საფრანგეთი ცნობილია ლავანდას მინდვრებით. ისინი არამხოლოდ ლამაზად გამოიყურებიან, არამედ გემრიელ სურნელსაც აღვივებენ. ლავანდას მინდვრებში მოგზაურობა პროვანსის ულამაზეს ქალაქებს გაგატარებთ. საუკეთესო დროა ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. ამ დროს ყვავილები საოცრად ყვავიან, მზიანი ამინდებია და ლავანდას გემოიან ნაყინსაც დააგემოვნებთ. თუ ერთ-ერთი მათგანის ხილვა მაინც გსურთ, ამ სიიდან ამოირჩიეთ:

ვალენსოლე, პროვანსი

Valensole, Alpes-de-Haute-Provence

ეს პროვანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლავანდას მინდორია. ადგილობრივ ფერმერებს აქ ფოტოგენური სივრცეები აქვთ მოწყობილი. ეწვიეთ მაღაზიასაც, სადაც საპნებს და ლავანდას ზეთებს შეიძენთ.

გორდესი, ვოკლუზი

Gordes, Vaucluse

გორდესი შუასაუკუნეების ქალაქია ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, სადაც ლავანდას ფერმები მდებარეობს. ქალაქს ულამაზესი მე-10 საუკუნის შატო აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა მე-12 საუკუნის სენანკის სააბატო, რომელიც ლავანდას მინდვრებითაა გარშემორტყმული.

სოლთი, ვოკლუზი

Sault, Vaucluse

ისიამოვნეთ ლაშქრობით ლავანდას მინდვრებს შორის. სოფელი სოლთი ლავანდას ფერმებს და მინდვრებს გადაჰყურებს. მთავარი სალაშქრო ბილიკი 5 კმ სიგრძისაა. შეიძენთ ლავანდათი დამზადებულ პროდუქციებსაც.

მანე, პროვანსი

Mane, Alpes-de-Haute-Provence

მანე მომხიბვლელი მთიანი ქალაქია პანორამული ხედებით პროვანსზე. ლავანდას მინდვრებს აქ ყველა კუთხეში აღმოაჩენთ, ხშირ შემთხვევაში ისინი შატოების ნაწილები არიან. აქ ბევრი ისტორიული ძეგლია, მათ შორის მე-12 საუკუნის ხიდი, შუა საუკუნეების ბაზრობა და ციტადელი. გირჩევთ საუვანის შატოს (Château de Sauvan).

დინ-ლე-ბაინი, პროვანსი

Digne-les-Bains, Alpes-de-Haute-Provence

ეს ისტორიული სპა ქალაქია ფრანგულ ალპებში. ქალაქს ლავანდას პროდუქციის წარმოების გრძელი ისტორია აქვს. მისი შაბათის ბაზრობაზე შეიძენთ სანპებს და ზეთებს, ასევე ზეთისხილს და ყველს. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ლავანდას მუზეუმი. ლავანდას ფესტივალზე დასასწრებად ეწვიეთ დინ-ლე-ბაინს აგვისტოს პირველ ნახევარში.

გრასე, ალპ-მარიტიმი

Grasse, Alpes-Maritimes

ეს პარფიუმერიის მსოფლიო დედაქალაქია, რომელიც უკვე 400 წელზე მეტია რაც ცნობილია პარფიუმერიის ინდუსტრიით. აქ დამზადებული სუნამოების მთავარი ინგრედიენტია ლავანდა. ეწვიეთ პარფიუმერიის სახელოსნოებს, აიღეთ გიდის ტურები და შეიძინეთ სილამაზის პროდუქტები.

მანოსკე, პროვანსი

Manosque, Alpes-de-Haute-Provence

მანოსკე ისტორიული ქალაქია ლამაზი მოედნებით და ანტიკური შადრევნებით. ის რაც აქ ლავანდას მოყვარულებს იწვევს, L’Occitane-ის ქარხანაა, სადაც ბრენდის უნიკალურ სუნამოებს იხილავთ. ლავანდა და სუნამოების სხვა ინგრედიენტები, ქარხნის ულამაზეს ბაღში იზრდებიან. მანოსკე ვალენსოლეს ლავანდას მინდვრებთან ახლოს მდებარეობს.

სან-რემეზე, არდეჩი

Saint-Remèze, Ardèche

კლდეების და ველური ლავანდას სამშობლო სან-რემეზე სოფელია არდეჩის მთებში. ქალაქს აქვს ლავანდას სახლ-მუზეუმი, სადაც შეძლებთ პატარა მატარებლით ლავანდას მინდვრები მოიაროთ. აქ იხილავთ როგორ წურავენ ლავანდისგან ზეთს და როგორ იქცევა ის სურნელად.

ჩამალოკი, დრომი

Chamaloc, Drôme

ეს მთიანი სოფელი ვერკორის რეგიონალური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლავანდა აქ უფრო მოგვიანებით ხარობს, ამიტომაც ეწვიეთ ივლისის შუა რიცხვებიდან.

სიმიანე-ლა-როტონდა, პროვანსი

Simiane-la-Rotonde, Alpes-de-Haute-Provence

ეს კლასიკური მთაზე გაშენებული ქალაქი ლავანდას მინდვრებითაა გარშემორტყმული. ის პოპულარული ადგილია ფოტოგრაფებისთვის. მოინახულეთ მე-12 საუკუნის სიმიანეს სასახლე მთაზე და დატკბით ლავანდას ხედებით.