ახლო მომავალში როტერდამში ვიზიტს გეგმავთ? მაშინ ჩვენ მის ახლოს მდებარე 10 ქალაქს და ადგილს გირჩევთ, რომელიც თქვენს იქ ყოფნას უფრო მრავალფეროვანს გახდის.
კინდერდიჯკი/Kinderdijk
სამხრეთ ჰოლანდიის ამ ქალაქში 18 მონუმენტური ქარის წისქვილი მე-18 საუკუნეში ააგეს და დღეს მას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა იცავს. ეს სოფელი როტერდამიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და იქ მისვლა ველოსიპედითაც კია შესაძლებელი.
შევენინგენი/Scheveningen
შევენინგენი ჰოლანდიის ყველაზე პოპულარული სანაპირო კურორტია და სასიამოვნო მზიანი დღის გატარებას გპირდებათ. აქ დაგხვდებათ რესტორნები, გადმოსახტომი კოშკი და ეშმაკის ბორბალი. სანაპირო ზოლი 6 კილომეტრზეა გადაჭიმული.
შიედამი/Schiedam
მე-18 საუკუნეში შიედამშიც ააგეს გიგანტური ქარის წისქვილები რათა ჰოლანდიური სპირტის ინდუსტრია განევითარებინათ. დღეს აქ 8 წისქვილს ისევ იხილავთ.
ოტერლო/Otterlo
ოტერლო ჰოლანდიის უდიდესი ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული. აქ ულამაზესი ბუნების გარდა, ვან გოგის უდიდესი კოლექციის ხილვაც შეგიძლიათ, კროლერ-მიულერის მუზეუმში.
დელფტი/Delft
დელფტი როტერდამსა და ჰააგას შორის მდებარეობს, ამიტომაც აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც, მანქანითაც და ველოსიპედითაც მოხვდებით. ცნობილი ფერმწერი იან ვერმეერი ამ ქალაქში ცხოვრობდა და აქვე განისვენებს. ჰოლანდიის ოქროს ხანის პერიოდში, დელფტი მეთუნეობით გახდა ცნობილი და კერამიკის წარმოებას დღეს აქ ისევ უბადლოდ ახერხებენ.
ლეიდენი/Leiden
ლეიდენის უნივერსიტეტი 1575 წლით თარიღდება და ნიდერლანდებში უძველეს უმაღლეს სასწავლებლად ითვლება. ამ ქალაქში ბევრი ისტორიული ძეგლია. აქ იხილავთ: ქალაქის ობსერვატორიას, ბოტანიკურ ბაღს და სამეცნიერო მუზეუმებს.
უტრეხტი/Utrecht
მიუხედავად იმისა, რომ უტრეხტი სიდიდით ნიდერლანდების რიგით მეოთხე ქალაქია, მოგზაურების ყურადღება ნამდვილად აკლია. თუმცა, უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ეს ქალაქი უნდა მოინახულოთ. მათ შორისაა შუასაუკუნეების დროინდელი ქალაქის ცენტრი, საოცარი მუზეუმები და რიტველდის არქიტექტურული შედევრი: რიტველდ შროდერის სახლი.
გაუდა/Gouda
ტრადიციული ყველის ბაზრობა გაუდაში ყოველ პარასკევს ეწყობა, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით. ყველის გარდა, გაუდა ასევე ცნობილია ჰოლანდიური ოქროს ხანის არქიტექტურით, რისი ბრწყინვალე მაგალითებიცაა: ქალაქის მერია და Weigh House.
ბისბოსხის ეროვნული პარკი/Nationaal Park De Biesbosch
ბისბოხი წყლის კატასტროფული მოვარდნისგან შეიქმნა, რამაც ის ჭაობად აქცია. წლების მანძილზე მდინარეებმა მისი ფორმის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი და დღეს სახეზე დაცული ეროვნული პარკი გვაქვს მრავალფეროვანი ბიოსფეროთი. აქ ველოსიპედის და საფეხმავლო გზებს ნახავთ, თუმცა მისი შესწავლა ნავით შეგიძლიათ.