ინდოეთის დედაქალაქი დელი ანტიკური და თანამედროვე კონტრასტების ქალაქია. მისმა ყველა ყოფილმა მართველმა აქ თავისი ანაბეჭდი დატოვა, მათ შორის მონუმენტები. დელი ორ ნაწილადაა გაყოფილი და მათ ძველი და ახალი ეწოდებათ. თუ ამ ქალაქში მხოლოდ 72 საათი გაქვთ, ჩვენ მას საინტერესოდ დაგიგეგმავთ. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიები ძველ დელიში კვირაობით დაკეტილია, ზოგიერთი მონუმენტი კი ორშაბათობით იკეტება. ასევე, გეტყვით იმას, რომ დელიში მშვენიერი მეტროს სისტემაა.

დღე პირველი

დილა: ჩადით დელიში, იპოვნეთ თქვენი სასტუმრო და მიირთვით ლანჩი.

შუადღე: გამოიკვლიეთ სამხრეთ დელის ღირსშესანიშნაობები. დაიწყეთ მინარეთით მეჰრაულში. Qutab Minar-ს ბევრი ტურისტი არ ნახულობს, რადგანაც ის ქალაქის სხვა ძეგლებისგან შორსაა, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. იუნესკოს ეს დაცული ძეგლი დელის ერთ-ერთი უმთავრესი მოსანახულებელი ადგილია. ის 1206 წელს ააგეს და მსოფლიოში უდიდესი აგურის მინარეთია, ბრწყინვალე ნიმუში ინდო-ისლამური არქიტექტურის თავისი მისტიკური ისტორიით. შესვლის ღირებულება 600 რუპია (7$).

მინარეთის შემდეგ, დაათვალიერეთ მასთან მდებარე მეჰრაულის არქეოლოგიური პარკი, სადაც 100-ზე მეტი ისტორიულად მნიშნელოვანი მონუმენტია. თითოეული მონუმენტი უნიკალურ ისტორიას ყვება. აღსანიშნავია ჯამალის მეჩეთი და სამარხი. მათი დათვალიერება უფასოა.

საღამო: დაიძარით ჰაუზ ხასის სოფლისკენ (Hauz Khas Village), სადაც თანამედროვეობა ხვდება შუასაუკუნოვან მემკვიდრეობას და გაატარეთ საღამო იქ. შეჩერთდით კაფეში (Kunzum Travel Cafe), სადაც ყავას და ორცხობილებს მიირთმევთ. ისიამოვნეთ ვიწრო ხეივნებში სეირნობით, ფერადი ქუჩის ხელოვნებით, ძეგლებით და ხელოვნების გალერეებით.

დღე მეორე

დილა: დაიწყეთ დღე გამამხნევებელი ფიზიკური აქტივობით ლოდის ბაღებში (Lodhi Gardens), ახალ დელიში. ის ადგილობრივების საყვარელი სასეირნო მიმართულებაა, სადაც რამდენიმე მონუმენტი და სამარხი მდებარეობს. შესვლა უფასოა. სასაუზმოდ ლოდის ბაღების მოპირდაპირე მხარეს, ლოდის გზაზე მდებარე ინდოეთის ცენტრში (India Habitat Center) ამერიკულ კაფეტერიას (All American Diner) ეწვიეთ. აქ გეგონებათ თითქოს 60-იან წლებში გადაინაცვლეთ. მოგიმზადებენ ვაფლებს, მილქშეიკებს, ფანქეიქებს, შვრიის ბურთულების საუზმეს, ერბოკვერცხს და აშ.

შუადღე: შემდეგ მოინახულეთ 5 წუთის გზაზე მდებარე იმპერატორ ჰუმაიანის სამარხი. ის 1570 წელს ააშენეს. ის მუგოლის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. შესვლის ღირებულებაა 600 რუპია (7$).

გააგრძელეთ ღირსშესანიშნაობების თვალიერება და მიდით ინდოეთის კარიბჭესთან (India Gate). ეს საკულტო თაღოვანი მონუმენტი ინდოელ ჯარისკაცებს მიაგებს პატივს, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ.

საღამო: მოინახულეთ ჰინდუს საოცარი კომპლექსი (Swaminarayan Akshardham) თემატური ბაღებით, რომელიც არქიტექტურული საოცრებაა. გაითვალისწინეთ, რომ შიგნით აკრძალულია საკვები, ელექტრო მოწყობილობები, ქოლგა, ბარგი და სათამაშოები. ტელეფონები და კამერები უნდა დატოვოთ შესაბამის სეიფებში. შესვლა უფასოა.

დღე მესამე

დილა: ახლა დროა ძველი დელიც გამოიკვლიოთ. ის გამოკვეთილ კონტრასტშია ახალ დელისთან. ეს ქაოტური და ხმაურიანი არეალი საკმაოდ ცოცხალ გარემოს ქმნის. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტურები ან უბრალოდ დაიწყოთ სეირნობა ადრიანად.

შუადღე: თუ აქტიური ადამიანი ხართ, აიღეთ ველოსიპედის ტურები ან უბრალოდ იქირავეთ ის. სპეციალური ტურები ძველი დელის სხვადასხვა ასპექტზე ფოკუსირებენ და ჩერდებიან ლანჩის მისართმევადაც. ღირებულებაა 1800 რუპია (21$). მოიარეთ ძველი დელის ბაზრობა.

საღამო: დაბრუნდით ახალ დელიში ავტობუსით ან მეტროთი და გაატარეთ საღამო დილი ჰაატში (Dilli Haat), რომელიც დილის 10-დან საღამოს 10-მდეა ღიაა. აქ ხელოვან ადამიანებს საშუალება ეძლევათ ხელნაკეთი ნივთები გაყიდონ. ტარდება კულტურული პერფორმანსები, იყიდება ინდური საკვები. დილი ჰაატი ფანტასტიკური ადგილია, რომ გამომგზავრებამდე სუვენირები შეიძინოთ და ტრადიციული საკვები მიირთვათ. შესვლის ღიღებულებაა 100 რუპია (1.20$). შეიძენთ იაფ ტანსაცმელსაც.