ფეთჰიე (Fethiye) თურქეთის ფირუზისფერი სანაპიროა, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობისას არ უნდა გამოტოვოთ. ჩვენ მისი აუცილებლად მონახულებისთვის მიზეზებს გაგიმხელთ.
-
პეპლის ხეობის გადმოსახედზე ასვლა
ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ხედი, რაც შეიძლება ცხოვრებაში იხილოთ, Butterfly Valley Viewpoint-დან მოსჩანს. თვითონ პეპლის ხეობას როგორც წესი ნავით ნახუხლობენ და მის თეთრ სანაპიროს სტუმრობენ. თუმცა, შეგიძლიათ ახვიდეთ გადმოსახედზე და ამ ბუნების სილამაზით ზევიდანაც დატკბეთ. ქალაქ ოლუდენიზიდან იქამდე 15 წუთის სამანქანო გზაა.
-
პარაპლანით ხტომა 1960 მეტრიდან
ფეთჰიეში ბევრი სწორედაც რომ ფრენისთვის ჩადის. აქ ბევრი კომპანია გვთავაზობს პარაპლანით ხტომის გამოცდილებას. შესაბამისი ინსტრუქციების მიღების შემდეგ, ბაბადაგის მთაზე აგიყვანენ და ინსტრუქტორთან ერთად პეპლის ხევს და კურორტს ზევიდან გადმოხედავთ.
-
ფეთჰიეს ძველი ქალაქის დათვალიერება
ფეთჰიეს ძველი ქალაქი მშვენიერი სივრცეა სანაპიროებს მიღმა ურბანული არეალიც რომ დაათვალიეროთ. აქ შოპინგის საშუალებაც გექნებათ ქოლგების ქუჩაზე და თევზის ბაზრობაზე. ამიტომაც, გემრიელადაც ისადილებთ.
-
შოპინგი და სანაპიროზე დასვენება ოლუდენიზში
Oludeniz – 20 წუთის სავალ გზაზეა ფეთჰიედან. აქ არაჩვეულებრივი ბულვარი, ფართო სანაპირო გასარუჯად და იაფი ბრენდ მაღაზიებია.
-
საკლიკენტის ხეობის ხილვა
Saklikent Gorge 300 მ. სიმაღლის და 18 კმ სიგრძის კანიონია, მსოფლიოში ყველაზე ღრმა. მისი სახელწოდება ნიშნავს დამალულ ქალაქს. არაა საჭირო გაიაროთ სრული 18 კილომეტრი, მოკლე გასეირნებაც დაგანახებთ მის ღირსშესანიშნაობებს. წყალი საოცრად სუფთაა, რადგანაც აქ მთებიდან დამდნარი სითხე ჩამოედინება.
-
ლისიანის ქვის სამარხებით აღფრთოვანება
Lycian Rock Tombs – ქვაში გამოთლილი სამარხებია, რომლებსაც ფეთჰიეს ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან მოკრავთ თვალს. აქ მოხვედრა მარტივია, უბრალოდ წადით რესტორნისკენ: Kings Garden და მის წინ შესასვლელს დაინახავთ. აიარეთ 200 კიბის საფეხური და დააკვირდით სამარხებს ახლოდან. შესვლის ღირებულებაა 1.50 $.
სად უნდა მიირთვათ ფეთჰიეში?
- Nazilli Pide Salonu
- Sundial Restaurant
- Jade Terrace
- თევზის ბაზრობა