ჩრდილოეთ საბერძნეთის ჰალკიდიკის ნახევარკუნძული ეგეოსის ზღვაშია შეჭრილი და ულამაზეს სანაპიროებს გვთავაზობს განსატვირთად. ჰალკიდიკიზე ვიზიტისთვის საუკეთესო დროა მაისი/ივნისი და სექტემბერი/ოქტომბერი. საკურორტო სეზონი აქ მაისში იხსნება და ოქტომბრამდე გასტანს. ჩვენ აქ 4 დღიან სამოგზაურო გეგმას გთავაზობთ.

პირველი დღე:

დაიწყეთ პეტრალონას გამოქვაბულით: თესალონიკიდან ჰალკიდიკიზე მიმავალ გზაზე პეტრალონას გამოქვაბული მდებარეობს, სადაც ჩვენი წინაპრების ნაშთები 300 000 წლით თარიღდებიან. დატკბით გამოქვაბულის შთამბეჭდავი სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით.

ფოტოების გადასაღებად გაჩერდით ნეა პოტიდეას ხიდზე. შედეგ კი შეჩერდით ლემონის საცხობთან (Lemonis Bakery) რათა კლასიკური ბუგათსა (bougatsa) დააგემოვნოთ ყავასთან ერთად. აქედან ეწვიეთ ნეა ფოკეას, აგიოს პავლოს ეკლესიას და კოშკს, რომლებიც სანაპიროს გადმოჰყურებენ.

გადაინაცვლეთ აფიტოსზე, სოფელში, რომელიც კლდეზეა გაშენებული ძველი ქვის სახლებით და საოცარი ხედებით. შემდეგ კი დაისვენეთ კაპე პოსიდის (Cape Possidi) სანაპიროზე. მას ზღვის ღმერთის, პოსეიდონის სახელი ეწოდა. აქ მართლაც სამოთხის მსგავსი ატმოსფერო დაგხვდებათ.

საღამოს და ღამით კი ეწვიეთ კასანდრას, სადაც ღამის ცხოვრება ყვავის. აქ ბევრი სანაპირო ბარია, სადაც წვეულებები საღამოს 9 საათიდან დილამდე გასტანს.

მეორე დღე:

დაიწყეთ შემდეგი დღე სანის კურორტზე კასანდრაში. ეს კომპლექსი აერთიანებს სასტუმროებს, იდილიურ სანაპროებს ფირუზისფერი ზღვით, მშვიდ ბულვარს, ცოცხალი საშოპინგო არეალს და ეკლექტურ ბარ-რესტორნებს. სანის კოშკურიდან შეგიძლიათ დატკბეთ ზედხედებითაც. თუ წყლის სპორტი გიტაცებთ, აქ განსაკუთრებულად გაერთობით.

შემდეგი გაჩერებაა აგია პარასკევი, სადაც ისიამოვნებთ თერმულ წყაროებში და ჰიდრომასაჟურ აუზებში ჩასვლით. აუზი, რომელსაც პანორამული ხედი აქვს ზღვაზე, 8$ დაგიჯდებათ.

შემდეგ გაეშურეთ სანაპიროებისკენ. ჩვენ გირჩევთ: Paliouri და Pefkohori. გაატარეთ დრო ცურვაში, რუჯის მიღებაში და ხედებით ტკბობაში. აქ დრო თითქოს ნელა გადის. ვახშმის შემდეგ კი უყურეთ ღამის ვარსკვლავებს გლაროკავოს (ლურჯი ლაგუნას) სანაპიროზე, პეფკოჰორის მახლობლად.

მესამე დღე

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ფოტოგენური სანაპიროებია ჩამწკრივებული: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიტონიაში, ჰალკიდიკის ფართო მხარეს. აქ ხშირი ტყეები, საოცარი მთები, ლამაზი სოფლები და სანაპიროებია. წყლის სპორტისა და ცურაობის გარდა, ეს ადგილი ლაშქრობის საშუალებასაც გაძლევთ. თუ ნაკლებად განვითარებული სანაპიროები და მეტი ბუნება გსურთ, აქ ნამდვილად ისიამოვნებთ.

ეწვიეთ ქალაქ ნიკიტის. შემდეგ კი განაგრძეთ დასვენება ტრისტინიკას სანაპიროზე. თუ ისტორია გიზიდავთ, ეწვიეთ ანტიკურ ტორონის ციხესიმაგრეს. სიტონიას სამხრეთ წერტილში მდებარე ნავსადგური ნამდვილი ბერძნული სამოთხეა.

მეოთხე დღე

ეწვიეთ ათოსის მთას, რომელიც მშვენიერი ადგილია ბუნებასთან და საკუთარ თავთან კავშირის დასამყარებლად. მოინახულეთ ჰოლომონტასი, არნაია, ქალაქი მთაზე, რომელიც მე-15 საუკუნეში ააშენეს და ტარდიციულ არქიტექტურას გვთავაზობს ბიზანტიური და ოტომანური გავლენებით.

დალაშქრეთ ანტიკური სტაგეირა, რომელიც ქალაქ ოლიმპიადას სიახლოვეს მდებარეობს. აქ დაიბადა ფილოსოფოსი არისტოტელე. შეგიძლიათ დაიქირაოთ გიდიც. ეწვიეთ არისტოტელეს პარკს, რომელიც საკმაოდ ინტერაქციული ადგილია. ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ წყლისპირა ქალაქი იერისოსი.

ბოლოს კი გადადით ბორნით კუნძულ ამულიანიზე (Ammouliani island). ბორნები ზაფხულში ყოველ 45 წუთში დადიან. ეს ჰალკიდიკის ერთადერთი კუნძულია მუდმივი მაცხოვრებლებით.