პატმოსს “ეგეოსის იერუსალიმსაც” უწოდებენ და ის დოდეკანესის კუნძულებზე მდებარეობს. საბერძნეთის ამ პატარა ქალაქში სულიერება და სიმშვიდე მეფობს. ბევრი მოგზაურის საყვარელი მიმართულება – პატმოსი, ტურისტულად ბევრ რამეს გთავაზობთ. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
დატკბით წმ. ჯონის მონასტრის დიდებულებით
ბერმა სახელად ლათრინოსმა, საბერძნეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერი დაარსა. ის კუნძულის გულში მდებარეობს და კედლითა და მაღალი კოშკებითაა გარშემორტყმული. მონასტრის კომპლექსის ცენტრში ეზოა გასაოცარი სამრეკლოთი. აქ მოზაიკებს და ნახატებს იხილავთ. მოინახულეთ ეკლესიის ბიბლიოთეკაც, სადაც ათასობით წიგნი და მანუსკრიპტი ინახება.

გამოიკვლიეთ ჰორა
ჰორა დასახლებაა, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინათ, მონასტრის გარშემო ჩამოყალიბდა. ის კუნძულის დედაქალაქია და ეგეოსის საყვარელი სოფელი. ისეირნეთ თეთრ სახლებს შორის, მყუდრო მოედნებსა და ქვაფენილიან ქუჩებზე. აქაური ეკლესიები მე-15 საუკუნით თარიღდებიან.

ესტუმრეთ აპოკალიფსის გამოქვაბულს
პატმოსში ვიზიტი სრულფასოვანი არ იქნება, თუ იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს – აპოკალიფსის გამოქვაბულს არ მოინახულებთ. ის ჰორასა და მთავარ პორტს შორის მდებარეობს და საკმაოდ რელიგიური დატვირთვა აქვს.

დაისვენეთ შკალაზე
კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთავარ ნავსადგურს შკალა ეწოდება და ის პატმოსის კომერციული ჰაბია.აქ ანტიკური აკროპოლისის და მონასტრების ნანგრევებს იხილავთ. პორტში ბევრი კომფორტული კაფე-რესტორანი და ტავერნაა.

თუ პატმოსზე ზაფხულში მოხვდებით, აუცილებლად დაესწარით აქაურ კინოფესტივალს, რომელიც კინოს ერთგვარი დღესასწაულია!
იცურავეთ ფსილი ამოს სანაპიროზე
პატმოსზე რამდენიმე ლამაზი სანაპირო მდებარეობს. მათ შორის გამოვარჩევთ Psili Ammos-ს. 10 კილომეტრიანი ნაპირი, ჰორას სამხრეთით, ოქროსფერი ქვიშითაა ცნობილი. აქ შკალას პორტიდან ნავით ადვილად მოხვდებით.

გაისეირნეთ ლიფსის კუნძულზე
თუ ახალი ჰორიზონტების დაპყრობა გსურთ, ლიფსის ეწვიეთ. აქ შკალადან ბორანები ყოველდღე დადიან. Lipsi Island სიმშვიდის პატარა სამოთხეა. გაატარეთ სარელაქსაციო დღე პორტთან მდებარე სანაპიროზე, ივახშმეთ თევზის ტავერნაში და ეწვიეთ ოდისევსის ბიბლიოთეკას. აქ ანტიკური აკროპოლისის ნანგრევებიცაა.
პატმოსი უნიკალური ბილიკებითა და სალაშქრო გზებით გამოირჩევა და ლაშქრობის ენთუზიასტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ვიზიტორები მიტოვებულ გზებს, მალულ ხეივნებს და ბუნების უნიკალურ მონუმენტებს იხილავენ. ამასთან, ზღვაზე გასაოცარი ხედებით.

მიირთვით გემრიელი სასმელი ჰორაზე
დაასრულეთ დღე ჰორას რომელიმე მშვიდ ბარ-რესტორანში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: Astivi. აქაურ კაფეებს ღია ტერასები აქვთ, საიდანაც კუნძულის ატმოსფეროთი დატკბებით.











