ლაჟვარდოვანი ეგეოსის ზღვა თურქეთის სიდიდით რიგით მესამე ქალაქს ამშვენებს. 8500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იზმირი უმნიშვნელოვანესი კომერციული ჰაბი იყო, ანტიკური ქალაქებისკენ და კულტურული საგანძურებისკენ მიმავალი გზა. ეს ქალაქი სტუდენტური სიცოცხლის ადგილიცაა, 9 უნივერსიტეტით და ენერგიული ღამის ცხოვრებით. აუცილებლად დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები, გაისეირნეთ ბულვარში, ივაჭრეთ ანტიკურ ბაზრებში და დატკბით მზის ჩასვლის ხედებით ბორნებიდან. იზმირიდან მოხვდებით ულამაზეს ალაჩათშიც.
გაისეირნეთ იზმირის ისტორიულ ბაზარში
Kemeraltı Market – იზმირის სავაჭრო ცენტრი იყო მე-17 საუკუნიდან. მის ლაბირინთის ფორმის ქუჩები სავსეა მაღაზიებით, ფერადი ქსოვილების ბუტიკებით, საკვები დახლებით, სუნელებით, სამკაულის მაღაზიებით, ფეხსაცმელებით თუ ყავახანებით. ბაზრის მთავარი ქუჩაა – Anafartalar Caddesi, რომელსაც მოედნამდე მივყავართ, სადაც საკულტო საათის კოშკი მდებარეობს. მასთან დამაკავშირებელი ქუჩები მთელი წელი სავსეა ტურისტებით.
აღმოაჩინეთ ძველი იზმირი
იზმირის 3000 წლოვანი ისტორია მის ძველ შენობებში აისახება, ცენტრის გარშემო. გაიარეთ სინაგოგის ქუჩაზე (Havra Sokağı), სადაც სხვა ქვეყნებიდან მიგრირებული ებრაელები სახლობენ. იზმირში ბევრი მნიშვნელოვანი სინაგოგა მდებარეობს, რომლებიც ებრაელებმა ააგეს. ძველ ქუჩებში სეირნობის შემდეგ დააგემოვნეთ şambali – ქალაქის ცნობილი დესერტი.
მიირთვით ბოიოზი საუზმეზე
boyoz – გამომცხვარი კვერცხის, ფუნთუშას და ჩაის კომბინაციაა, რომელიც “იზმირის საკულტო საუზმითაა” ცნობილი. მართალია მას აქ ყველა კუთხეში აღმოაჩენთ, მაგრამ Alsancak Dostlar Fırını საუკეთესო ადგილად ითვლება.
ჩაიძირეთ ბაზრის ადგილობრივ ცხოვრებაში
Bostanlı Pazarı – იზმირის ყველაზე ცნობილი ბაზრობაა, რომელიც ოთხშაბათობით დილის 9-დან საღამოს 7-მდეა ღია. აქ ყველანაირ პროდუქტს ნახავთ: ქსოვილს, სამოსს, ჩანთებს, ჭიქებს, ხილს თუ ყვავილებს. ეს ადგილობრივი ცხოვრების ავთენტური სახეა.
შეისწავლეთ ჰელენური და რომაული ისტორია
სმირნას აგორა ანტიკური ქალაქ სმირნას გულია, რომელიც მე-4 საუკუნეში ალექსანდრე დიდის გამარჯვების შემდეგ ააგეს. აქ კონცერტებიც ხშირად ტარდება.
გაისეირნეთ წყლის პირას
The Kordon – ხშირადაა აღბეჭდილი ფოტოებში, სიმღერებსა და პოემებში. აქ სეირნობისას, ზღვის, ძველი სახლების, კაფეების თუ წიგნის მაღაზიების თვალიერებისას დროის შეგრძნებას დაკარგავთ და ზღვიდან მონაბერი ნიავით ზაფხულის სიცხეშიც გაგრილდებით.
გადაინაცვლეთ ანტიკურ საბერძნეთში
ტეოსი/Teos უძველესი ცივილიზაციების ქალაქია, რომელიც ჩ.წ-მდე თარიღდება და ბერძნულ ღვინის ღმერთთან, დიონისესთანაა კავშირში. ის ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. აქ ბევრი სხვადასხვა შენობის ნანგრევებია. ის იზმირიდან 40 კმ-ში მდებარეობს.