ოსლოს სიახლოვეს მდებარე ფიორდებზე კუნძულები საოცარი სილამაზით გამოირჩევიან. ნორვეგიის დედაქალაქიდან აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მოხვდებით. ზოგიერთი კუნძული ინდუსტრიულია, ზოგი კი ხელშეუხებელი. აქ მდიდარი ფაუნა და ბრწყინვალე საბანაო ატმოსფეროა.
ლინდოია/Lindøya
ლინდოია ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის ნახევარიც ნაკრძალია მდიდარი ფლორა-ფაუნით. ნავები აქ ხმელეთიდან 20 წუთში ხვდებიან. ბილიკების საშუალებით ამ კუნძულს ადვილად გამოიკვლევთ.
ბლეიკოვა/Bleikøya
ბლეიკოვა ცნობილია მისი უამრავი კაბინით, ულამაზესი ლანდშაფტით და სიმწვანით, რომელიც მონახულებად ღირს. აქ ადვილად მოხვდებით ტრანსპორტით მთელი წლის მანძილზე. კუნძულის ჩრდილოეთით ნაკრძალია ბევრი სახეობის ფრინველით.
ნაკჰოლმენი/Nakholmen
ეს კუნძულიც ცნობილია პატარა ფერადი კაბინებით, სადაც ოსლოდან ნავით 10 წუთში მოხვდებით. მიუხედავად მისი პატარა ზომისა, აქ 200-მდე სასხლი მაინცაა, თუმცა აქ ფიორდების და ბუნების სილამაზითაც დატკბებით.
გრესჰოლმენი/Gressholmen
ეს სასიამოვნო ტყიანი კუნძული ოსლოს შიდა ფიორდზე მდებარეობს. ეს დაცული პატარა კუნძულიც მდიდარია ფლორა-ფაუნით, რომელიც ცნობილი იყო საპნის წარმოებით. ამ იდილიურ გარემოშიც მარტივად მოხვდებით წყლის ტრანსპორტით.
ლანგოიენი/Langøyene
ლანგოიენი ორი კუნძულისგან შედგება, სადაც საცურაო სანაპიროებია მოწყობილი. თუ ოსლოში ყოფნისას ქვიშან სანაპიროზე დასვენება მოგინდებათ, ლანგოიენში უნდა გადახვიდეთ. უკან დაბრუნების სიმარტივის მიუხედავად, აქ დარჩენაც თავისუფლად შეგიძლიათ.