ალგარვე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თუ პორტუგალიაში ზღვისპირა დასვენება გსურთ. სანაპიროები და ბრწყინვალე ამინდი იმ სიის დასაწყისია, რაც ამ რეგიონის შარმს ქმნის. მას აქვს ციხესიმაგრეები, ისტორიული საფეხმავლო ცენტრები და კლდისპირა სოფლები. ჩვენ აქ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:

საგრესი/Sagres

საუკეთესო სერფინგის მიმართულება

ალგარვეს დასავლეთით მდებარე ქალაქი პორტუგალიის გამორჩეულ ხედებს ფლობს. შეგიძლიათ ისეირნოთ კლდეზე, საუკუნოვან ციხესიმაგრის სიახლოვეს და ტალღებს შორიდან უყუროთ. აქ ხშირად დადიან სერფინგის მოყვარულები, რადგანაც ამ სპორტისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება. სოფელი პატარა და წყნარია, თუმცა აქვს ხმაურიანი მატოსოს ქუჩაც.

ფარო/Faro

საუკეთესო ადგილი ისტორიისთვის

ბევრი მოგზაური მიფრინავს ფაროზე და სწრაფად გადაადგილდებიან მის აღმოსავლეთ და დასავლეთ კურორტებზე. სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ ალგარვეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს დიდი ისტორიით. შუასაუკუნოვან უბანში შებიჯებისას ისტორიულ წარსულში გადაინაცვლებთ. კათედრალი სე, რომელიც ქალაქის გამორჩეული ძეგლია მე-13 საუკუნის რომაული საყდარია. ადით მის გუმბათზე ხედებით დასატკბობად.

კარვოეირო/Carvoeiro

საუკეთესო ადგილი ბავშვიანი ოჯახებისთვის

თეთრი სახლებით და ქვიშისფერი კლდეებით გარშემორტყმული კარვოეიროს სანაპირო საუკეთესო არჩევანია ოჯახური დასვენებისთვის. ოქროს ქვიშების მაღლა, სოფელს ფეხით მოსავლელი ცენტრი აქვს ბევრი ღია საკვები სივრცით. ქალაქთან ახლო მანძილზე აღმოაჩენთ შთამბეჭდავ სანაპიროებს.

სილვესი/Silves

საუკეთესო კუნძულების გამოკვლევისთვის

რთულია შეაქციოთ ზურგი ზღვას, მაშინ როცა წინ ოქროსფერი ქვიშა და ფირუზისფერი წყალია. მაგრამ, ჩვენ ალგარვეს არა ზღვისპირა ადგილსაც ამაყად გირჩევთ, რადგანაც ის ძალიან შთამბეჭდავი ქალაქია. ოკეანიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარე მთაგორიანი სილვესი ისტორიული ციხესიმაგრით გამოირჩევა, რომელიც შემოსევებს წლობით უძლებდა.

ტავირა/Tavira

საუკეთესო კულტურისთვის, ღვინისთვის და მუსიკისთვის

ადვილია შეგიყვარდეთ ტავიდა, ალგარვეს მორიგი მომხიბვლელი ქალაქი. ყოფილ რომაულ დასახლებას საამაყო ისტორია, შუასაუკუნოვანი ძველი უბანი, ციხესიმაგრე და რომაული ხიდი აქვს. აქ შეისწავლით პორტუგალიის მუსიკალურ ტრადიციებსაც. მოისმენთ ფადოს ლაივ შესრულებას და დააგემოვნებთ ღვინოს ვენახებში.

ლაგოსი/Lagos

საუკეთესო ღამის ცხოვრებისთვის

ალგარვეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მიმართულება ბევრი სანაპიროთი, ისტორიული არქიტექტურით, ბაროკოს ტაძრებით, მე-17 საუკუნის ციხესიმაგრით და ძველი ქალაქის კედლებით გამოირჩევა. აქაური ნაპირები მთელ ქვეყანაშია ცნობილი. როგორც კი მზე ჩადის, ლაგოსის სხვა, უფრო ცოცხალი ეტაპი იწყება: ბარ-რესტორნები იხსნება და კოქტეილის ლაუნჯები და კლუბური სივრცეები ბევრ გართობას გპირდებიან.

კარაპატეირა/Carrapateira

საუკეთესო ველური ბუნებისთვის

ალგარვეს დასავლეთ სანაპირო უფრო ველური ბუნებით გამოირჩევა. აქაური ნაპირის გამოკვლევისას პატარა ლამაზი ქალაქები შემოგეგებებათ. მშვიდი კარაპატეირა ორ ფოტოგენურ სანაპიროს შორისაა. აქ ეწვევით ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც.

გალე/Galé

საუკეთესო ადგილი წყვილებისთვის

მშვიდი სოფელი გალე ალგარვეში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია რომანტიკული დასვენებისათვის. ქალაქს ულამაზესი სანაპირო (Praia da Galé) და ფარული ადგილებიც (Praia das Salamitras) აქვს მყუდრო განმარტოებისათვის. აქ ბევრი გესთჰაუსი და რესტორანია. არ გამოგრჩეთ მზის ჩასვლის ყურება და ეწვიეთ მეზობელ ალბუფეირასაც.