კატარი ქვეყანაა, სადაც უდაბნო ჰიპერ-თანამედროვე დედაქალაქთან საოცარ კონტრასტს ქმნის. აქ ნახავთ არქიტექტურას, რომელიც შთაგონებულია ისლამური დიზაინით და მათ გვერდით კი თანამედროვე ნაგებობებს. კატარის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ძეგლები თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ.
1. დოჰას კოშკი
საკულტო კოშკი დოჰას დასავლეთ სანაპიროზე
საკულტო დოჰას კოშკს ბურჯ დოჰასაც უწოდებენ. ეს 237მ. სიმაღლის კოშკი ქალაქის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მისი დიზაინი ფრანგ არქიტექტორ, ჟან ნუველს ეკუთვნის. ის ღამით, განათებულ მდგომარეობაში განსაკუთრებით ლამაზია. ღიაა კვირა-ხუთშაბათი 8 საათიდან 5 საათამდე.
მისამართი: 1 Al Corniche St
2. Aspire Tower
პანორამული ხედები დოჰას ერთ-ერთი უმაღლესი შენობიდან
ეს 300 მეტრიანი შენობა კი სასტუმროს წარმოდგენს და ის ახლოსაა მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. მათ შორისაა ვილაჯიოს სავაჭრო ცენტრი და ხალიფას საერთაშორისო სტადიონი. ხედებისთვის ადით მის სახურავზე.
3. ტორნადოს კოშკი
ქვიშის საათის ფორმის შენობა
ტორნადოს კოშკს გამორჩეულად შესამჩნევი ფორმა აქვს. მასში 52 სართულია მოთავსებული, ოფისებით, რესტორნებით, სავარჯიშო დარბაზით და სხვა დაწესებულებებით. ღიაა კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით.
4. სიდრას ცენტრი
კატარის მსოფლიო დონის ხელოვნების ინსტალაციები
სიდრას სამედიცინო და კვლევით ცენტრში მდებარე სიდრას ხელოვნების მუზეუმი უზარმაზარ სკულპტურებს წარმოგვიდგენს, მათ შორის ბრინჯაოს ქანდაკებებს, რომლებიც ადამიანის ევოლუციას ასახავენ.
5. კატარის ეროვნული კონვენციის ცენტრი
სიდრათი შთაგონებული დიზაინი
ეს ცენტრი გვთავაზობს თეატრს, საკონფერენციო დარბაზებს და შეხვედრის ოთახებს. მისი ფასადი უდაბნოს ხეს, სიდრას შთაგვაგონებს. კატარის ეროვნული კონვენციის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის განვითარებაში. ღიაა ყოველდღე დილის 8-დან ღამის 11 საათამდე.
6. ალ ზუბარას ციხესიმაგრე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
ქალაქ ალ ზუბარაში მდებარე ეს ციხესიმაგრე 1938 წელს შეხმა აბდულამ ააშენა და დღეს ის მუზეუმია,ს ადაც კატარის უნიკალურ ისტორიას გაეცნობით. დოჰადან აქ საინტერესო 1 დღიან მოგზაურობას დაგეგმავთ. ღიაა ყოველდღე დღის 2 საათიდან მზის ჩასვლამდე.
7. ბარზანის კოშკები
ბარზანის კოშკები მე-19 საუკუნით თარიღდებიან. მის კოშკებს მთვარეზე დასაკვირვებლადაც იყენებენ. მისი არქიტექტურა ბრწყინვალეა ფოტოების უკანა ფონისთვის. დატკბით ხედებით გადმოსახედიდან. შესვლა უფასოა. ღიაა ყოველდღე. შაბათი-ხუთშაბათი დილის 9-დან დღს 1 საათამდე, ხოლო პარასკეობით 3-დან 6-მდე.
8. მშეირების მეჩეთი
უნიკალური მეჩეთი, სადაც თანამედროვეობა ტრადიციებს ერწყმის
აქ ისლამური და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი დაგხვდებათ. ეს ექსტრაორდინალური შენობა მზის სინათლეს ისე იყენებს, რომ დღის განმავლობაში ხელოვნური განათება არ სჭირდება.
9. კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეს საჯარო ბიბლიოთეკა 1 მილიონზე მეტ წიგნს აერთიანებს, მათ შორის ციფრულ კოლექციებსაც. შესვლა ვიზიტორებისთვისაც ნებადართულია. ყოველთვიურად აქ 80-მდე უფასო ღონისძიება ტარდება, მათ შორის ფილარმონიული ორკესტრის საჯარო შესრულებები. დეტალებს მათ ვებსაიტზე აღმოაჩენთ. ღიაა შაბათი-ხუთშაბათი 8-დან 8-მდე. პარასკეობით მხოლოდ 4-დან 8-მდე.
10. მტრედების კოშკები
Pigeon Towers ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ძეგლია. ის ათასობით მტრედის სახლია. არქიტექტურა ტრადიციულ ისლამურ დიზაინს ასახავს.