🇹🇭 ტაილანდი ჩასვლისთანავე გნუსხავთ ფერებით, ხმით, სურნელით და მოძრაობით. როგორც კი ბანგკოკში ჩავედი, ვიგრძენი, რომ თავად ჰაერიც კი სიცოცხლით იყო სავსე. მოტოციკლეტები ისრებივით დაქროდნენ, ნეონის განათებები დღის შუქზეც კი ციმციმებდნენ, ქუჩის კვებას კი გემრიელი სურნელი ჰქონდა. აქ თითქოს ყველაფერი სწრაფია, მაგრამ თავად აჩქარება არ მიგრძვნია. მე უბრალოდ გამოვიღვიძე.
🔥ხაო სანის (Khao San) გზის ქაოსში, სამყარო ერთ დიდ დღესასწაულს ჰგავს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო. მუსიკა ერთდროულად 5 მიმართულებიდან ისმის. გარშემო სულ ხალხია. თბილ ხელებს ცივი სასმელი აგრილებს, სიცილი კი ქუჩის აურზაურს იპყრობს. აქ საღამოებს არ გეგმავ, აქ მასში იძირები.
🛕 შემდეგ დილას, სიმშვიდე ვატ პოში (Wat Pho) მელოდა. ოქროს საყდრები აქ მზის ქვეშ ბრწყინავენ. მასიური ბუდა წამოწოლილი ისე ისვენებს, თითქოს დროც დაპაუზდა. ფეხსაცმელები გახდილია, ხმები დაბალი. უეცრად ბანგკოკი ყვირილის ნაცვლად, გეჩურჩულება. აქ ვხვდები, რომ ეს ქვეყანა მის ხაისათს ჩემს გულისცემაზე სწრაფად იცვლის.
🐘 მწვანე ჩრდილოეთში, ჩიანგ მაიში (Chiang Mai), ჰაერი უფრო რბილი ჩანს. მთები ჰორიზონტზე მოსჩანან, საყდრები მშვიდ გორაკებზე განთავსდნენ. დახლები სავსეა სანელებლებით, ქსოვილებით და ოცნებებით. ღამის ბაზრობაზე ყველა ნაბიჯი თითქოს კარებია ახალ სამყაროში.
🌴 შემდეგ სამხრეთში გადავინაცვლე. იქ კი კონტრასტები დამხვდა. ფუკეტში ზღვა უბრალოდ არ ბრწყინავს, ის პირდაპირ გეძახის მასში ჩასახტომად. პატონგის სანაპიროზე, ტალღები, მზე, მუსიკა, სხეულები და მოძრაობა ერთად ფეთქავს. ტაილანდი ზღვის პირას არაა მშვიდი, ის ძლიერია.
🏝 შემდეგ კი ისევ სიჩუმე მეგებება – ფი ფის კუნძულები. აქ წყალი ისეთი გამჭვირვალეა, რომ არარეალურს გავს. კლდეები პირდაპირ წყლიდან არიან ამოზრდილნი. ნავები ისე ჰაეროვნად მოძრაობენ, თითქოს ნახატში ტივტივებენ. აქ ფიქრებიც კი პაუზდება, ისე რომ თანხმობას არ გთხოვენ.
🍜 ტაილანდი საკვებითაც გელაპარაკება: ცხარე, ტკბილი, მჟავე, მარილიანი – თითქოს ყველაფერი ერთად. პად ტაი ქუჩიდან, ბრინჯი მანგოთი, სუპი, რომელიც სულს ათბობს და თვალებს აწყლიანებს. აქ გემოები ყოველთვის თავდაჯერებულია.
💛 როგორ მოქმედებს ტაილანდი შენზე?
გამყოფებს აწმყოში
გუშინდელ დღეზე ფიქრს წყვეტ
არ დარდობ მომავალზე
მიირთმევ როცა გშია
ცურავ როცა გცხელა
ცეკვავ, როცა მუსიკა ისმის
ისვენებ როცა მზე მწველია
🌞ტაილანდს ტოვებ უფრო მუქი კანით და ხმამაღალი მოგონებებით. შემდეგ, კი როცა მას გაიხსენებ,
მუდამ ღიმილი აგითამაშებს სახეს. იმიტომ, რომ ტაილანდმა გასწავლა თუ როგორ იცხოვრო უფრო
ხმამაღლა.










