ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალაქი, პრაღა, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს როგორც საკუთრივ ჩეხეთიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან. თვალწარმტაცი ხედები, მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება, არქიტექტურა და ცენტრალური ევროპული ქალაქის ატმოსფერო – პრაღა ნამდვილად ღირს სამოგზაუროდ. ყოველთვის, როცა ჩათლით, რომ უკვე ამოწურეთ პრაღის ღირსშესანიშნაობები, გახსოვდეთ, რომ ქალაქიდან არც თუ ისე შორს, მრავალი ულამაზესი ადგილი მდებარეობს, რომლებიც ცენტრალური ევროპის კვლევის კონტექსტში ფასდაუდებელ ინფორმაციას ინახავენ. გაემართეთ ქალაქგარეთ 1 დღიან ტურებზე და მიიღეთ ამაღელვებელი და საინტერესო შთაბეჭდილებები.

კუტნა ჰორა/Kutná Hora

პრაღიდან მატარებლით დაახლოებით ორი საათის მანძილზე მდებარე კუტნა ჰორა, პატარა ქალაქია, რომელიც სედლეკ ოსუარის (Sedlec Ossuary) სახლითაა ცნობილი. მას ძვლების სამლოცველოსაც უწოდებენ. მომცრო სამლოცველოს ინტერიერი 40 000 ადამიანის ძვლითაა დეკორირებული, რომლებიც ევროპაში შავი ჭირის გავრცელების დროს დაიღუპნენ. ვიზიტორებს წმინდა ბარბარას გოთიკური სტილის ტაძრის ნახვაც შეუძლიათ, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი, იქიდან კი წმინდა ბარბარას ქუჩაზე სეირნობისას ქალაქის ულამაზესი ხედები გადაიშლება თქვენს წინაშე.

კარლშტეინი/Karlštejn

მატარებლით 40 წუთიანი კომფორტულად გასავლელი გზა კარლშტეინამდე მიგიყვანთ – გოთიკურ სტილში აგებულ მე-14 საუკუნის ციხესიმაგრემდე, რომელიც დღემდე მშვენიერ მდგომარეობაშია. ციხის კედლებში შესვლამდე, ადით გორაკზე, ჩაუარეთ სუვენირების სადგომებს, კაფეებს, რესტორნებს და ანტიკურ მაღაზიებს. გაითვალისწინეთ, რომ ციხესიმაგრის ოთახებში მოხვედრა მხოლოდ ფასიანი ტურებით შეგიძლიათ. ზაფხულში და შემოდგომით თან იქონიეთ კონფორტული ფეხსაცმელი, რათა ციხის მიმდებარედ არსებული სალაშქრო ბილიკები შეისწავლოთ.

დრეზდენი, გერმანია

დრეზდენი, გერმანული ქალაქი მდინარე ელბაზე, პრაღიდან მატარებლით დაახლოებით 2 საათის სავალზე მდებარეობს. ის განთქმულია თავისი ბრწყინვალე ბოროკოს სტილის არქიტექტურით. მოინახულეთ ცვინგერის სასახლე და ფრაუენკირხეს ეკლესია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურების შემდეგ ხელახლა აშენდა, თუმცა პირვანდელი შენობის ნანგრევების ნახვა მის სარდაფში დღესაც შეგიძლიათ. უნიკალურ ხელოვნებასა და არქიტექტურასთან საზიარებლად, ასევე, უჩვეულო ბოჰემური განწყობის შესაქმნელად, გაისეირნეთ დრეზდენის ბაროკოს სტილის კვარტლებსა და ნოიშტადტის უბანში.

პილსნერ ურკელის ლუდსახარში/Pilsner Urquell Brewery

პოპულარული ლაგერის ტიპის ლუდის, პილსნერის სახელწოდება ქალაქ პლზენს – გერმანულად პილსენს – უკავშირდება. მისი წარმოება პილსენ ურკველის ლუდსახარშში დაახლოებით 2 საუკუნის წინ დაიწყო. აღმოაჩინე ლეგენდარული ლუდის საიდუმლოები ტურის მეგზურთან ერთად, რომელიც ლუდსახარშის მუზეუმში, ლუდის დასაყენებელ მცენარეებთან და საწყობებთან მიგიყვანს. ეს ტურები ყოველთვის უფასო ლუდის კათხებით ხელში სრულდება. სანამ უკან დაბრუნებას გადაწყვეტთ, მოინახულეთ პროდუქტი და სუვენირები ქარხნის მაღაზიაში ან ტურის საშუალებით დაათვალიერეთ ისტორიული მიწისქვეშა გვირაბის ქსელი, რომელიც ქალაქის ქვეშ გადის.

