პარიზში ბევრ ღირსშესანიშნაობას ნახავთ, მაგრამ თუ მას ოდნავ გასცდებით, სანახაობების არეალი კიდევ უფრო გაიზრდება. ვერსალის სასახლე ცენტრალური პარიზიდან 22 კილომეტრში მდებარეობს და აქ მატარებლით მოხვდებით. ეს 400 წლოვანი სასახლე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შატოა ბაღებითა და შადრევნებით. ვერსალს ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

როდის უნდა ეწვიოთ ვერსალს? პარკის კარიბჭე ზაფხულობით დილის 7 საათზე იღება, ხოლო ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, დილის 8-ზე. თუ მანქანას ქირაობთ, პარკინგის ღირებულება 12 ევროა. თვითონ სასახლე დილის 9 საათზე იხსნება, თუ მანამდე მიხვალთ, ეზოთი ტკბობას შეძლებთ.

რომელ დღეებში უნდა შეიკავოთ თავი ვიზიტისგან? ვერსალისთვის ყველაზე დატვირთული დღეებია: სამშაბათი, შაბათი და კვირა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ვერსალი ორშაბათობით დაკეტილია. თუ გსურთ ადგილზე რიგში დგომას თავი აარიდოთ, შეიძინეთ ბილეთი შატოს ვებსაიტიდან და “A” შესასვლელიდან შედით.

რა დრო უნდა გაატაროთ ვერსალში? ზოგადად, აქ მთელი დღის გატარებას გირჩევთ, რათა რაც შეიძლება მეტის ნახვა შეძლოთ. ვერსალში დაგხვდებათ საკვები სივრცეები, თუმცა, შეგიძლიათ პარკში პიკნიკიც მოიწყოთ. ფეხით სიარულის გარდა, აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავით ან იქირაოთ ველოსიპედი.

ტოპ აქტივობები ვერსალში:

სარკეების დარბაზი (The Hall of Mirrors): ეს 75 მ სიგრძის დარბაზი ბრწყინავს 357 სარკეთი და მათ მოპირდაპირედ მდებარე ფანჯრებით, რომლებიც ბაღს გადაჰყურებენ.

მეფის და დედოფლის აპარტამენტები: ეს აპარტამენტები მდიდრული ჭერით, კარებებით და დეტალებით ჰერკულესს, ვენერას, მარსს და მერკურს ეძღვნებიან.

სხვა დიდებული ოთახები: “საბრძოლო გალერეა” (The Galerie des Batailles) კიდევ უფრო გრძელია, ვიდრე სარკეების დარბაზი და ფრანგული საომარი გამარჯვებების აღსანიშნ 33 უზარმაზარ ნახატს წარმოგვიდგენს. ასევე, იხილეთ ომის ოთახი (Salon de la Guerre) და მშვიდობის ოთახი (Salon de la Paix).

ბაღი, დიდი არხი და ტრიანონის მამული: ვერსახლის სასახლის ბაღები და შადრევნები ცალკე სიამოვნებაა, სადაც მშვიდად განმარტოებასაც შეძლებთ. მე-17 საუკუნის ტრიანონის დიდი სასახლე (Trianon Estate) და პატარა სასახლე მისი შემადგენელი ნაწილია. ეწვიეთ დედოფლის კუნძულსაც, რომელიც მარია ანტუანეტასთვის შეიქმნა.

ვერსალი სამეფოს პოლიტიკური დედაქალაქი იყო და სამეფო სასამართლო აქ 1682 წლიდან 1789 წლამდე ფუნქციონირებდა. იქამდე, სანამ ათასობით ქალი მარშით შატომდე არ მივიდა. მოგვიანებით, ვერსალი იმპერატორ ნაპოლეონის და მისი ცოლი ჟოზეფინას სახლი იყო. შარლ დე გოლი კი აქ 1940-იან წლებში ცხოვრობდა.

ვერსალის სრულად დასათვალიერებლად შეიძინეთ “პასპორტი ბილეთი”. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებსაც ან იქირაოთ ყურსასმენები აუდიოგიდისთვის. გადმოწერეთ ვერსალოს აპლიკაცია და მისი საშუალებითაც იხელმძღვანელებთ. ვერსალის ბაღში და პარკში სტუმრობა ყველასთვის უფასოა, გარდა იმ დღეებისა, როცა აქ მუსიკალური შოუები ეწყობა.

ვერსალში მოხვდებით მატარებლის ხაზით: RER C, რომელიც ვერსალის რივ გოშეში სრულდება, ცენტრალური პარიზიდან 40 წუთის გზაზე. გაჩერებიდან სასახლის კარიბჭემდე 10 წუთის გზაა. სხვა სადგურები შატოდან ფეხით უფრო შორს მდებარეობენ. შეგიძლიათ გაყვეთ კომბინირებულ პარიზის ავტობუსს.