ეგეოსის ზღვაში, თურქული სანაპირო ზოლიდან 15 კილომეტრში მდებარე ლესბოსი (ბერძნულად ლესვოსი) საბერძნეთში სიდიდით რიგით მესამე კუნძულია. ეს მთიანი არეალი ორ მწვერვალს ლეპეტიმნოს და ოლიმპოსს მოიცავს და შთამბეჭდავი გეოლოგიური მრავალფეროვნებით გამოიჩევა, განსაკუთრებით აქტიური ვულკანური აქტივობებით. აღსანიშნავია ფენომენალური დასახლება სიგრი, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა.
ლესბოსი მწვანე ადგილია სხვადასხვა ტიპის ხეებით. მათ შორის ზეთისხილის ხეა 11 მილიონი. კუნძულის დასავლეთი ნაწილი კი ფარულ სანაპიროებს, წყლის გამოქვაბულებს და პასტელურ სოფლებს აერთიანებს ხმელთაშუაზღვიური და ოტომანური გავლენებით.
პალეოლითური ხანიდან დასახლებული ლესბოსი მე-5 საუკუნეში მოექცა ჯერ ათენელების, შემდეგ სპარტანელების, მაკედონიელების და საბოლოოდ რომაელების კონტროლქვეშ. ეგეოსის ზღვაში მისი სტრატეგიული პოზიციის წყალობით ის სულ სასურველ ლოკაციას წარმოადგენდა. დღეს კუნძულზე ბევრი ისტორიული ნანგრევებია. მხოლოდ მიტილენში, ვიზიტორებს შეუძლიაღ აღმოაჩინონ ანტიკური თეატრი, აკროპოლისი და საოცარი არქეოლოგიური მუზეუმი.
ლესბოსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ ხალხით ნაკლებადაა დატვირთული. აქ ბევრ ლამაზ სოფელს ნახავთ, გაისეირნებთ ცოცხალ ქუჩებში და ბაზრობებში. საღამოს ქალაქი სხვანაირად ცოცხლდება და ძველ პორტში კაფე-რესტორნებს სასიამოვნო მუსიკა მოიცავს. სანაპიროებიც არაა სავსე, რაც აქ დასვენებას ბევრად სასიამოვნოს ხდის.
ჩრდილოეთით მდებარე მოლივოსი კი ვიზიტორებს მისი არქიტექტურით, რომანტიკული პატარა პორტით და ციხესიმაგრით ხიბლავს.
კუნძულის დასავლეთით მდებარე სოფელი სიგრი უნიკალურ ლანდშაფტს გვთავაზობს და იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის. აუცილებლად დააგემოვნეთ ოუზო, საკულტო ადგილობრივი სასმელი.
ლესბოსის სანაპიროები პიკი სეზონზეც არაა გადატვირთული და ისინი ყველა გემოვნების მოგზაურებს დააკმაყოფილებენ. განცალკევებული და რომანტიკული ატმოსფეროსთვის ერთ-ერთი საუკეთესოა დელფინიას სანაპირო.
სოფელ ანაქსოსის სანაპიროც ღირს მონახულებად, განსაკუთრებით ოჯახური დასვენებისთვის. უფრო თავგადასავლების მოყვარულებს კი კალო ლიმანი მოეწონებათ. ფენერომენის სანაპირო ვიზიტორებს ველური სილამაზით ხიბლავს. ბოლოს კი კუნძულის ყველაზე გამორჩეული სანაპიროა მელინდა.
ზღვასა და მთებს შორის მდებარე ლესბოსი ბერძნული არქიპელაგის უნიკალური კუნძულია. ჯერჯერობით მას მასტურიზმი არ შეხებია და საბერძნეთის განსხვავებულ მხარეს გვთავაზობს, ბევრად ავთენტურს.