ვროცლავს ინდივიდუალური შარმი აქვს, რასაც მომხიბვლელ არქიტექტურას უნდა ვუმადლოდეთ. ერთ დროს გერმანული ქალაქი, დღეს დასავლეთ პოლონეთში უდიდესია. ის გაჯერებულია ხელოვნებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით და კაფეებით. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
Panorama Racławicka
ხელოვნების გალერეა
114 მეტრზე გადაჭიმული ეს პანორამული გალერეა ნამდვილად შთამბეჭდავია. მე-19 საუკუნის გრანდიოზულ ხელოვნების ნიმუშს მრგვალი ფორმის შენობაში იხილავთ. ვრცელ ნახატზე პოლონელი ისტორიული ფიგურები და მათი რუსეთზე გამარჯვებაა ასახული. დამატებითი დეტალები შთაბეჭდილებებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ბაზრობის მოედანი
მე-13 საუკუნით დათარიღებული ეს მოედანი ქალაქის ცოცხალი ადგილია და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მოედანია. გოთიკური ძველი ქალაქის მერია ფერადი სახლებითაა დამშვენებული. თუ ახალი წლის პერიოდში მოხვდებით, აქ მუდამ დღესასწაულის რეჟიმში იქნებით.
უცნობი გამვლელების მონუმენტი
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა 1977 წლის სკულპტურაა. “უცნობ გამვლელებს” ვროცლავის ცენტრში აღმოაჩენთ და მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი ფიგურა 1980 წლის შიშებს აღბეჭდავს, ზოგიერთი კი 1983 წლის ამბოხს.
Ostrów Tumski
კუნძული
ეს ქალაქის უძველესი ნაწილია. ის მეათე საუკუნით თარიღდება და დროთა განმავლობაში არქიტექტურულად განვითარდა. დღეს აქ ისტორიულ ნაგებობებს, მნიშვნელოვან მონუმენტებს, სკულპტურებს, ბაღებს და ხიდებს იხილავთ. არ გამოგრჩეთ წმ. ჯონის გოთიკური კათედრალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახლიდან ააგეს. ტუმსკი მდინარე ოდერითაა გარშემორტყმული.
წმ. ჯონ ბაპტისტის კათედრალი
თუ ვროცლავში მხოლოდ ერთი რელიგიური არქიტექტურული შედევრი უნდა ნახოთ, არჩევანი ამაზე შეაჩერეთ. ეს ისტორიულად ვროცლავის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა. მისი სიმეტრიული კოშკები ვიზიტორებს ქალაქის პანორამულ ხედს სთავაზობს.
ვროცლავის მულტიმედია შადრევანი
რომელიმე საღამოს გაეშურეთ Szczytnicki Park-ში და იხილეთ ქალაქის მულტიმედიური შადრევანი. ის დემოკრატიული არჩევნების აღსანიშნად შეიქმნა. 800 ნათურის წყალობით, სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია. შოუს თან კლასიკური მუსიკაც ერთვის. პროგრამა ყოველ 1 საათში მეორდება.
ასწლეულის დარბაზი
Centennial Hall
ეს შენობა იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსს 2006 წლიდან ფლობს. ის პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული დარბაზია, სადაც კონცერტები, კონფერენციები და გამოფენები ეწყობა. დიზაინი ტრადიციებისა და თანამედროვეობის ეკლექტური კომბინაციაა.
ვროცლავის გნომები
პატარა ჯუჯებს ვროცლავის სხვადასხვა წერტილში აღმოაჩენთ – გაბნეულებს მთელ ქალაქში. პატარა ბრინჯაოს ქანდაკებები ზღაპრებიდან და ლეგენდებიდან არიან და ზოგიერთი მათგანი ძალიან სახალისოა.
Ossolineum
ბიბლიოთეკა
ვისაც ბიბლიოთეკები და ლიტერატურა აინტერესებს, აქ თავს ისე იგრძნობს, როგორც სახლში. პოლონეთის საგამომცემლო სახლი 1827 წლით თარიღდება. ის ლვოვში დაარსეს თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვროცლავში გადმოიტანეს. ესტუმრეთ ბაროკოს სასახლეს, სადაც უზარმაზარი ბიბლიოთეკა და საკითხავი ოთახებია. გაისეირნეთ ბაღში, შადრევნებთან.
თეთრი სინაგოგა
მე-19 საუკუნეში აგებული ეს სინაგოგა ებრაულ საზოგადოებას ემსახურებოდა. ნაცისტების ბრძანებით აქ ებრაელებთან დაკავშირებული ყველა შენობა განადგურდა, მხოლოდ ეს გადარჩა. დღეს ის ებრაული კულტურის ცენტრია და დროებით გამოფენებს მასპინძლობს.

წმ. მარია მაგდალენას ეკლესია
ეს მე-14 საუკუნის მონუმენტური ღირსშესანიშნაობა საუკუნეების განმავლობაში მედიდურად გადმოჰყურებს ქალაქს. აგურისგან აგებულ ეკლესიას 72 მ სიმაღლის კოშკი ამშვენებს, სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქს გადმოხედოთ.
ჰიდროპოლისი
ეს ექსტრავაგანტური მუზეუმი წყალს ეძღვნება. აქ 70-ზე მეტ ინსტალაციას და 8 ინტერაქციულ სექციას იხილავთ. აღმოაჩინეთ წყლის დამსახურება გარემოსა და ადამიანის სიცოცხლეზე კრეატიულ სივრცეში. აქ შეგიძლიათ სპეციალურ სარელაქსაციო განყოფილებაშიც განიტვირთოთ.

ჰანზელის და გრეტელის სახლები
ეს ორი წვრილი შენობა ერთმანეთს თაღით უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთმანეთს ხელს კიდებენ. მას ქალაქის მთავარ მოედანზე აღმოაჩენთ. ისინი მე-16/მე-18 საუკუნით თარიღდებიან.