იონიის ზღვაში მდებარე კუნძული კეფალონია, საბერძნეთის კიდევ ერთი ბრწყინვალე საზაფხულო მიმართულებაა. ეს პატარა სამოთხე გამჭვირვალე წყლით, ლამაზი სანაპიროებით და მისტიკური ზღვის გამოქვაბულებით გამოირჩევა. აქ უგემრიელესი სამზარეულო და ისტორიული სოფლებია, ამიტომაც კეფალონიას საბერძნეთის ფარულ მარგალიტსაც უწოდებენ.
სოფელი ასოსი
ეს ულამაზესი სოფელი კეფალონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სიმწვანეშია ჩაფლული. აქ ფერადი ქუჩები, სათევზაო ნავები და ლამაზი პალმებია. გამოიკვლიეთ ეს საყვარელი პატარა ქალაქი მისი ტავერნებით და კაფეებით. დაისვენეთ სანაპიროებზე და მოინახულეთ ვენეციური ციხესიმაგრე. აოსის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია.

მირტოს სანაპირო
ასოსიდან 15 წუთის სავალ გზაზე, კუნძულზე საოცარი გადმოსახედი მდებარეობს. აქედან შეძლებთ ჩახვიდეთ მირტოსის სანაპიროზეც, მიეფიცხოთ ხმელთაშუა ზღვის მზეს, იცურაოთ და მოინახულოთ ზღვის ბუნებრივი გამოქვაბულები.

მელისანის გამოქვაბული
კრისტალივით სუფთა წყლის და ულამაზესი ლანდშაფტის გამო მელისანის ტბის გამოქვაბულის მონახულება ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა კეფალონიაში. დაჯავშნეთ ნავის ტური, რათა დაათვალიეროთ გამოქვაბული მისი სტალაქტიდებით. ამ ცისფერ ლაგუნაში შესვლის ღირებულებაა 10 ევრო თავისი ნავის ტურით. საუკეთესო დრო ვიზიტისთვის დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდეა.

მოჩვენებათა ქალაქი
1953 წელს კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა მიატოვა კეფალონია. რამდენიმე სოფელში ახლა არავინ ცხოვრობს. ისინი თითქოს დროში გაიყინა. მაგალითად, Old Vlachata – ერთ-ერთი მათგანია.
 
მთა აინოსის ეროვნული პარკი
ეს კეფალონიის უმაღლესი მთაა, ეროვნული პარკის ნაწილი ულამაზესი ლანდშაფტებით ტყეებზე. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი სუნთქვაშემკვრელ გადმოსახედზე გაგიყვანთ. დატკბით ბუნებით და იონიის ზღვის ხედებით.
 
დროგარატის გამოქვაბული
ეს შთამბეჭდავი ბუნების საოცრებაა კეფალონიის კიდევ ერთი მიწისქვეშა საგანძურია. გამოქვაბული სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით ფერად განათებაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. აქ ჩასვლა სიცხეში კიდევ უფრო სასიამოვნოა. შესვლის ღირებულებაა 5 ევრო. თუ მელისანის გამოქვაბულთან ერთად მოინახულებთ, მაშინ 10 ევრო.
 
ქალაქი არგოსტოლი
Argostoli კეფალონიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. ის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება ქალაქს და სრულიად განსხვავებულ შარმს და ატმოსფეროს წარმოგვიდგენს. გაისეირნეთ ბულვარსა და მოედანზე, დაათვალიერეთ მაღაზიები და არქეოლოგიური მუზეუმი. აღსანიშნავია მისი ნავსადგურიც.
 
გადით სანაპიროებზე
ცისფერი წყალი, რბილი ყვითელი ქვიშა და ქვის კლდეები კეფალონიის სანაპიროებს ქმნიან. აქ ისიამოვნებთ დასვენებით და იონიის ზღვის ცქერით. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო მათგანს გირჩევთ.

- Kako Lagadi Beach (Asprogerakas) – პატარა სანაპირო პატარა ქვებით და კრისტალივით სუფთა წყლით. აქ ადრე უნდა მიხვიდეთ, რომ ხალხმრავლობას აარიდოთ თავი.
- Fteri Beach – სუფთა წყლები, დრამატული სანაპირო ზოლი და უნიკალური ლანდშაფტი. ამ სანაპიროზე ნავით მიხვალთ.

- Antisamos Beach – საუკეთესო საცურაოდ და მზეზე გასარუჯად. ეს სანაპირო ცნობილია ჰოლივუდის ფილმიდან “კაპიტან კორელის მანდოლინა”.
- Makris Gialos Beach – ულამაზესი ოქროს ქვიშები გარშემორტყმული ქვის ფორმაციებით და ფიჭვის ხეებით. მდებარეობს არგოსტოლში.

- Emplisi Beach – ნახევრად ხეებით დაფარული ეს სანაპირო საუკეთესოა სერფინგისთვის.
- Pessada Beach – ეს კი კეფალონიის ველური სანაპიროა.
- Skala Beach – ეს გრძელი ქვიშიანი ნაპირი პატარა სათევზაო სოფელში მდებარეობს, შკალაში. აქ ბევრი მაღაზია და კაფე-რესტორანია.
 
ფისკარდო
ფისკარდო კეფალონიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია გარშემორტყმული ლამაზი სანაპიროებით და ლურჯი წყლით. ეს ზღვისპირა დასახლება მშვიდ ატმოსფეროს, სიფერადეს და ყვავილებით მორთულ სახლებს გთავაზობთ. იქირავეთ ველოსიპედი და დაათვალიერეთ კომფორტულად. ისტორიის მოყვარულები უნდა ეწვიონ რომაულ სასაფლაოს. Აქ ბევრი ტავერნა, კაფე, საცხობი და მაღაზიაა, სადაც გემრიელ ბერძნულ კერძებს დააგემოვნებთ.

ეწვიეთ მარნებს
ზეთისხილის და თაფლის გარდა, საბერძნეთი ღვინის წარმოებითაცაა ცნობილი. კეფალონიაში ყურძნის უნიკალური ჯიში, რობოლა ხარობს. აქ ბევრი მარანია, ჩვენ Orealios Gaea Winery-ს გირჩევთ.
 
აგიოს გერასიმოსის მონასტერი
ეს მონასტერი მლოცველებისთვის წმინდა ტაძარია ძველი ფრესკებით, ულამაზესი ბაღით და საოცარი არქიტექტურით.
აგიოს გეორგიოსის ციხესიმაგრე
ეს ისტორიული ციხესიმაგრე არგოსტოლიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ის იდეალური ლოკაციაა ერთდღიანი ტურისათვის. აღმოაჩინეთ რომანტიკული ბიზანტიური ნანგრევები. Შესვლის ღრერბულებაა 3 ევრო. ღიაა დილის 9-ის ნახევრიდან შუადღის 4-ის ნახევრამდე სამშაბათის გარდა.

საუკეთესო კაფე-რესტორნები კეფალონიაში
კეფალონიაში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და რობოლას ღვინო. აპეტაიზერებიდან გირჩევთ: რიგანადა, სტრაპატსადა, ლადოკულორა.
- Myrtillo
- Alexandros Restaurant Grill
- Il Borgo Restaurant
- Picnic
- 3 Wise Monkeys
- Makis Restaurant
- Alati
- Kefall-oinia
- Melina
- Sea-Rock-ws

საბერძნეთში აუცილებლად მიირთვით დესერტი, იქნება ეს სასმელი თუ ნამდვილი ბერძნული იოგურტი!










