შვეიცარიაში გეგმავთ მოგზაურობას, მაგრამ არ იცით რა გააკეთოთ ან სად წახვიდეთ? ჩვენ ამ ქვეყანაში 10 რჩევას მოგცემთ.

ისრიალეთ მატერჰორნის ჩრდილში

ზერმატის სათხილამურო კურორტს, წვეტიანი ფორმის მატერჰორნი ამშვენებს. მათ, ვისაც სრიალი არ სურს, შეუძლიათ ამ მთის დიდებულებით სხვანაირად დატკბნენ. როტორნისკენ 30 წუთიანი საბაგირო მოგზაურობა გარშემო არსებული მთების პანორამას გთავაზობთ.

ჩაიძირეთ ადგილობრივ კულტურაში

შვეიცარიას საუნტერესო კულტურა აქვს. ის ბევრ ტრადიციასა და ფესტივალს აერთიანებს. ბაზელის ქუჩებში შეგიძლიათ დრამერთა მარშს შეუერთდეთ, რიგის მთაზე შვეიცარიული ჭიდაობა იხილოთ, ვალეში კი ჯადოქართა რბოლას დაესწროთ. ამ ქვეყნის კულტურა წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო თავშესაქცევს გვთავაზობს.

განიტვირთეთ და დატკბით GoldenPass Line-ის ხედებით

ეს გასაოცარი მატარებლის გზა შეიცარიის საუცხოო ბუნებას დაგათვალიერებინებთ. დაახლოებით 5 საათნახევრიანი გზა ლუცერნიდან მონტროში წაგიყვანთ და 3 მთაგრეხილზე, ტბებზე, ჩანჩქერებზე და ვრცელ მინდვრებზე გადაგატარებთ. გზად ორი გადაჯდომა მოგიწევთ.

მიდით მატარებლით ევროპის უმაღლეს გაჩერებაზე

ზღვის დონიდან 3454 მეტრზე, Jungfraujoch უმაღლესი სარკინიგზო სადგურია ევროპაში. მატარებლიდან შვეიცარიის ალპების ხედებით დატკბებით. გადმოსახედზე ასვლისას თქვენ წინ 23 კილომეტრიანი მყინვარი აღიმართება.

დაუახლოვდით ბუნებას შვეიცარიის ეროვნულ პარკში

შვეიცარის ეროვნული პარკი უძველესი ეროვნული პარკია, რომელიც 1914 წელს გაიხსნა. 80 კილომეტრიანი სალაშქრო ბილიკი საშუალებას მოგცემთ ულამაზესი ბუნებით დატკბეთ და ფლორა/ფაუნას დააკვირდეთ.

ილაშქრეთ ალპებში

შვეიცარიის ალპებში ლაშქრობა იქნება მოგონება, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ. შვეიცარია ბევრი შთამბეჭდავი ბილიკით, მწვერვალებით და დიდი ველებითაა სავსე. ტრანსპორტის სიმრავლის წყალობით, ნავიგაციას აქ ადვილად მოახერხებთ. მიაკითხეთ შვეიცარიულ ალპების კლუბს, რომლებიც ტურებს შემოგთავაზებენ. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ აპლიკაციით, სადაც ქვეყნის 32 სალაშქრო გზაა ნაჩვენები.

დააგემოვნეთ ღვინო ვოდში

მართალია, შვეიცარია ყველით უფროა ცნობილი, ვიდრე ღვინით, თუმცა აქ უგემრიელეს ღვინოს დააგემოვნებთ. Vaud – არის მხარე, სადაც ჭიქა საუკეთესო ღვინით იაფად დატკბებით. აქ მშვენიერი ატმოსფერო, სუფთა მთის ჰაერი და ულამაზესი ლანდშაფტია.

ისწავლეთ ყველის მომზადება გრუიერში

Gruyères Cheese – მსოფლიოში ცნობილი ყველია, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ. შვეიცარიულ ყველებში ის ყველაზე პოპულარული და პრესტიჟულია. მის სამშობლოში, შეგიძლიათ ამ ყველის მომზადების ხელოვნებასაც დაეუფლოთ. ამას “გრუიერის სახლში” მოახერხებთ. თან, ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებშიც გაისეირნებთ.

გასინჯეთ მსოფლიოს საუკეთესო შვეიცარიული შოკოლადი

კილჩბერგში მსოფლიოს უძველეს შოკოლადის ქარხანას ეწვიეთ – Maison Cailler-ს, გამოიკვლიეთ ციურიხი და შეისწავლეთ შოკოლად Lindt-ის ისტორია. გახსოვდეთ, რომ შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შოკოლადის სამშობლოა.

გადაინაცვლეთ წარსულში შატო შილონში

შვეიცარია ბევრი ისტორიული ციხესიმაგრის სახლია, მაგრამ შატო შილონი მათგან გამორჩეულია. პატარა კუნძულზე არსებულ სასახლეს ჟენევას ტბა და მთები აკრავს გარს და თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ. დაათვალიერეთ მისი ოთახები და ეზო.