ბელეკში თურქული რივიერას ხმელთაშუაზღვიურ ატმოსფეროს შეიგრძნობთ. მისი მდიდრული წარსული მის ანტიკურ ძეგლებში გამოსჭვივის. ამ საკურორტო ქალაქში თბილი თვეები განსაკუთრებით სასიამოვნო გასატარებელია. მას 16 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აკრავს. ბელეკი თურქეთში ცნობილ გოლფის მიმართულებადაც ითვლება. აქ სათამაშოდ ბევრი გოლფის კლუბი და სახეტიალოდ ულამაზესი ბუნება დაგხვდებათ.

ბელეკის სანაპიროები

ბელეკის სანაპიროები ყველაფერია, რაც კი შეიძლება ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მოისურვოთ. ერთ-ერთი საუკეთესოა ცისფერი დროშის მქონე საჯარო სანაპირო (Belek Halk Plajı), რომელიც 200 მეტრზეა გადაჭიმული ოქროს ქვიშით და გზიდან საკმაოდ ხელმისავწდომი ლოკაციით.

ასპენდოსის თეატრი/Aspendos Theatre

ეს ერთ-ერთი გასაოცარი არქეოლოგიური ძეგლია ბელეკის სიახლოვეს. ამ ბერძნულ-რომაულ ნანგრევებში ხშირად ტარდება სხვადასხვა პერფორმანსები.

ბელეკის გოლფის კლუბები

ბელეკი ანტალიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სანაპირო კურორტია, სადაც გოლფით აქტიურად არიან დაკავებულები.

კოპრულუს კანიონი

ეს კანიონი ბევრ სათავგადასავლო აქტივობას გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია რაფტინგი და ზიპლაინი. დაისვენეთ ფიჭვის ხეებს შორის.

ბელეკის ჰამამები

თურქული სპა გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ისარგებლეთ ბელეკის თურქული აბანოებით. ტიპური 90 წუთიანი მოვლის პროცედურა მოიცავს ტანის სკრაბს და სხეულის მასაჟს. აქ მიირთმევთ ჩაის, მათ შორის საავტორო ვაშლის ჩაის. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7-მდე.

მისამართი: Belek Mahallesi, Acısu Caddesi No.37

ბელეკის ღამის ცხოვრება

ბელეკის ქალაქის ნაწილში ისიამოვნეთ კოქტეილებით და ღამის გართობით მზის ჩასვლის შემდეგ. ისინი მთავარ ქუჩაზე: Karakoyunlular Caddesi-ზე არიან თავმოყრილნი. Red Castle Belek – აქ კოქტეილების დიდი არჩევანი დახვდებათ, Gardners English Bar-ში კი ბევრი თამაში.

პერგა/Perga

ანტიკური ქალაქი პერგა საუკეთესოდ შემონახული არქეოლოგიური ძეგლია ანატოლიის რეგიონში. ის ჩვ.წ-მდე 1300 წლით თარიღდება. აქ საყდარი, აბანოები, 2 ბაზილიკა და აკროპოლისია. აქ ულამაზეს ქვის რელიეფს, სკულპტურებს და ნაგებობების ნაშთებს ნახავთ. გიდის ტურები ხელმისაწვდომია.

აკვაპარკი

Aquapark Güral Premier ბევრი სასრიალოთი და ატრაქციონით გამოირჩევა, სადაც ბავშვებთან ერთად ზრდასრულებიც გაერთობიან.

ალტინბესიკის ეროვნული პარკი/Altinbesik National Park

ეს პარკი მთელი წლის მანძილზე გვთავაზობს გარე აქტივობებს. საინტერესო მოსანახულებელია მისი გამოქვაბული და განსაკუთრებით სასიამოვნოა მისი დალაშქვრა ზაფხულში. ღიაა ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.