ფარერის კუნძულებზე წასვლისას ყველაზე რთულია ამინდის განსაზღვრა. აქ დღის მანძილზე შესაძლოა ამინდი რამდენჯერმე შეიცვალოს, ასევე მოსალოდნელია შტორმი, თოვლი და ძლიერი ქარი. ამიტომაც, ყოველთვის უნდა გქონდეთ ალტერნატიული გეგმები. ჩვენ აქ გამგზავრებამდე, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
1. დარჩით 3-დან 5 დღემდე მაინც
მინიმუმ 2 დღე მაინც გჭირდებათ, რომ 18-ვე კუნძული ნახოთ, მაგრამ ცოტა მეტი დრო რომ გაატაროთ ზოგ ადგილას და უფრო მშვიდად იაროთ, 3-დან 5 დღემდე დაგჭირდებათ. ყველაზე ხშირად ფარერებს 1 კვირით სტუმრობენ, რაც საშუალებას იძლევა აღმოაჩინოთ და დალაშქროთ.

2. იქირავეთ მანქანა, მაგრამ გაეცანით წესებს
მანქანის ქირაობა და კუნძულების საკუთარ რიტმში დათვალიერება ყველაზე ეფექტური გზაა ფარერების მოსავლელად. მაგრამ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ: ფარები ყოველთვის ჩართული უნდა გქონდეთ, არ იაროთ სწრაფად და გადააყენოთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკან უფრო სწრაფად მომავალი მანქანა მოძრაობს. საჭესთან ჯდომისას, ნუ გადაიღებთ ფოტოებს, რადგანაც ზოგ ადგილას ტარებისას ელექტრონული მოწყობილობების და ტელეფონის გამოყენება აკრძალულია.

3. დაჯავშნეთ წინასწარ
ფარერებზე მიზანშეწონილია რომ ტური ან დასარჩენი 3-6 თვით ადრე უკვე დაჯავშნოთ. რაც უფრო ახლოვდება თქვენი გამგზავრების დრო, ფასები უფრო იზრდება. ფარერებზე პიკ სეზონს ივნისიდან აგვისტომდე პერიოდი წარმოადგენს.
4. ჩაალაგეთ თბილი ტანსაცმელი
არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რა დროს ეწვევით ფარერებს, აუცილებელია წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, დათბილული ჯემპრები და წინდები. აქ ამინდი ძალიან ცვალებადია.

5. მზად იყავით ყველაფრისთვის
აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ შეხედეთ მსუბუქად და იუმორით და მზად იყავით გეგმების შეცვლისთვის.
6. ლაშქრობისას მოემზადეთ
იქონიეთ ფიზიკური რუკა, წასახემსებელი, ტელეფონის სატენი, წყალი და მოსაცმელი. იარეთ ბილიკებზე და არა ბალახზე.

7. გასცდით ტორშავნს
Tórshavn – ფარერის კუნძულების დედაქალაქია, პატარა მომხიბვლელი ქალაქი. გასცდით მის ფარგლებს მანქანით ან ავტობუსით, იხილეთ გასადალურის ჩანჩქერი და ტჯორნუვიკის შავ ქვიშიანი სანაპირო.
8. “ცულნისკარტების” ხილვა გარანტირებული არაა
პატარა ულამაზესი ფრინველები, რომლებიც ფარერებზე სახლობენ, კუნძულზე მთელი წლის მანძილზე არ არიან. მათ აპრილიდან სექტემბრამდე შეამჩნევთ. ყველაზე მეტად ამ ჩიტებს მიკინესის კუნძული უყვართ.

9. ისაუბრეთ ფეხბურთზე
თუ ადგილობრივებთან მარტივი დიალოგის წარმართვა გსურთ, ახსენეთ თემა – ფეხბურთი. აქ ეს სპორტი ძალიან უყვართ და ფეხბურთელები ფარერების სახელით ასპარეზობენ, დანიისგან დამოუკიდებლად.

10. მზად იყავით, რომ სალაშქრო გზებისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ
ფარერის კუნძულებზე ბევრი სალაშქრო მარშრუტია და ბევრი მათგანი მოლაშქრეებს მცირედ გადასახადს უწესებს. ამიტომაც, იქონიეთ ქეში.
11. ამინდის პროგნოზი შეამოწმეთ ყოველდღე
ამინდის შესახებ აქ მუდამ საქმის კურსში უნდა იყოთ. ადგილობრივები რეკომენდაციას უწევენ საიტს – Landsverk.

12. ალკოჰოლი იყიდეთ აეროპორტში
ფარერის კუნძულებზე ალკოჰოლი რეგულაციების ქვეშაა მოქცეული და მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში იყიდება, მაღალ ფასად. ადგილობრივებიც კი ამჯობინებენ ლიქიორის ყიდვას აეროპორტის დუტი-ფრიში.
13. სამედიცინო დახმარება
ფარერის კუნძულები ძალიან უსაფრთხოა, მაგრამ ყველაფერი ხდება. არასასურველი სიტუაციის შემთხვევაში დარეკეთ სასწრაფოს ნომერზე – 112-ში. პირველად დახმარებას გაგიწევენ ტორშავნში და კუნძულის კიდევ ორ ლოკაციაზე. ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებლად დაგჭირდებათ.