კარლოვი ვარი

კარლოვი ვარი პრაღიდან მხოლოდ ერთი საათის სავალზეა, ასე რომ მარტივადაა შესაძლებელი იქ ერთ დღიანი მოგზაურობის დაგეგმვა. თუმცა, ღამით დარჩენაც მიიღეთ მხედველობაში, რათა უკეთ გაიცნოთ ყველაფერი რასაც ქალაქი გთავაზობთ. კარლოვი ვარი უმეტესად ცნობილი მისი 12 ცხელი წყაროთია, რომლებიც, როგორც ამბობენ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. შეავსეთ თქვენი თერმოსები უფასოდ ერთ-ერთი წყაროდან ან ეწვიეთ სპა სამედიცინო ცენტრებს სამკურნალოდ. ნათელ დღეს ფუნიკულიორით ისარგებლეთ სათვალთვალო კოშკამდე ასასვლელად, ან გაისეირნეთ არხის გასწვრივ, რომელიც ქალაქს კვეთს. ზაფხულობით ღია ცის ქვეშ მრავალი ფესტივალი ტარდება, მათ შორის ყოველწლიური კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი.

ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკი/Terezín Concentration Camp

მე-18 საუკუნეში აშენებული ქალაქი ტერეზინი, რომელიც პრაღიდან ავტობუსით ერთი საათის სავალზეა, ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, იქ დაკავებულები იყვნენ ჩეხოსლოვაკეთის და სხვა რამდენიმე სახელმწიფოს ებრაელი მოსახლეობა, მანამ სანამ, ნაცისტებმა ისინი „სიკვდილის“ ბანაკებში არ გააგზავნეს. მიუხედავად სევდიანი მოგზაურობისა, ის მნიშვნელოვანი ისტორიული სანახაობაა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თავდაპირველი საცხოვრებელი კვარტლები, ყაზარმის სამლოცველო, სასაფლაო და საგანმანათლებლო მუზეუმი, რომელიც ბანაკის ისტორიას ინახავს.

ჩეშკი კრუმლოვი

პრაღიდან მატარებლით დაახლოებით სამი საათის სავალზე, მდინარე ვლტავაზე ზღაპრული ქალაქი, ჩეშკი კრუმლოვი მდებარეობს. ჩეშკი კრუმლოვი, სადაც დომინირებული ისტორიული საუკუნის ციხესიმაგრე ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს, პატარა მიხვეულ-მოხვეული ქუჩების ლაბირინთებისგან შედგება, რომელთა შესწავლაც ძალიან სასიამოვნო და სახალისო პროცესია. ციხე, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა და მოგვიანებით რენესანსის და ბაროკოს სტილში განახლდა, ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში ასევე ეგონ შლეს ხელოვნების ცენტრია, რომელიც მოდერნისტ ავსტრიელ მხატვარს, ჩეშკი კრუმლოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მაცხოვრებელს ეძღვნება.

ბოჰემური და საქსონური შვეიცარიის ეროვნული პარკი

ჩეხეთისა და გერმანიის საზვარზე, პრაღიდან ავტობუსით სამი საათის სავალზე მდებარეობს ბოჰემური და საქსონური შვეიცარიის ეროვნული პარკი, რომელსაც ბოჰემურ სამოთხესაც უწოდებენ და სადაც განსაცვიფრებელი ლანდშაფტები იშლება. უმეტესად, პარკი ქვიშის კლდის წარმონაქმნებითაა ცნობილი. ყველაზე ცნობილი: პროვჩიცეს კარიბჭე, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. ტერიტორია იდეალურია ლაშქრობისა და ველო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე ნავით სეირნობისთვის მდინარე კამენიცის კლდეებს შორის.

მელნიკი/Mělník

ისტორიული ქალაქი მელნიკი მდინარეების, ვლტავასა და ელბას შესართავს გადაჰყურებს და ბოჰემური ღვინის მწარმოებელი რეგიონის შუაგულში მდებარეობს. ქალაქი, რომელიც პრაღის დასავლეთით, ერთი საათის სავალ გზაზეა, ადგილობრივი ღვინის დაგემოვნების მრავალ შესაძლებლობას გთავაზობთ. ეწვიეთ ციხესიმაგრეს, ლობკოვიჩების საოჯახო რეზიდენციას, ისეირნეთ მდინარის გასწვრივ, ქალაქის ისტორიულ ქუჩებში.

ბრდი/Brdy

ეს არის ულამაზესი ბორცვები პრაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პრაღიდან ერთი საათის სავალზე. ბრიდის ბორცვების უმეტესი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა საზოგადოებისთვის დახურულ სასწავლო სამხედრო ზონად. არმიის მიერ ადგილის დატოვების შემდეგ ბორცვები პოპულარული სალაშქრო ადგილი გახდა მისი ბუნებრივი სილამაზის, რამდენიმე ციხე-სიმაგრის ნანგრევებისა და ახლოს მდებარე ქალაქების გამო, როგორიცაა დობრიში მისი ულამაზესი შატოთი.