კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიდემენიში, ბალიზე, სადაც მწვანე ბრინჯის ტერასები, ჩანჩქერები და ულამაზესი საყდრები ბალის თვალწარმტაც კუთხეს ქმნიან. გაატარეთ რამდენიმე დღე ამ ავთენტურ ლოკაციაზე, იცურავეთ მდინარეებსა და ფარულ აუზებში, შეიძინეთ პროდუქცია დილის ბაზრობებზე. ბალის სხვა კურორტებისგან განსხვავებით, სიდემენს მასტურიზმი ნაკლებად ეხება. ეს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი მშვიდ ატმოსფეროში ჩაგძირავთ.

1. ბრინჯის პლანტაციები სიდემენში, ბალიზე

სიდემენი დაფარულია ბრინჯის მინდვრებით, მშვიდი მდინარეებით და ხის სახლებით. აქაური ბუნება შთამბეჭდავი და სარელაქსაციო ატმოსფეროთი გამოირჩევა.

2. გემბლენგის ჩანჩქერი

Gembleng Waterfall – სიდემენის საცურაო ლოკაციაა. ესაა ჩანჩქერი, რომელიც მწვანე ჯუგლებში აუზს ქმნის. შეგიძლიათ კიბეებით მის თავზე მოექცეთ და ხედების ფონზე იცურაოთ. აქ ხანდახან რელიგიური ცერემონიალებიც ტარდება.

3. ჯაგასათრუს ჩანჩქერი

Jagasatru Waterfall – მაღალი ჩანჩქერია ჯუნგლებში, საიდანაც ასევე ულამაზეს ხედებს იხილავთ.

4. სოფელი სიდემენი

ამ პატარა სოფელში რამდენიმე სასტუმრო და რესტორანია. აქ შეიგრძნობთ ბალის ქალაქგარეთ ცხოვრებას და შეხვდებით ადგილობრივებს. დაიწყეთ დღე ადრიანად ქალაქის ბაზარში, სადაც ადგილობრივ ხილს და ბოსტნეულს შეიძენთ. ასევე, ხელნაკეთ სუვენირებსაც. შეგიძლიათ მოინახულოთ ტურით. აქ უბუდიდან მარტივად მოხვდებით.

5. ტამან უჯუნგის წყლის სასახლე

Taman Ujung Water Palace – ამ ისტორიულ სასახლეს ლამაზი ბაღები და მცურავი შენობები აქვს. ის 1909 წელს აშენდა და ბალის, ჩინურ და ევროპულ არქიტექტურას აერთიანებს. შესვლის ღირებულებაა 5 $.

6. ტირტა განგგას წყლის საყდარი

Tirta Gangga Water Temple – წმინდა ადგილია ლამაზი აუზებით, შადრევნებით და წყლის ბაღებით. კომპლექსის გამოსაკვლევად დიდი დრო დაგჭირდებათ, რადგანაც ბევრი საინტერესო კუთხეა სულპტურებით, ტროპიკული მცენარეებით და წმინდა საყდრებით. ეს ძალიან მშვიდი ადგილი ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შესვლის ღირებულება დაახლოებვით 3$.

7. დალაშქრეთ აგანგის მთა

ბალის ყველაზე ცნობილი ვულკანი (Mount Agung) სწორედ სიდემენში მდებარეობს. მისი მწვერვალი ღრუბლების მაღლა მოსჩანს. მის დასალაშქრად დაჯავშნეთ ტური.

საუკეთესო კაფე-რესტორნები სიდემენში:

  • Warung Tirta Unda
  • Warung Ume Anyar
  • Maha Neka
  • Asri Dining
  • Daramada Eco Resort
  • Sleeping Gajah
  • Warung Nana’s Kitchen
  • Lihat Sawah