განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილებით, კულტურული სიურპრიზებით, მარტივი ტრანსპორტით, ცხარე თუ არაცხარე საკვებით და მსოფლიოს გამორჩეული ლაშქრობისთვის ადაპტირებული გზებით, ტაილანდი კიდევ ერთი იდეალური სამოგზაურო მიმართულებაა. გაატარეთ დრო ბანგკოკში, აიღეთ ტურები, დალიეთ გემრიელი სასმელები… ჩვენ გირჩევთ თუ როგორ დაიხარჯოთ ნაკლებად ამ ქვეყანაში:

1. დასარჩენი ადგილები ზოგ სეზონზე ბევრად იაფია

ტაილანდი ზამთარში ბობოქრობს! ნოემბრიდან მარტამდე აქ ფასები მკვეთრად იმატებს, ამინდი მშრალია და მოგზაურობისთვის მშვენიერ პირობებს ქმნის. ივლისიდან სექტემბრამდე კი ფასები დაბალია, რადგანაც ეს პერიოდი წლის ყველაზე წვიმიანი სეზონია. ბორნები თითქმის აღარ დადიან. გაზაფხული და შემოდგომა კი მათი შუა იდეალური პერიოდებია, ზამთართან შედარებით ნაკლები ფასებით და ხალხით.

2. საჰაერო მოგზაურობის ფასები ძალიან დაბალია

ბანგკოკი საჰაერო გზით აზიის ყველაზე იაფია მიმართულებაა. თუმცა ზამთრის სეზონზე ფრენის ფასებიც იზრდება. შეგიძლიათ ჩაფრინდეთ სინგაპურში, კუალა ლამპურში ან აზიის სხვა დიდ ქალაქში და იქიდან უფრო იაფ ფრენებს ნახავთ.

3. უარი თქვით ტაქსზე აეროპორტებში

მგზავრების უმეტესობას, რომლებიც ბანგკოკის ნებისმიერ აეროპორტში ჩადიან, ძვირადღირებულ ტაქსის მოსმახურეობას სთავაზობენ. გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლები და ავტობუსები დადიან. ზოგადად, ტაილანდში ტაქსით იაფადაც ისარგებლებთ, უბრალოდ მოერიდეთ აეროპორტის ტაქსებს.

4. შიდა ფრენებს და ტურისტებისთვის განკუთვნილ მინივენებს ხაზის ავტობუსები და მატარებლები არჩიეთ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტაილანდში ბიუჯეტური და კომფორტულია. შეგიძლიათ იმგზავროთ ღამის მატარებლებით და ავტობუსებითაც და არ დარჩეთ სასტუმროში იმ დღეს. ხაზის ავტობუსები კერძო ავტობუსებზე ბევრად იაფი ჯდება.

5. მოპედის და სკუტერის დაქირავება იაფია, მაგრამ ფრთხილად იარეთ!

ტაილანდში მოგზაურობისას ამ ტრანსპორტების გამოყენებაც ხელმისაწვდომია თუმცა აქ საგზაო ქაოსის გამო ხშირად ხდება მსუბუქი ავარიები.

6. მიირთვით ქუჩის დახლებზე ან ღამის ბაზრობებზე

ზოგჯერ აირჩიეთ რომელიმე ხალხით დატვირთული ქუჩის საკვები დახლი, სადაც ბევრად იაფად შეჭამთ, ვიდრე კაფე-რესტორნებში. ღამის ბაზრობაზე კი ქალაქის საუკეთესო საკვები ყველაზე დაბალ ფასადაა გამოტანილი. მიირთვით საფირმო ნუდლსები და სუპები.

7. იცოდეთ, რომ ალკოჰოლი ძვირადაა დაბეგრილი

ტაილანდში სადმე გასართობად და დასალევად გასვლა ძალიან ძვირი შეიძლება დაჯდეს, რადგანაც ალკოჰოლი აქ მაღალი გადასახადით იბეგრება.

8. ტაილანდის პატარა მონასტრებში შესვლა უფასოა

ტაილანდის ყველაზე ცნობილ მონასტრებში (მაგალითად Wat Pho და Wat Phra Kaew) შესვლა ფასიანია. მაგრამ პატარა მონასტრები როგორც წესი ყველგან უფასოა და ბევრად საინტერესოცაა. აქ ხალხის ნაკლებობის გამო უკეთეს ფოტოებსაც გადაიღებთ.

9. ცხელი წყაროების აბაზანები უფრო იაფია ვიდრე სპა-მომსახურეობა

ტაილანდის სპა-ცენტრები მსოფლიოშია ცნობილი და ფასიც შესაბამისად მაღალი აქვთ. მაგრამ, ბუნებრივ ცხელ წყაროებთან ბევრ თერაპიულ მომსახურეობას გაგიწევენ ბევრად იაფად. ისინი ძირითადად ჩრდილოეთ ტაილანდში არიან განლაგებულნი. რაც შეეხება ტაილანდურ მასაჟებს, გირჩევთ არა სასტუმროებსა და მდიდრულ სპა ცენტრებში ჩაეწეროთ, არამედ მიაკითხოთ ტაილანდურ მონასტრებს. მათ ქვეშ სპეციალური პავილიონებია მოწყობილი, სადაც მასაჟებს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც ტრადიციული ბუდისტური მასაჟის ტექნიკა ბერებისგან შეისწავლეს.

10. ტაილანდში სკუბა დაივინგის სწავლა ძალიან იაფია

ბიუჯეტურ მოგზაურებს სკუბა დაივინგის შესწავლა ტაილანდში მცირედი დანახარჯით შეუძლიათ. ამ მიზნით რამდენიმე იაფია კომპანია მუშაობს: While Ko Tao, Ko Lanta და Ko Phi Phi.