კუნძული კრეტას სანაპიროები მთელ ევროპაში გამორჩეულია. აქ დაგხვდებათ ვარდისფერი ქვიშა, სუფთა წყალი და მწვანე პალმის ხეები. ხმელთაშუაზღვის პალიტრა წარმოდგენილია მის სანაპიროებსა და ფარულ მღვიმეებში. ჩვენ 5 საუკეთესო ნაპირს გირჩევთ:

ბალოსის ლაგუნა/The Lagoon of Balos

ეს დასავლეთ კრეტის ყველაზე შთამბეჭდავი სანაპიროა, რომელიც ხმელეთს სუფთა თეთრი ქვიშის სანაპირო ზოლებით უერთდება. ამ ბუნებრივ ლაგუნაში დომინანტური ფერი ფირუზისფერია. აქ შეგიძლიათ მოხვდეთ ნავით ხანიადან ან კისამოსის პატარა პორტიდან.

ფალასარნა

ფალასარნას სანაპირო გრძელი ქვიშის ნაპირია, რომელიც სასიამოვნო დროის გატარებას გპირდებათ დღის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლისას. ცის ელფერი ამ დროს ნარინჯისფრის და იასამნისფრის სხვადასხვა ტონალობას ასახავს.

ელაფონისის ვარდისფერი ქვიშები

კრეტას ნაპირებზე ლიბიის ზღვის ტალღები ვარდისფერ ქვიშას უერთდება და ულამაზეს ელაფონისის სანაპიროს ქმნის. მისი მსგავსი სანაპირო უბრალოდ არ არსებობს, ამიტომაც ევროპაში ერთ-ერთი საუცხოო ნაპირის წოდებით სარგებლობს.

სეიტან ლიმანია

ეს ფარული, კლდეებში დამალული სანაპირო უნიკალურია თავისი ფორმით. მისი სახელწოდება: “სეიტან ლიმანია” (Seitan Limania) ეშმაკის ნავსადგურს ნიშნავს. ხანიაში ასეთ კითხვას ხშირად სვამენ: “რომელ ბილიკს მივყავართ ეშმაკის პორტამდე?” და ეს გზა სწორედ სეიტანის სანაპიროა, რომელიც თითქოს მართლაც ეშმაკმა გამოთალა.

პრეველი

მეხუთე სანაპირო კი მდინარის ზღვასთან შეერთების შედეგად მომწვანო წყლის ფერით, ტროპიკული ატმოსფეროთი და მშვიდი პალმებით გამოირჩევა. აქ თავი სათავგადასავლო ფილმში გეგონებათ. ის კრეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანაპიროა, რომელსაც მთიდან მონასტერი გადმოჰყურებს.