სირაკუზა სიცილიის სამხრეთით მდებარე ულამაზესი სანაპირო ქალაქია, მდიდარი ისტორიით, რომელიც სიცილიაზე ყოფნის დროს აუცილებლად უნდა შეიცნოთ. ეს მომხიბვლელი ძველი ქალაქი ანტიკური რომაული ნანგრევებით და ლამაზი სანაპიროებით გამოირჩევა.

მოინახულეთ აპოლოს საყდარი

სირაკუზას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ორტიგიას კუნძულის ძველი ქალაქია, რომელიც ადრე ბერძნული კოლონია იყო და აპოლოს საყდრით იწონებს თავს. ამ კუნძულზე მოსახვედრად არაა საჭირო ნავის დაქირავება, იქ ხიდითაც მოხვდებით 2 წუთში. თუ ძველ ბერძნული არქიტექტურა გიზიდავთ, ეს ადგილი ნამდვილად შეგიყვარდებათ.

დაათვალიერეთ არქიმედეს და და ვინჩის მუზეუმი

აქ ორი გამოჩენილი ადამიანის გამოგონებებს იხილავთ. ეს ინტერაქციული გამოფენა საინტერესოა მათთვის, ვისაც ტექნოლოგიები და ისტორია უყვართ. მუზეუმი ღიაა ყოველდღე 11-ის ნახევრიდან 7 საათამდე. შესვლის ღირებულებაა 7 ევრო.

დაისვენეთ დიანას შადრევანთან

ეს ბაროკოს სტილის შადრევანი 1907 წელს აშენდა და დიანას გასაოცარ ძეგლს წარმოგვიდგენს. შადრევანი პიაცა არქიმედეზე მდებარეობს, სირაკუზას ულამაზეს მოედანზე. აქ ულამაზესი შენობები, კაფეები და მაღაზიებია. დაისვენეთ და დატკბით რომანტიკული ატმოსფეროთი.

ეწვიეთ სირაკუზას კათედრალს

ორტიგიას კუნძულის გამორჩეული ძეგლია სირაკუზას კათედრალი, ულამაზესი ბაროკოს სტილის ნაგებობა პიაცა დელ დუომოს ცენტრში. ის მე-7 საუკუნეში აშენდა და ქალღმერთ ათენას მიეძღვნა. შთამბეჭდავის მისი საათის კოშკი და გუმბათი. ინტერიერში ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები და ფრესკებია, მათ შორის იხილავთ კარავაჯოს მადონას ჩვილით. კათედრალი ღიაა დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 6 საათამდე ყოველდღე და შესვლის ღირებულებაა 2 ევრო კაცზე.

დააფასეთ კიესა დი სანტა ლუჩია ალა ბადიას ფასადი

Chiesa Di Santa Lucia Alla Badia – სირაკუზას კათედრალის სიახლოვესაა და განსაკუთრებული ფასადით გამოირჩევა. ეკლესია ღიაა დილის 11 საათიდან შუადღის 4 საათამდე ორშაბათის გარდა, ხოლო შესვლა უფასოა.

გაისეირნეთ არეთუსას წყაროსთან

Arethusa Spring – სირაკუზას უნიკალური ადგილია. ეს ბუნებრივი წყარო ქუჩის შუაში მდებარეობს და სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნის. გარშემო პალმის ხეები და პაპირუსებია. გაისეირნეთ გარშემო ბილიკზე და დატკბით ხედებით. ამ ადგილსაც ბერძენი ნიმფას სახელი ქვია – არეთუსა. წყარო ღიაა მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას. შესვლის ღირებულებაა 3.5 ევრო.

დაათვალიერეთ კასტელო მანიასი

Castello Maniace – მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ნაგებობაა კუნძულ ორტიგიაზე. ეს შუასაუკუნოვანი სასახლე მე-13 საუკუნეში იმპერატორმა ააგო შემოტევების დასაცავად. შიგნით რამდენიმე ოთახი და ძველი ციხის საკანია. აქვეა მუზეუმიც, რომელიც სირაკუზას ისტორიას მოგვითხრობს. სასახლე ღიაა 8:30-3:45 საათებში სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ხოლო კვირასა და ორშაბათს 8:30-12:30 საათებში. ბილეთის ღირებულებაა 10 ევრო.

ნეაპოლისის არქეოლოგიური პარკი

Neapolis Archaeological Park – ანტიკური ბერძნული და რომაული არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ბერძნულ თეატრს და რომაულ ამფითეატრსაც მოიცავს. ის ერთ დროს გლადიატორთა ომებისთვის გაიხსნა. პარკი ღიაა 8:30 საათიდან 4:30 საათამდე ყოველდღე. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო.

დი სან ჯოვანის კატაკომბები

Catacombe Di San Giovanni – მიწისქვეშა გვირაბების სივრცეა, სადაც საფლავებს და სარკოფანგებს იხილავთ. კატაკომბები ქრისტიანთა დასამარხად ეკლესიის ქვეშ იყო აგებული. ისინი 1800-იან წლებში აღმოაჩინეს და შემდეგ საჯაროდაც გააღეს. ანტიკურ არტეფაქტებთან ერთად აქ არის ბიბლიური სცენების ამსახველი ფრესკები. კატაკომბები ღიაა ყოველდღე. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო.

გაატარეთ დღე ნოტოში

გაატარეთ 1 დღე ულამაზეს პატარა ქალაქ ნოტოში, რომელიც ცნობილია ბაროკოს არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით და ხმელთაშუაზღვის კლიმატით. ნოტოს ძველ ქალაქში იხილავთ ნოტოს კათედრალს, რომლის არქიტექტურასაც ვერსალის ნოტრ-დამს ადარებენ. ქალაქზე საუკეთესო ხედისთვის ეწვიეთ წმ. ჩარლზის ეკლესიის საათის კოშკს. გაყევით სირაკუზადან ავტობუსს. გზას 1 საათზე ნაკლები დასჭირდება. ის ყოველ ერთ საათში დადის და მგზავრობის ღირებულება 9 ევროა.