ალბანეთის ნაპირის სიახლოვეს მდებარე კორფუ დრამატული ლანდშაფტით, ზომიერი კლიმატით, თბილი ზაფხულებით და სამეფო სასახლეებით გამოირჩევა.
იონიის ზღვაში მდებარე ამ არაჩვეულებრივ კუნძულს საკმაოდ ბევრი რამ აქვს თქვენთვის საჩვენებელი. მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეში ბერძენი მეფეების საყვარელი ადგილი ტყეებით, მონასტრებითა და მუზეუმებით, ვიზიტორებს ბევრ ისტორიას უყვება. კორფუ აღაფრთოვანებს ყველა ტურისტს, ვისაც არქიტექტურა, ხელოვნება, ისტორია და ბუნება უყვარს.
მონ რეპოს მამული/Mon Repos
ნეოკლასიკური ვილა კორფუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამეფო ოჯახის წევრების დაბადების ადგილია (მათ შორის პრინც ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის). დღეს სასახლე საჯარო სივრცეა და ყველასთვის ღიაა. აქ დაგხვდებათ 14 გალერეა და გარეთ თვალწარმტაცი ბაღები.

პალაიო ფროურიო/Palaio Frourio
ეს არის ძველი ვენეციური ტყე, რომელიც კორფუზე აუცილებლად უნდა ნახოთ. აქ თავი ნამდვილად ზღაპარში გეგონებათ. ინფორმაციული დაფების მეშვეობით გაიგებთ პალაიო ფროურიოს ისტორიას და ტყის მნიშვნელოვან როლს კორფუზე ბრძოლების პერიოდში. თუ მოგზაურობის დროს კონცეერტი ან რაიმე ღონისძიება დაგემთხვევათ, აუცილებლად დაესწარით, რადგანაც უნიკალურ გამოცდილებას მიიღებთ.

წმ. მაიკლისა და წმ. ჯორჯის სასახლე/Palace of St Michael and St George
სამეფო ბაღებით გარშემორტყმული სასახლე ტურისტების თავშეყრის ადგილია. აქ დაგხვდებათ აზიური ხელოვნების მუზეუმი, სადაც დაცულია ჩინეთის, იაპონიის, კორეისა და ინდოეთის ხელოვნების ნიმუშები. გაისეირნეთ ყვავილებით მორთულ ბაღში და იხილეთ ფანტასტიკური ხედები.

კორფუს გალერეა/Corfu Gallery
ხელოვნების მოყვარულებს ძველ ქალაქში მდებარე კორფუს გალერეა ნამდვილად გააოცებთ. აქ ბერძენი ხელოვანების მიერ შექმნილი ფერწერის და სკულპტურის ნიმუშებია წარმოდგენილი. ისინი საბერძნეთის ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს უსვამენ ხაზს. ზოგს ანტიკური, ზოგს კი თანამედროვე საბერძნეთი შთააგონებს.

აჩილეონის სასახლე/Achilleion Palace
ეს სასახლე ნეოკლასიკური ხელოვნების ექსტრაორდინალური შედევრებს ინახავს. თქვენ ოლიმპოს ღმერთების მარმარილოს სკულპტურები შეგეგებებათ, რომლებიც თითქოს სასახლეს იცავენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს ადგილი სამხედრო საავადმყოფოს წარმოადგენდა, შემდეგ კი ობოლთა თავშესაფარს. ამ კედლებს ბევრი რამ ახსოვთ.

ვიდოს კუნძული/Vidos Island
ეს პაწაწინა კუნძული ქალღმერთ ჰერას ეძღვნებოდა. აქ საცურაო ადგილები და სალაშქრო ბილიკებია. ესტუმრეთ სერბიის მავზოლეუმს, რომელსაც სერბი ჯარისკაცების გაუჩინარება ახსოვს. ვიდოზე პატარა რესტორნები ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებიან და კორფუს ხედებით ტკბობასაც შეძლებთ.

აგიოს სპირიდონის ეკლესია/Church of Agios Spyridon
წმ. სპირიდონი კორფუს მფარველი წმინდანი იყო. ვენეციურ სტილში აგებული ტაძარი 1580 წლით თარიღდება. ადრე სწამდათ, რომ სმ. სპირიდონი კორფუელების დასაცავად მუდამ სასწაულებს ჩადიოდა. ეკლესიის იკონოგრაფია ნამდვილად სანახავია.

პალეოკასტრისას მონასტერი/Paleokastritsa Monastery
პალეოკასტრისას სანაპიროდან მაღლა რომ აუყვეთ, მე-13 საუკუნის მონასტერთან მოხვდებით, რომელიც ქალწულ მარიამს მიუძღვნეს. ტაძარი მორთულია ყვავილებითა და მცენარეებით და აქ კატები და ვირები შემოგეგებებიან. მონასტერთან მდებარე პატარა მუზეუმში ძველი რელიგიური არტეფაქტებია დაცული ბიზანტიური ხანიდან. აქ ყველა მხარეს ფანტასტიკური ხედია, ამიტომაც, დაგეგმეთ ისე, რომ მზის ჩასვლას აქედან დააკვირდეთ.











