტომ, რომ ტოსკანას უდიდეს ბაზრობაზე იშოპინგოთ
ოთხშაბათი სიენაში ბაზრობის დღეა. ტოსკანას უდიდესი ბაზრობა ლა ლიზაზე იმართება, ძველი ტყის სიახლოვეს, დილის 8.30 დან შუადღის 1.30-მდე. აქ შეიძენთ საკვებს, ტანისამოსს და სუვერნირებს.

-
იმიტომ, რომ ღვინო დააგემოვნოთ
ახალი ამბავი არაა, რომ ტოსკანა იტალიაში საუკეთესო ღვინის ადგილია, ამიტომაც სიენა ამ სასმლის ენთუზიასტებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს. აქაურ ბარებსა და რესტორნებში რამდენიმე სახის ღვინოს შემოგთავაზებენ.

-
იმიტომ, რომ ეწვიოთ Val d’Orcia-ს
როცა ტოსკანას წარმოიდგენთ, თვალწინ მწვანე მთები გიდგებათ, ჰორიზონტზე კვიპაროსებით. ეს ხედი ცნობილი Val d’Orcia-აა, რეგიონის ყველაზე ფოტოგენური ადგილი. სიენას სამრეთით აქ იხილავთ ძველ კოშკებს, პატარა ქალაქებს, ლამაზ სახლებს და ვენახებს.











