კოლუმბია სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი გაჩერება უნდა იყოს. მისი შთამაგონებელი ლანდშაფტი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის გარშემორტყმულია როგორც კარიბის, ასევე წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლით და მოიცავს ამაზონის ჯუნგლების ნაწილსაც. მოინახულეთ მისი ველური ბუნება და თანამედროვე ქალაქები ავთენტური კულტურით და სტუმართმოყვარე ადილობრივებით. რთულია კოლუმბია არ შეგიყვარდეთ, რთული ხდება მასთან გამოთხოვებაც. შენი მეგზური ამ ქვეყნის საუკეთესო ადილებს მიმოიხილავს:
1. კოლუმბიის ეროვნული მცენარე კოკორას ველზე
ლოს ნევადოსის ეროვნული პარკი კოლუმბიის ერთ-ერთი საუკეთესო ეროვნული პარკია, მისი კოკორას ველი (Valle de Cocora) კი ქვეყნის სუნთქვაშემკვრელი მიმართულებაა. აქ განსაკუთრებული ჯიშის პალმები მდებარეობს, რომლებიც იდილიურ გარემოს გადმოჰყურებენ. ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 6 სართუალიანი შენობის სიმაღლისაცაა.

2. სნორკელინგი და დაივინგი პროვიდენსიას გარშემო არსებულ კლდის რიფებთან
კოლუმბიის კარიბის სანაპირო ზოლი სამოთხეს წააგავს. განსაკუთრებით ტროპიკული კუნძული პროვიდენსია (Providencia). აქაური კრისტალივით სუფთა მწვანე წყალი იდეალურია სნორკელინგისა და სკუბა დაივინგისთვის. კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე მაკბინის ეროვნული პარკის ლაგუნას “7 ფერის ზღვასაც” უწოდებენ. აქ საოცარი ტროპიკული თევზები და წყლის კუები ბინადრობენ.

3. იცეკვეთ სალსა მის დედაქალაქში (CALI)
სალსას მსოფლიო დედაქალაქში, წვეულებების მოყვარულ კალიში, მუსიკას დღე და ღამ გაიგონებთ. აქ დიჯეების დილემა იმაში მდგომარეობს თუ რომელ საღამოს რომელი სალსა დაუკრან. ჩაიძირეთ ქალაქის ფავორიტ რიტმში და ეწვიეთ მის ბარებსა და კლუბებს. გირჩევთ ამ ორს: La Topa Tolondra და Zaperoco Bar. სექტემბერში აქ იმართება სალსას ფესტივალიც.

4. დალაშქრეთ სიუდად პერდიდას ჯუნგლები
დალაშქრეთ კოლუმბიის “დაკარული ქალაქი” იგივე CIUDAD PERDIDA, სადაც ჯუნგლების ნოტიო ჰავაა. აქ სიარულისას თვალწინ წარმოიდგებათ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს სამეფო ერთ დროს.

5. ფერადი კართაგენა
მომხიბვლელი ქალაქი კართაენა ფილმის გადასაღებ მოედანს წააგავს მისი ისტორიული პლაზებით, საოცარი ეკლესიებით და სახლებით. აქ უგემრიელეს ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ. მოინახულეთ ორო ზენუს მუზეუმი ოქროს არტეფაქტებით, რომლებიც აქ მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნოდათ. შეიძინეთ ტრადიციული სომბრეროს ქუდიც.

6. შეიტყვეთ მედელინის ექსტრაორდინალურ ტრანსფორმაციაზე
მზად იყავით თანამედროვე მედელინის შეცნობისთის. წარსულში არსებული კონფლიქტების გამო, ამ ქალამა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი თანამედროვე უბნები პობლადო და ლორელსი დღეს ცოცხალ ღამის ცხოვრებას და მრაავლფეროვან რესტორნებს წარმოვიდგენენ.

7. დააგემოვნეთ კოლუმბიის უგემრიელესი ყავა
მსოფლიო დონის ყავა კოლუმბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია. ამიტომაც, ყავის დაგემოვნების გარეშე, კოლუმბია არ უნდა დატოვოთ.

8. ბოგოტას ხელოვნება
ბოგოტა მოგზაურებს ინდივიდუალური შარმით იზიდავს. კოლუმბიის დედაქალაქი კოსმოპოლიტური ლათინო ქალაქია ღამის გართობის და ხელოვნების ნიმუშების მიქსით. მთავარი მუზეუმია: მუზეო დელ ორო. კოლუმბიის ისტორიას შეიტყობთ ბოტეროს მუზეუმში. ასევე გირჩევთ ლა ბალსას გალერეას და ქუჩის გრაფიტის დათვალიერებას.

9. კოლუმბიის არქეოლოგიური პარკები
Parque Arqueológico San Agustín – ცნობილია სამხრეთ ამერიკის გამორჩეული სკულპტურებით. ეს პარკი სავსეა მისტიკით, რაც ერთდროულად მოხიბლულს და გაოცებულს დაგტოვებთ.
Tierradentro – საინტერესოა არქეოლოგიით გატაცებულთათვის. აქ მდებარე ნეკროპოლისი ჩვ.წ-მდე აშენდა და საუცხოოდ შემონახულ კომპლექსს წარმოგვიდგენს.

10. ვარსკვლავებზე დაკვირვება ტატაკოას უდაბნოში
TATACOA DESERT – მშრალი ტროპიკული უდაბნოა, სადაც ღამის ცა ისეთი სუფთაა, რომ ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის იდეალურ ადილს ქმნის. მშრალი კლიმატი ციური სხეულების შენიშვნას აადვილებს.











