ლომბოკი, ბალის მშვიდი მეზობელი, თეთრი ქვიშის სანაპიროებით, სამთო ბილიკებით და სარელაქსაციო ატმოსფეროთი გამოირჩევა. შენი მეგზური ინდონეზიის ამ სამოთხეში დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
1. ბილიკი ინდონეზიის სიდიდით რიგით მეორე ვულკანთან, რინჯიანის მთაზე
სათავგადასავლო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულებს მოეწონებათ შთამაგონებელი კრატერის ხედები, ულამაზესი ლურჯი ტბები და ცხელი წყაროები. გუნუნგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ეს ვულკანი საოცარ ხედებს გთავაზობთ ბალიზე და ლომბოკზე. აპრილი-ნოემბერი საუკეთესო დროა აქ ასასვლელად.

2. იცურავეთ, მიეფიცხეთ მზეს და დაკავდით სერფინგით: Tanjung Aan
ფითქინა თეთრი ქვიშა, სუფთა ფირუზისფერი წყალი და მშვიდი ატმოსფერო – ეს ყველაფერი კი ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე. ლომბოკის სხვა ველური სანაპიროებისგან განსხვავებით, აქაური მშვიდი წყალი იდეალურია საცურაოდ.

3. დალაშქრეთ მთა სანაპიროზე: Bukit Merese
ეს შთამბეჭდავი მთა ტანჯუნგ იანგის სანაპიროდან 40 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს და 360 გრადუსიან პანორამას გთავაზობთ ლომბოკის სამხრეთ სანაპირო ზოლზე. აქ ხშირად ამოდიან მზის ჩასვლის სანახავად.

4. გამოიკვლიეთ სამხრეთ ლომბოკის საუკეთესო სანაპიროები კუტას სანაპირო ზოლზე
დაიწყეთ პანტაი კუტათი, ლომბოკის სამხრეთ სანაპირო ზოლის გულით. საღამოობით აქაურობა ცოცხლდება ბარებით. იხილავთ გამოქვაბულებს მისი მთის ფერდობებზე.

5. შეცურეთ კუტას სანაპიროების ტალღებში
კუტას სანაპირო სერფინგის მოყვარულების საყვარელი მიმართულებაა. ის ნაკლებადაა დატვირთული ნოემბრიდან მარტამდე, წვიმების პერიოდში. ერთ-ერთი საუკეთესოა ბელანაკის სანაპირო (Belanak Beach), სადაც უნიკალური ინდონეზიურ შთაბეჭდილებებს ეზიარებით.

6. გამოსცადეთ სასაკის კულტურა და სოფლის ცხოვრება ტეტებატუში
პატარა სოფელი ტეტებატუ (Belanak Beach) ტრადიციულ შარმს ასხივებს. ამ არეალში ვულკანურ ქვის ფორმაციებია, ასევე ტეტებატუს ჩანჩქერი. აქ ტრადიციული არქიტექტურა ტროპიკული ყვავილებით და პალმებითაა გაფორმებული. დაათვალიერეთ ბრინჯის ველები და შეუერთდით ტურებს.

7. დაისვენეთ ლომბოკის ვარდისფერი ქვიშის სანაპიროებზე: Sekaroh
სეკარო, ბუნებრივად ვარდისფერი ქვიშიანი სანაპიროებია ლომბოკის სამხრეთ კუთხეში. რბილი, ფოტოგენური ქვიშა და სუფთა წყლები აქ აუცილებლად მოსანახულებელია.

8. უყურეთ მზის ჩასვლას პურა ბატუ ბოლონგზე, ლომბოკის ოკეანისპირა საყდართან
Pura Batu Bolong – ჰინდუს საყდარია, რომელიც ზღვას გადმოჰყურებს. აქ მზის ჩასვლა განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია.

9. წამოწექით სენგიგის ტროპიკულ სანაპირო ზოლზე
Senggigi – სასიამოვნო შარმის მქონე ნაპირებს აერთიანებს. Pantai Senggigi – უახლოესია ტურისტულ არეალთან, სადაც პალმის ხის ქვეშ დაისვენებთ. ახალი ქოქოსებით მოგხიბლავთ – Coconut Beach.

10. დატკბით ლომბოკის ჩანჩქერებით
ლომბოკი ინდონეზიის ყველაზე შთამბეჭდავ ჩანჩქერებს აერთიანებს, დამალულს ტროპიკულ ტყეებში. Sendang Gile და Tiu Kelep მათგან საუკეთესოებია.

11. გამოსცადეთ გილის კუნძულების ღამის ცხოვრება
გილის კუნძულები: ტრავანგანი, მენო და ეირი, ყველა ინდივიდუალურ შარმს წარმოგვიდგენს. ტრავაგანი ყველაზე დატვირთულია, სავსე ცოცხალი სანაპირო ბარებით და ღამის ცხოვრებით. მენო პატარა და რომანტიკულია. შეგიძლიათ კუნძულიდან კუნძულზე ნავებით გადახვიდეთ.











