ფოტოგენური ქალაქი ბერგენი ოსლოს დასავლეთით მდებარეობს, მატარებლით 7 საათის გზაზე. მე-13 საუკუნეში ის ნორვეგიის დედაქალაქი იყო და დღემდე მნიშვნელოვანი ევროპული ქალაქია, სადაც 24 საათს სასიამოვნოდ გაიყვანთ.

დილა

ბერგენში ყავის კულტურა ძალიან დაფასებულია, ისევე როგორც მთელ ნორვეგიაში. ამიტომაც, აქ კარგ ყავას და გემრიელ ორცხობილებს ადვილად იპოვნით. ერთ-ერთი დახვეწილი წასახემსებელია “კაფე ოპერა”.

გამორჩეული კაფეტერიების მისამართები:

  • Blom, John Lunds plass 1
  • Café Opera, Engen 18
  • Det Lille Kaffe Kompaniet, Nedre Fjellsmauet 2
  • Kaffemisjonen, Øvre Korskirkeallmenning 5

ყავის შემდეგ, შეაბიჯეთ საფოსტო ბარათზე დატანილი ფოტოების სამყაროში და გამოიკვლიეთ ქალაქის სილამაზე. ყვითელი, ლურჯი და წითელი ხის სახლები საუკუნეებს ითვლიან. მისი ძველი უბანი “Bryggen” იუნესკოს დაცული ძეგლია. გაატარეთ დრო ფოტოგენურ გარემოში, ადით ფლოიენის მთაზე საფეხმავლო ბილიკით ან ადით საბაგიროთი ულრიკენის ბანაკში (Ulriken) და შეიძინეთ სუვენირები.

ფეხით სიარულის შემდეგ, მიირთვით გემრიელი ლანჩი. დატკბით ავთენტური ნორვეგიული სამზარეულოთი. გირჩევთ kjøttkaker-ს, ხორცის ბურთულებს კარტოფილით და ჯემით. ასევე, ცხვრის სოსისის ჩაშუშულს – lammepølse.

გამორჩეული ლანჩის ადგილები:

  • Pingvinen, Vaskerelven 14
  • Marg & Bein, Fosswinckels gate 18

შუადღე – ჩაიძირეთ ხელოვნებაში

ბერგენში შთამბეჭდავი მუზეუმები და გალერეებია, როგორც თანამედროვე ასევე კლასიკური ხელოვნების. ხელოვნების კოლექციების კუთხით ეს ქალაქი ოსლოს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. მოინახულეთ ჰანსიტიკის მუზეუმი/Hanseatic Museum, სადაც ქალაქის ისტორიაა მოთხრობილი.

მისამართი: Finnegården 1A

შემდეგი მუზეუმია – KODE Museums, ქალაქის ცენტრში. აქ უამრავი ნახატი, სკულპტურა, ინსტალაცია, მუსიკალური ინსტრუმენტი, ავეჯი და სხვა ნაწარმი დაგხვდებათ.

საღამო/ღამე

ხელოვნებით ტკბობის შემდეგ, მიირთვით ვახშამი. ბერგენის უნივერსიტეტების წყალობით აქ სტუდენტური ცხოვრება ყვავის და შესაბამისად, ღამის ცხოვრებაც ცოცხალი და მრავალფეროვანია.

ღამის ბარები და კლუბები:

  • BarKollektiv, Vetrlidsallmenningen 4 – მყუდრო ატმოსფეროსთვის ამ ბარს მიაკითხეთ.
  • Vaskeriet, Magnus Barfots gate 4 – აქ სთენდ-აფები ეწყობა და მშვიდი დისკო საღამოებია.
  • Henrik øl og vinstove, Engen 10 – ხარისხიანი და გემრიელი ლუდისთვის ეს ლოკაცია არჩიეთ.
  • Terminus Whiskybar, Jernbanebakken – ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ვისკის კი აქ იპოვნით.