ცნობილი როგორც საკურორტო მიმართულება, ანტალია მოგზაურებს ფირუზისფერი წყლით და გემრიელი საჭმლით იზიდავს. ჩვენ რამდენიმე რესტორანს გირჩევთ, სადაც ადგილობრივები ამჯობინებენ მირთმევას.

7 Mehmet

საუკეთესო: ტრადიციული სამზარეულოსთვის

ადგილობრივებს რესტორნის რეკომენდაციაზე რომ კითხოთ, აუცილებლად გირჩევთ ამ პანორამულ ადგილს სანაპიროს მახლობლად. რესტორანმა 1937 წლის შემდეგ დიდი განვითარება გაიარა, მიირთმევთ ზღვის პროდუქტებს, სალათებს, ხორცის კერძებს, ბოსტნეულს და დესერტს.

Kadirşinas Ocakbaşı

საუკეთესო: ქაბაბისთვის

ეს კლასიკური გრილის რესტორანი ერთ-ერთ საუკეთესო ქაბაბებს გვთავაზობს მთელ ანტალიაში. აქ ასევე უგემრიელესად ამზადებენ პიაზს, პოპულარულ თურქულ ცივ სალათას ტაჰინის და ძმრის სოუსით.

Özgül Kebap Şişçi İbo

საუკეთესო ანტალიური პიაზის აღმოჩენისთვის

ანტალიის საკულტო კერძებს შორისაა პიაზი, რომელიც თურქეთში ფართოდაა ცნობილი. ესაა თეთრი ლობიო ტაჰინის სოუსში კვერცხით და პომიდვრით. ანტალიის ბევრი რესტორანი იკვეხნის მისი საუკეთესო შესრულებით, მაგრამ ეს რესტორანი, ელმალის უბანში, მათ შორის გამორჩეულია. თითოეული პორცია აქ თითქოს დიდი ძალისხმევითაა მომზადებული.

Yıldız Serpme Börek

საუკეთესო ხრაშუნა ბორეკისთვის

ქალაქის ცენტრის მშვიდ ქუჩაზე, ანტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს აღმოაჩენთ საჭმელად. ჩრდილში მიმალული კაფე ხის მაგიდებით გემრიელ და მსუყე პორციებს გვთავაზობს. მათ ბორეკი საუცხოოა, გამომცხვარი ხრაშუნა მდგომარეობამდე, ფეტათი და მწვანილებით.

Yusuf’un Yeri

საუკეთესო სწრაფი ლანჩისთვის

ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ეს რესტორანი სტუმრებს სწრაფ, დამანაყრებელ ლანჩებს სთავაზობს. კაფე ცნობილია გრილზე მომზადებული ცხვრის კერძებით.

Chayote Chef Restaurant

საუკეთესო დახვეწილი ვახშმისთვის

ეს რესტორანი ლარას სანაპიროს სიახლოვეს, ნირვანას სასტუმროს ბაღებში მდებარეობს და სრულად თურქულ გემოებს ეძღვნება. სასადილო ოთახი ხითაა აშენებული და საინტერესო დეკორაციებით გამოირჩევა. მენიუ საკმაოდ ტრადიციულია, გირჩევთ კოკორეჩს, ცხვრის ხორცს გრილზე და ღუმელში გამომცხვარ გოგრას.

Dilara Yaşar

საუკეთესო ტრადიციული დესერტისთვის და ნაყინისთვის

ეს ობიექტი ანტალიაში 1954 წლიდან არსებობს. ის ქალაქის ცენტრალურ გამზირზეა და გამვლელებს ტრადიციული დესერტის ასორტიმენტს სთავაზობს. გირჩევთ დონდურმას დაგემოვნებას.

Meşhur 18’in Bağaçaları

საუკეთესო ადგილობრივი გამომცხვარი ხემსისთვის

ანტალიის ცენტრში მდებარე ეს პატარა, ოჯახური საცხობი ქალაქის საყვარელ დესერტს, ტაჰინის ნამცხვარს (ბაგაცას) 1940 წლიდან ამზადებს. მათი რბილი, ბისკვიტის მსგავსი დესერტები უნიკალურია, დამზადებული დარიჩინით და სხვა სუნელებით. ბევრს აქ უყვარს “acıbadem” (ტრადიციული ბისკვიტი). იმდენად გემრიელია, რომ ერთზე ვერ გაჩერდებით.