ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე მდებარე ნეაპოლი, იტალიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია და ხელოვნების თუ არქიტექტურის სიმდიდრით გამოირჩევა. ანტიკური ბერძნული ნაშთები, რომაული თეატრი, რენესანსის დროინდელი პიაცები და იუნესკოს მიერ აღიარებული ისტორიული ცენტრი მას საოცარ მომხიბვლელობას სძენს. არსებობს გამოთქმა, რომ “რომი იტალიის გულია, მაგრამ ნეაპოლი მისი სული”.

1. გაისეირნეთ ნეაპოლის მფეთქავ გულზე – Spaccanapoli

ეს ნეაპოლის წვრილი ქუჩაა, რომელის ქალაქს ორ ნაწილად ყოფს და მის ისტორიულ ნაწილს გაჩვენებთ. აქ ხმაურობენ ვესპები, მეზობლები მსჯელობენ პოლიტიკაზე ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარე აივნებიდან, პატარა ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოებიდან დანადგარების ხმა ისმის და ქუჩას ნეაპოლის მაცოცხლებელ ძალად აქცევს. აქ ნახავთ ცნობილ ეკლესიებსაც.

2. იხილეთ საგანძური ნეაპოლის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში

ეს მუზეუმი ინახავს იმ საგანძურს, რომელიც მთა ვესევიუსის აფეთქების შედეგად გადარჩა, მაშინ როცა დაინგრა პომპეი.

3. დააგემოვნეთ პიცა ქალაქში, სადაც ის დაიბადა

ახლად გამომცხვარი პიცის გემრიელი არომატი ნეაპოლში ჰაერში ტრიალებს. აქ ბევრი ისტორიული და უნიკალური პიცერია მდებარეობს. ერთ-ერთი საუკეთესოა: Pizzeria Gino Sorbillo.

4. აღმოაჩინეთ მიწისქვეშა კატაკომბები

Catacombe di San Gennaro – ნეაპოლის მფარველი წმინდანის სახელს ატარებს, რომელიც ამ ადგილას დაკრძალეს. ეს სამარხების მიწისქვეშა პალეო-ქრისტიანული ლაბირინთია, ყველაზე ფართომასშტაბიანი კატაკომბების კომპლექსი სამხრეთ იტალიაში.

5. ჩაიტკბარუნეთ პირი ნეაპოლიტანური ტკბილეულით

პიცის გარდა, ნეაპოლი არც ფუნთუშეულის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ. აქ მათ ყველა კუთხეში აღმოაჩენთ. მიირთვით ტკბილი რიკოტას ყველით დამზადებული – sfogliatella.

6. გაიარეთ ბულვარში: Lungomare

იტალიური ტრადიციაა, რომ ყოველ საღამოს, ვახშმის შემდეგ, ფეხით გაიაროთ. ეს სოციალური აქტივობა ნეაპოლში განსაკუთრებით აქტუალურია მის ბულვარში, ლანგომარეზე.

7. მოინახულეთ დელოვოს ციხესიმაგრე

Castel dell’Ovo – ნეაპოლის უძველესი ციხესიმაგრეა, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა და დროთა მანძილზე იყო სამეფო სასახლეც და პატიმართა ციხეც. დღეს ის დაკეტილია, თუმცა მოივლით მის გარშემო არეალს და დატკბებით ხედებით.

8. დატკბით სანტა კიარას რელიგიური კომპლექსის ექსტერიერით

მე-14 საუკუნეში აგებული ეს სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ბაროკოს სტილის ბაზილიკას, სამარხს და არქეოლოგიურ მუზეუმს. გაექეცით ნეაპოლიტანურ ქაოსს და დაისვენეთ კომპლექსის მშვიდ ბაღებში.

9. ადით პიაცა ვანვიტელიზე ცენტრალური ფუნიკულიორით

ნეაპოლის ცენტრალურ ფუნიკულიორს მგზავრები 1270 მეტრზე აჰყავს. მაღლა იხილავთ პიაცა ვანვიტელის, ხედებს ნეაპოლზე და მაღაზიებს.

10. ადით კასტელ ნუოვოზე

გასაოცარი შუასაუკუნეების ციხესიმაგრე (Castel Nuovo) მე-13 საუკუნეში აშენდა და ნეაპოლის მეფეების სატახტო ადგილი იყო. შეუერთდით ტურს სასახლის დასათვალიერებლად და დატკბით მე-17/მე-20 საუკუნის ხელოვნების შედევრებით.

11. დაესწარით ღონიძიებას სან კარლოს თეატრში

Teatro San Carlo – უძველესი დღემდე აქტიური ოპერაა მსოფლიოში. ის 1737 წელს გაიხსნა და მსოფლიო დონის პერფორმანსებს მასპინძლობდა.

12. შედით ნეაპოლის სამეფო სასახლეში

მე-13/მე-19 საუკუნეებში ნეაპოლი იყო სამეფო, რომელიც მართავდა მთელ სამხრეთ იტალიას. Palazzo Reale – კი სასახლეებში ერთ-ერთი დომინანტი იყო. დაათვალიერეთ მისი შთამბეჭდავი ინტერიერი.

13. დალაშქრეთ ვესუვიუსის მთა

ეს ვულკანური წარმოშობის მთა პომპეის განადგურების მონაწილეა. აქ შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალური ტურისტული ბილიკი და დატკბეთ ხედებით ნეაპოლის ყურეზე.

14. ესტუმრეთ პომპეის ნანგრევებს

დღეს ანტიკური ქალაქის ნანგრევებზე არქეოლოგიური პარკი მდებარეობს, რომელიც შთაბეჭდილება გვიქმნის თუ რა იყო პომპეი. ნეაპოლიდან აქ ადგილობრივი მატარებლით (Circumvesuviana) მოხვდებით.