ტრევისო ამავე პროვინციის დედაქალაქია და ვენეციიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. მას “პატარა ვენეციასაც” კი უწოდებენ მისი არხების და წყალთან მდებარე ფერადი შენობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ტრევისო მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, ეკლესიების და ძეგლების უმეტესობა აღდგენილია. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ:

1. პიაცა დეი სინიორი/Piazza dei Signori

ტრევისოს ცენტრში მდებარე ეს ფოტოგენური მოედანი მე-14 საუკუნეში ააშენეს. აქ რენესანსის პერიოდის სასახლე პრეტორიო მდებარეობს, რომელიც დღეს ქალაქის სასამართლოა. მოედნის მიღმა ჩამწკრივებულია მე-15 საუკუნისდროინდელი სახლები.

2. ტრევისოს სან პიეტროს კათედრალი

ეს 5 გუმბათიანი კატედრალი შუა საუკუნეებში ააგეს და რუმინული ეკლესიის ადრეული ნიმუშია. ის მორთულია უნიკალური სკულპტურებით და მოზაიკის იატაკით.

3. “მეფეთა ლოჟა”

Loggia dei Cavalieri – პიაცა დე სინიორისთან მდებარეობს და მე-13 საუკუნეში დიდგვაროვნების შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. ეს ადგილი სიმბოლურად აირჩა იმიტომ, რომ ანტიკურ ხანაში რომაულ ფორუმს წარმოადგენდა. დღეს ის ღიაა საჯარო ღონისძიებებისთვისაც.

4. ქალაქის კედლები და კარიბჭე

ტრევისოს გარს აკრავს საუცხოოდ შემონახული მე-15 საუკუნის კედლები. ის ძველი რომაული ქალაქია და მისი კარიბჭეც მნიშვნელოვნად იცავდა ქალაქს შემოსევების დროს. გაუყევით კედლებს და ალპების ხედებიც შემოგხვდებათ.

5. სან ნიკოლოს ტაძარი

ძველ ქალაქში დომინიკური მონასტერი მოგხიბლავთ, რომელიც გოთიკური არქიტექტურის საოცარი ნიმუშია შუა საუკუნეებიდან. სან ნიკოლოს ეკლესია შთამბეჭდავ ფრესკებს აერთიანებს.

6. წყლის არხები

ტრევისოში ორი მდინარეა, რომლებიც ქალაქში მშვიდ არხებს ქმნიან. ნაგებობები თითქოს წყლის პირას არიან ამოზრდილნი და წყალი თაღებს შორისაც წყნარად მიედინება. თითქმის ყველა ხიდს აქვს აივნები წყალზე და აქ სეირნობას სასიამოვნო გამოცდილებაც აქცევენ.

7. გაისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით მდინარე საილზე

ტრევისოში ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ძალიან უყვართ ფეხით ან ველოსიპედით გავლა ეროვნული პარკის ტერიტორიის ბილიკზე, რომელიც მდინარე საილს მიუყვება. გაივლით ვილებს, მრავალფეროვან ფლორას და სასაფლაოსაც კი.

8. თევზის ბაზრობა

Pescheria – ერთ-ერთი ყძველესი და ყველაზე ნაკლებად შეცვლილი უბანია ტრევისოში. ამ კუნძულზე მე-19 საუკუნეში მეთევზეები ბურანოდან მოდიოდნენ და ტევზს ყიდდნენ. შემდეგ აქ სათანადო თევზის ბაზრობა ააშენეს და თემატური სკულპტურებიც დაუმატეს.

9. გაახარეთ თქვენში გურმანი

ტრევისო ცნობილი ნამცხვრის, ტირამისუს დაბადების ადგილადაა მიჩნეული, ამიტომაც აქ მდებარე რომელიმე კაფეში ის ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოთ. ქალაქის სახელი მომდინარეობს შემდეგი ფრაზიდან: “ტირემე სუ”, რაც ნიშნავს “გამიყოლე”.

10. კასტელფრანკო

Castelfranco – ტრევისოში ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილია. ეს შუასაუკუნოვანი ციხე-დასახლება მატარებლით სულ რაღაც ნახევარი საათის გზაზე მდებარეობს. მისი კედლები მე-12 საუკუნეეში ააგეს. ქალაქზე ხედებისთვის შეგიძლიათ ახვიდეთ 43 მ. სიმაღლის კოშკურაზე. აქ ნახავთ ჯორჯონეს შედევრს – “მადონას ჩვილით”. ჯორჯონე ტიციანის მასწავლებელი იყო.