ბუნების სილამაზის გარდა, შვეიცარია გემრიელი საკვების მოყვარულთათვისაც ბრწყინვალე მიმართულებაა. მისი კლიმატი და მთის ლანდშაფტი რძის პროდუქტებისთვის შესაფერისია, ამიტომაც ყველი და შოკოლადი შვეიცარიის კულინარიულ იდენტობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ აქ აუცილებლად დასაგემოვნებელ საკვებს გირჩევთ:
1 Cheese Fondue
შვეიცარიული კულინარიის მნიშვნელოვანი ნაწილი – ყველისგან, თეთრი ღვინისგან, ბრენდისგან და ნივრისგან შედგება, რომელიც ჯოხზე წამოცმული პურის ნაჭრებით უნდა მიირთვათ. მას ორი ან მეტი ადამიანი იყოფს. ფონდუს რეცეპტი რეგიონების მიხედვით იცვლება და მკაცრადაა გაწერილი რომელი ტიპის ყველი უნდა გამოიყენონ და რომელი არავითარ შემთხვევაში.
2 შოკოლადი
შვეიცარიელები წლის მანძილზე დიდი რაოდენობით შოკოლადს მიირთმევენ და როცა დააგემოვნებთ, მიხვდებით რატომაც. ექსპერტების აზრით, შვეიცარიული შოკოლადის საიდუმლო ორ რამეშია: მისი დამზადების სპეციალურ პროცესში, რის შემდეგაც შოკოლადი უფრო კრემისებრია და ალპურ რძეში, მაღალ სიმაღლეებზე გაზრდილი ძროხების დამსახურებით. ამ ქვეყნის საუკეთესო შოკოლადს აწარმოებენ: Lindt, Cailler, Sprüngli და Läderach.
3 Raclette
ტრადიციული რაკლეტი საფრანგეთშიც გვხვდება: ესაა დამდნარი ყველი, რომელიც იწელება და პურზე წასმულს ან კარტოფილთან ერთად მიირთმევენ. მას ქვეყნის ყველა კუთხეში აღმოაჩენთ.
4 Rösti
შვეიცარიული სტილის კარტოფილის ფანქეიქები ტიპური მისაყოლებელი კერძია, რომელსაც ზეთში, კარაქში ან ცხიმში წვავენ. კერძი უფრო მეტად გერმანულად მოსაუბრე შვეიცარიასთან ასოცირდება, თუმცა მასაც ყველა კუთხეში მიაგნებთ.
5 Bratwurst
ეს სოსისიც გერმანულად მოსაუბრე შვეიცარიასთან ასოცირდება. ის ნახევრად საქონლის, ნახევრად კი ღორის ხორცით მზადდება. სოსისებს წვავენ გრილზე და ხშირ შემთხვევაში როსტის აყოლებენ. ციურიხის ძველი ქალაქის ცენტრში მის ნახევარ და ერთ მეტრიან პორციებსაც კი შემოგთავაზებენ.
6 Älplermagronen
ალპური სტილის მაკარონი შვეიცარიელების მორიგი საყვარელი კერძია. ეს დამანაყრებელი საკვები მაკარონისგან, კარტოფილისგან, ყველისგან, კრემისგან და ხახვისგან მზადდება. მისი რეცეპტი ალპების მთებში განვითარდა და მსგავს ატმოსფეროს განსაკუთრებით უხდება.
7 Polenta Ticenese
ტიჩინო შვეიცარიის უფრო მეტად იტალიური მხარეა. ხმელთაშუაზღვისეული გავლენა კულტურაზე და სამზარეულოზეა ასახული. ეს ტიპური კერძი სწორედ ამ რეგიონიდანაა და მკვრივ სიმინდის ფაფას წარმოადგენს, რომელსაც საქონლის ხორცს ან სოკოს აყოლებენ.
8 Birchermüesli
არ აქვს მნიშვნელობა, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩებით, მთის კოტეჯებში თუ კვებიან ჰოსტელში, ამ კერძს საუზმის მენიუში ყველგან აღმოაჩენთ. ეს ნოყიერი საკვები შვრიის, რძის, იოგურტის და ხილის ნაზავია, ლიმნის წვენთან და თხილთან ერთად. ითვლება, რომ ბირხერმიუსლი განსაკუთრებულ ენერგიას შეგმატებთ თუ მთელი დღე სიარული ან მთების დალაშქვრა გიწევთ.
9 Biberli
ეს ტრადიციული შვეიცარიული ორცხობილაა, რომელსაც ეროვნული დიზაინებით ამზადებენ და როგორც დღესასწაულებზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში მიირთმევენ.
10 Tartiflette
საფრანგეთი, იტალია და შვეიცარია ერთდროულად იყოფენ ამ კერძს, რადგანაც ის სავუადან არის – ამ სამი ქვეყნის საერთო საზღვარიდან. მისი მთავარი ინგრედიენტი რებლოშონის ყველია. გამოცხვარი ტარტი კარტოფილისგან, ბეკონისგან, კარამელიზირებული ნივრისგან და ყველისგან მზადდება. განსაკუთრებით პოპულარულია სამთო კურორტებზე, სრიალის შემდეგ.