პოლონეთში ვიზიტის დროს, მათი კულტურის უკეთ გასაცნობად, ტრადიციული პოლონური სამზარეულო აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.  პოლონური კერძები გემოებით გაჯერებული და მსუბუქია. ის იტალიური და ფრანგული სამზარეულოს გავლენასაც განიცდის.

1. პოლონური პეროგი: შემწვარი ან მოხარშული დამპლინგები

ტრადიციული დამპლინგები ყველა პოლონელი ბებიის მენიუშია და მას პეროგებს უწოდებენ. პოლონელებმა დამპლინგების საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბეს. მას ავსებენ ყველით, კარტოფილით, ხახვით, სოკოთი, კომბოსტოთი, ხორცით. მას მოგართმევენ ან ორთქლზე მომზადებულს ან შემწვარს, არაჟნით.

2. ბიგოსი: მონადირის ჩაშუშული

ბიგოსი კომბოსტოს, სოკოს და სხვადასხვა ხორცის კომბინაციაა. ტრადიციულად, იყენებენ ღორის ხორცს, ბეკონს ან პოლონურ სოსისს. პოლონური ტრადიციების მიხედვით, ჩაშუშვის პროცესი ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება. ინგრედიენტებს აძლევენ დროს, რათა ერთმანეთს იდეალურად შეერწყან. თანამედროვე რესტორნებში მომზადების პროცესს 1 დღემდე ამცირებენ, ადგილობრივების და ტურისტების მაღალი მოთხოვნის გამო.

3. ზრაზი: ღორის ხორცის რგოლები გრილზე

ზრაზი ხორცის, სოკოს და კიტრის ერთობლიობაა დამრგვალებული და შემწვარი გრილზე. ამ კერძის ვერსიებს უკრანიასა და ლიეტუვაშიც აღამოჩენთ.

4. Placki Ziemniaczane: კარტოფილის ფანქეიქები

ეს პოპულარული კერძი პოლონეთის სამზარეულოს აპეტაიზერია. კარტოფილს უმატებენ კვერცხს, ხახვს, საკმაზებს და ცხიმში წვავენ. შეგიძლიათ მიაყოლოთ ძირითად კერძებს ან სალათას.

5. მიზერია: კიტრის სალათა

ეს სალათაა რომელიც დაჭრილ კიტრს, ხახვს, კამას, არაჟანს და ლიმნის წვენის დრესინგს მოიცავს. ის შეგიძლიათ ზრაზთან ან ბიგოსთან ერთად მიირთვათ.

6. სერნიკი: პოლონური ჩიზქეიქი

პოლონელებს ამ ცნობილი დესერტის საკუთარი ვერსიაც აქვთ. ისინი ამ ნამცხვრის მოსამზადებლად ადუღებული რძისგან გაკეთებულ ყველს იყენებენ. ადრე ხაჭო იაფი იყო, თუმცა ჩიზქეიქს ისე მოუხდა, რომ თანამედროვეობაშიც ძველი რეცეპტი დატოვეს.

7. შარლოტკა: ვაშლის ტარტი

ამერიკული ვაშლის ნამცხვრის მსგავსად, პოლონური შარლოტკაც ქვეყნის ძვირფასი ტრადიციაა. ამ რეცეპტის მიხედვით, ტარტი ტკბილია და ის კვერცხს და კარაქს შეიცავს. დღეს პოლონეთში ის საკმაოდ პოპულარული დესერტია.

8. ეკლერკა: ეკლერი

ეს ფრანგული დესერტი პოლონეთის საკონდიტრო კულტურის შემადგენელი ნაწილიც გახდა. მას კლასიკურად კრემით ავსებენ და შოკოლადით რთავენ.

9. მაკოვიჩი: ნამცხვარი ყაყაჩოს მარცვლებით

ტრადიციულად, ამ დესერტს პოლონეთში აღდგომის პერიოდში ამზადებენ. ის ივსება თხილითა და ხილით. როგორც წესი, ნამცხვარი შეიცავს ყაყაჩოს მარცვლებს, თხილს და თაფლს.

10. პაზკი: დონატი

კრემით შევსებული ეს დონატები კიდევ ერთი პოლონური ტრადიციული დესერტია. მას ისეთ ამერიკულ ქალაქებშიც აღმოაჩენთ, სადაც ბევრი პოლონელი ემიგრანტია, მათ შორის დეტროიტში. უცხო ქვეყნებში პოლონელები პაზკის დღეებსაც აწყობენ და სხვებს საკუთარ კონდიტერიას აცნობენ.