პოლონეთის ქალაქი კატოვიცე ცნობილია ინდუსტრიული წარსულით და ბრწყინვალე ხელოვნებით. ჩვენ ამ ქალაქში საუკეთესო აქტივობებს და ადგილებს გირჩევთ.

ეწვიეთ ვისპიანსკის სილეზიის თეატრს

თანამედროვე Wyspiański Silesian Theatre გერმანელმა არქიტექტორმა ქეროლ მორითზმა დააპროექტა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სილეზია, სადაც კატოვიცე მდებარეობს, გერმანიის რეგიონი იყო. თეატრი ბაზრის მოედანზე მდებარეობს და უდიდესი შენობაა რეგიონში, რომელიც დრამატულ ხელოვნებას ეძღვნება.

მისამართი: Rynek 10

დაესწარით ღონისძიებას სპოდეკის არენაზე

სპოდეკი კატოვიცეს უდიდესი არენა და საკონცერტო დარბაზია. გარედან ის კოსმიურ ხომალდს წააგავს. სწორედ აქ ტარდება მნიშვნელოვანი კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და კულტურის ივენთები. 1987 წელს მისი სცენა მეტალიკამ მოიცვა, მას შემდეგ აქ იყვნენ: Depeche Mode, Rammstein, Green Day, Leonard Cohen და ბევრი სხვა.

მისამართი: Spodek, al. Korfantego 35

დაათვალიერეთ სილეზიის მუზეუმი

ამ ლამაზმა მუზეუმმა ნაცისტების შემოსევებს გაუძლო და 1984 წელს აღადგინეს. აქ ამ რეგიონის ისტორიას და ხელოვნებას გაეცნობით. არქეოლოგიური და მხატვრული არტეფაქტების გარდა, აქ ფოტოების მდიდრული კოლექციაცაა.

მისამართი: Dobrowolskiego 1, 40-205

მოინახულეთ კატოვიცეს კათედრალი

ეს შთამბეჭდავი არქიტექტურული პროექტი 1927 წლით თარიღდება. შენობა ორღანის კონცერტებს და სხვა ღონისძიებებს მასპინძლობს.

მისამართი: Christ the King Cathedral, ul. Plebiscytowa 49a

დალიეთ ლუდი Browariat-ში

თუ გემრიელი ლუდის დაგემოვნება გსურთ, ამ ბარს მიაკითხეთ, აქ მრავალფეროვან არჩევანს დაგახვედრებენ, ევროპის საუკეთესო ლუდსახარშებიდან. აქ დააგემოვნებთ დაჯილდოვებულ ლუდის სახეობებსაც. მეგობრული გუნდი ვიზიტს გაცილებით სასიამოვნოს ხდის.

მისამართი: Browariat, ul. Francuska 11

გაისეირნეთ Nikiszowiec-ის კვარტალში

კატოვიცეს მთავარი კულტურული მემკვიდრეობა შენობებია, რომლებიც აქ მე-19 და მე-20 საუკუნეში, ინდუსტრიალიზაციის დროს აშენდა. სწორედ მაშინ ააშენეს უბნები მეშახტეებისთვის. Nikiszowiec-ის კვარტალი ამ მხრივ ბრწყინვალე არქიტექტურას და ისტორიას წარმოგიდგენთ.

ეწვიეთ კომპიუტერული მეცნიერებების და ისტორიის მუზეუმს

ეს გასაოცარი მუზეუმი კომპიუტერების და ინფორმაციული ტექნოლოგიების 40 წლიან ევოლუციას წარმოგვიდგენს, პერიოდს, როცა კომპიუტერი სწრაფად ვითარდებოდა. ამ მუზეუმში 250 სხვადასხვა კომპუტერია წარმოდგენილი.

მისამართი: pl. Oddziałów Młodzieży Powstańczej 1

მოინახულეთ პოლონური ეროვნული რადიო სიმფონიის ორკესტრის დარბაზი

კატოვიცეს ეს დიდებული დარბაზი საერთაშორისო მუსიკალურ სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის 1935 წელს დაარსეს და მას შემდეგ, საუკეთესო კომპოზიტორებს და სოლისტებს იწვევენ. თუ კლასიკური მუსიკა გიყვართ, აქ კონცერტს აუცილებლად უნდა დაესწროთ.

მისამართი: Polish National Radio Symphony Orchestra, plac Wojciecha Kilara 1

გაისეირნეთ გოლშტეინის სასახლის გარშემო

კატოვიცეში მდებარე ეს სასახლე მე-19 საუკუნეში ააგეს და ნეო-რენესანსულ სტილს წარმოადგენს და დღეს აქ სამოქალაქო რეესტრი მდებარეობს. დაათვალიერეთ მისი ლამაზი მოოქროვილი კიბე და მთავარი დარბაზი.

მისამართი: Goldstein Palace, plac Wolności 12a

განიტვირთეთ კოშიუზკოს პარკში

ეს მშვიდი და მომხიბვლელი ბაღი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის თავიდან ძალიან პატარა იყო და შემდეგ დიდ ტერიტორიამდე გაზარდეს. აქ რამდენიმე სკულპტურასაც ნახავთ.

მისამართი: Kościuszko Park