სან-მალო საფრანგეთის სანაპირო ქალაქია, ბრიტანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი მიმართულება. მას ისტორიული წარსული და ქარიზმატული აურა აქვს. აქ დაიბადნენ ლეგენდარული მეზღვაურები და აღმომჩენები, მაგალითად, ჟაკ კარტიე, რომელმაც აღმოაჩინა კანადა. ჩვენ მის საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

1. შატობრიანდის მოედანი / Chateaubriand Square
ძველ უბანში მდებარე ეს ატმოსფერული მოედანი დღის მშვენიერი დასაწყისია. აქ ქალაქის ძველი კარიბჭიდან მოხვდებით, შემოგეგებებათ ტერასული კაფე-ბარები და სასტუმროები. რამდენიმე დახლზე იყიდება სუვენირები და ნახატები. შატობრიანდის მოედანი ქალაქის ულამაზეს არქიტექტურას წარმოაჩენს.

2. სან-მალოს ძველი ქალაქი
გაისეირნეთ ისტორიულ უბანში, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სრულად აღადგინეს. დღეს აქ ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩები და კოხტა სახლებია, რომლებიც დროში გამოგზაურებენ და რომანტიკულ ატმოსფეროს შეგიქმნიან. მე-13 საუკუნის სან-ვინსენტის კათედრალიდან, მე-18 საუკუნის კორსარის სახლებამდე, ძველი უბანი სავსეა ისტორიული ძეგლებით, ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებით და ბარ-რესტორნებით.

3. სან-მალოს ციხესიმაგრე
სან მალოს ციხესიმაგრის კედლის გასწრივ გავლით, შესაძლებლობა მოგეცემათ დატკბეთ ძველ ქალაქზე და მის შემოგარენზე ხედებით. ეს ანტიკური კედლები ქალაქის მდიდარ ისტორიას გადმოგვცემენ. სიგრძეში 2 კილომეტრიანი გზა სამ ულამაზეს სანაპიროს გაივლის: მოლეს, ლევენტაის და ბონ-სეკურს.

4. ბონ-სეკურის სანაპირო
ბონ-სეკურის სანაპირო (Bon-Secours Beach) ბევრ გასართობ და ტრადიციულ წყლისპირა აქტივობებს გვთავაზობს. წამოწექით რბილ ქვიშაზე და მიეფიცხეთ მზის თბილ სხივებს. თუ დიდხანს აპირებთ გაჩერებას, წაიღეთ წასახემსებელი. ზღვაში გაკეთებულია ბუნებრივი საცურაო აუზიც, სადაც წყლის დონე დაბალია. შეგიძლიათ იქირაოთ კაიაკი.
მისამართი: 4 Rue de la Crosse

5. სკულპტურა-ქვები
სან-მალოში აღმოაჩენთ ოკეანისპირა სკულპტურებს, რომლებსაც ერთი ბერი 13 წლის მანძილზე კვეთავდა. აქ დაახლოებით 300-მდე სკულპტურაა. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და ეწვიეთ არტისტის ძველ სახლსაც: Ermitage de Rothéneuf. ღაა ყოველდღე 10-დან 6-მდე.

6. პარამე
ეს სასიამოვნო წყლისპირა კურორტი ძველი ქალაქიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და მისი გრძელი, ფოტოგენური ქვიშიანი სანაპიროებითაა ცნობილი. აქ მე-19 საუკუნის ვილები, დეკორატიული შენობები, სპა, თერმული აბანოები და სასეირნო ბულვარია.

7. ეროვნული ციხესიმაგრე
ეს ციხესიმაგრე მე-17 საუკუნეში ცნობილმა ფრანგმა სამხედრო ინჟნერმა, ვაუბანმა ააგო. ვიზიტორებისთვის ღიაა ივნისიდან სექტემბრამდე. მას არამხოლოდ ისტორიული წარსულის, არამედ მშვენიერი ხედებისთვისაც უნდა ეწვიოთ. ღიაა 10-დან 5 საათამდე.
მისამართი: 60 Chaussée du Sillon











