ძველი გერმანული საიმპერატორო ქალაქი ულმი, მდინარე დანუბეს მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ჩვ.წ-მდე პერიოდით თარიღდება. მას მხოლოდ მისი მონასტრის გამოც უნდა ეწვიოთ, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი (162მ) წვეტოვანი ტაძარია. ეს შთამბეჭდავი კათედრალი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული გოთიკური ტაძარიცაა. ულმში ტურისტებს მოსწონს ძველისა და თანამედროვეს შერწყმა.

ულმ მინსტერი/Ulm Minster

ულმ მინსტერი გერმანიაში კელნის კათედრალის შემდეგ, უდიდესი გოთიკური ტაძარია. მისი წვეტოვანი სახურავის მშენებლობა მე-14 საუკუნეში დაიწყო და მე-19 საუკუნეში დასრულდა.

მისამართი: Münsterplatz 21

მეთევზეების უბანი/Old Fishermen’s & Tanners’ Quarters

ეს მშვიდი და მშვენიერი უბანი ადვილია ფეხით დასათვალიერებლად თავისი წვრილი ხეივნებით და ხიდებით. ამ ძველ უბანში ბევრი ლამაზი ნაგებობა, კაფე და მაღაზიაა.

მისამართი: Schwörhausgasse 6

რათჰაუსი და მარკპლაცი/Rathaus and Marktplaz

რათჰაუსი მომხიბვლელი გოთიკური მერიის შენობაა, რომელიც მარკპლაცზე მდებარეობს. ვიზიტორებს ხიბლავთ მისი დიადი არქიტექტურა და რენესანსის ფასადი. აქ მდებარე შადრევანი მე-15 საუკეშია აგებული, ხოლო რენესანსის სტილის შენობაში ქალაქის ბიბლიოთეკას აღმოაჩენთ.

მისამართი: Marktplatz 1

ულმის ძველი ქალაქის კედლები/Stadtmauer

ულმის მე-15 საუკუნის ქალაქის კედლები საუცხოოდაა შემონახული და საშუალებას გაძლევთ ძველი ქალაქი ეფექტურად გამოიკვლიოთ. აქ ნახავთ მშვენიერ კაფე-რესტორნებს და მდინარისპირას მოიწყობთ პიკნიკს.

ულმის მუზეუმი/Museum Ulm

ეს გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული კოლექციების სახლია, სადაც ხელოვნება, არქეოლოგია და ისტორია ერთიანდება. ნახავთ პიკასოს ნამუშევრებსაც.

მისამართი: Marktplatz 9

ვიბლინგენის სააბატო/Wiblingen Abbey

ულმიდან 5 კილომეტრში მდებარე ეს ბენედიქტური მონასტერი მე-11 საუკუნეშია დაარსებული. მისი ბიბლიოთეკა ბრწყინვალე როკოკოს სტილშია დაპროექტებული.

მისამართი: Schlossstrasse 38

პურის კულტურის მუზეუმი/Museum Brot und Kunst

ულმის ერთ-ერთი უჩვეულო ადგილია ეს უნიკალური მუზეუმი, სადაც პურის ისტორიას გაეცნობით ანტიკური ხანიდან დღემდე. აქ ნახავთ ხელოვნების კოლექციებსაც, მათ შორის რემბრანტის, დალის და პიკასოს.

მისამართი: Salzstadelgasse 10

ფიცის სახლი/Oath House

ულმის ცენტრში მდებარე ეს სახლი ულმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ხდება ივლისის ყოველ პირველ ორშაბათ დღეს. მას “ფიცის ორშაბათს” უწოდებენ. ამ დროს მერი წლის გასულ მოვლენებს აჯამებს.

მისამართი: Weinhof 12

თიერგარდენი/Tiergarten

აქ კიდევ ერთი საუკეთესო ადგილია ზოოპარკი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ლაიფციგის ან მიუნხენის ზოოპარკს. აქ ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ, ნახავთ ტროპიკულ სახლს და 18 მეტრიან აკვარიუმის გვირაბს.

მისამართი: Friedrichsau 40

თანამედროვე მუზეუმი/Kunsthalle Weishaupt

ულმის ტრადიციულ შენობებთან ეს ულტრა-თანამედროვე ნაგებობა მდებარეობს, სადაც თანამედროვე ხელოვნების კოლექციებია მე-20 საუკუნიდან. ნახავთ ენდი უორჰოლის, ბასკიას და სხვების შემოქმედებას.

მისამართი: Hans-und-Sophie-Scholl-Platz 1

აინშტაინის შადრევანი

ევროპის ქვეყნებში ბევრი შადრევნებია, მაგრამ ულმის ერთ-ერთი შადრევანი ძალიან უცხოა. ეს უნიკალური ქვში გამოთლილი სკულპტურა ასახავს აინშტაინის საკულტო სახეს: გამოყოფილი ენით.

მისამართი: Am Zeughaus 15